Gamersa Ninja Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 ამ თემაში ჩვენ დავაჯახებთ ერთმანეთს 660ti ების რამდენიმე ვერსიას. 1) ASUS GeForce GTX 660 Ti DirectCU II TOP 2GB ეს ვიდეო არის აწყობილი ჩინეთში, მას ასევე აქვს 3 წლიანი გარანტია და მისი ფასია 309$, რაც 10$-ით მეტია NVIDIA ს მიერ რეკომენდებულ ფასზე. ქულერი ცდება PCB-ს ზომებს. ეს ქულერი ზრდის კარტას სიგრძეში 269 მმ–ს და 38მმ–ს სიმაღლეში. ასუსის ეს ვერსია 660ტი ებიდან ყველაზე გრძელია. ჩემი აზრით ეს დიდი მინუსია კარტისთვის, რადგან მათ ვისაც ჩემნაირი პატარა კეისი აქვთ მისი ჩატენვა ძალიან გაუჭირდებათ. ამ ვერსიას, როგორც ყველას აქვს: თითო DVI-I, DVI-D, HDMI და Display პორტი. ვიდეოს აქვს 4-way SLI support–ი და მას სჭირდება 2x 6პინიანი კონექტორი. ამ ვერსიას გააჩნია 1109Mhz GPU CLOCK–ი, რომელიც შეიძლება დაიბუსტოს 1187Mhz–მდე, 192 ბიტი და 167 GB/s bandwidth-ი. ამ ვერსიას აქვს რვა FCBGA GDDR5 ჩიპი, რომელიც წარმოებულია კომპანია Hynux ის მიერ. GPU-Z Cooling ამ ქულერში არის 3X 8მმ–იანი heat pipes–ი, რომელიც ეხება GPU -ს. თითო 75მმ–იანი ფანის მაქსიმალური სიჩქარეა: 3500 RPM. ტემპერატურა მაქსიმალურ დატვირთვაზე : ფანი აუტოზეა(44%) 69C, ფანი მაქსიმუმზე 54C. როგორც ხედავთ Direct CU II ს აქვს უძლიერესი გაგრილება, მარა ზომები რო შეემცირებინათ კაი იქნებოდა. ჩვენი შემდები მონაწილეა : 2) EVGA Geforce GTX 660ti Superclocked 2GB ეს კარტაც, ისევე როგორც ასუსის არის აწყობილი ჩინეთში და აქვს 3 წლიანი გარანტია. იგივეს აღარ დავწერ, რაც ასუსზე და გადავალ მთავარზე ეგრევე. მას აქვს 1046 core clock და ის იზრდება 1124–მდე ბუსტით. მემორი ჩიპები იგივეა რაც ასუსის. GPU-Z გაგრილება როგორც ხედავთ, ევგა ისევ აგრძელებს თავისი superclocked ვიდეოების სტანდარტული, ერთ ქულერიანი გაგრილებით გამოშვებას Superclocked კი არა Supercoocked არის. ტემპოები : ფანის სიჩქარე 44% და ტემპერატურა 78C . 3) Gigabyte GeForce GTX 660 Ti Ultra Durable 2GB ეს კარტა არის აწყობილი ტაივანში და მისი ფასია 300$. ქულერი ხრდის კარტას 252მმ–მდე სიგრძეში და 39მმ–ს სიმაღლეში. ამ კარტას აქვს იგივე პორტები რაც წინა ვერსიებს და 4–way SLI Support ი. PCB როგორც ხედავთ ორიგინალ ზომასთან შედარებით მიახლოებით 2 ჯერ გრძელია. Gigabyte ის ultra durable გვაძლევს 5%–დან 10%–მდე ნაკლებ ტემპერატურას, 10%–30%–მდე მაღალ ოვერქლოქის პოტენციალს და 30% მდე ნაკლებ ენერგომოხმარებას, შედარებულია რეფერენცულ 660ტი სთან. GDDR5 ჩიპები როგორც წინა პროდუქტებზე არის დამზადებული კომპანია Hynix ის მიერ. ამ კარტას აქვს 1098Mhz core clock და 1176Mhz boost. GPU-Z COOLING ამ ვერსიას აქვს 2x 100მმ–იანი ფანი , 2 ცალი 8მმ–იანი სპილენძის heatpipe–ი, რომელიც არის შესანიშნავი თბოგამტარი და აგრილებს რადიატორს. თითო ფანის მაქსიმალური სიჩქარეა 2550 RPM ანუ 2550 ბრუნი წამში. ტემპერატურები: მაქსიმალურ სიჩქარეზეა ფანები (95% fan speed) : 60C ავტომატურ სიჩქარეზეა ფანები (54%) : 68C გიგაბაიტის კარტა მაქსიმალურ ფანის სიჩქარეზე 6 გრადუსით ჩამორჩება ასუსის Direct CU II–ს. 4) MSI N660Ti PE 2GD5/OC TwinFrozr IV 2GB ეს კარტა არის აწყობილი ჩინეთში და მისი ფასი 300$–ია. როგორც ასუს მას აქვს ლამაზი დიზაინის მქონე და ჩუმი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ქულერი. ეს კარტა სიგრძეში იკავებს მეორე ადგილს და მისი სიგრძეა 257მმ, ხოლო სიმაღლე – 37მმ. ეს ვიდეო აღჭურვილია 1110Mhz GPU Clock–ით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმატებს 1188Mhz მდე ბუსტის დახმარებით, როგორც ყველა 660ტი–ს, ამ ვერსიასაც აქვს 192 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 მემორი და 172 GB/s brandwidth. როგორც წინა კარტებს ამასაც აქვს 4 პორტი (აღარ ჩამოვთვლი რომლებია) ამ პორტების გამოყენება შესაძლებელია ყველასი ერთდროულად, ესეიგი ამ კარტით შეიძლება 4 მონიტორზე ერთდროულად თამაში, ანუ 3–ზე თამაში და ერთზე ფეისბუკის ან სკაიპის დაყენება, აი ასე მაგალითად : GPU-Z Cooling MSI კარტის გაგრილებისთვის იყენებს Twin Frozer IV ს. Twin Frozer IV–ი აღჭურვილია 2 ცალი 80მმ–იანი ფანით , ასევე აქვს 4 ცალი ალუმინის Heatpipe–ი, რომელიც GPU–სთან შესახებ ადგილას არის დაფარული სპილენძით რადგან სპილენძი ალუმინზე უფრო თბოგამტარია. ამ ქულერს აქვს ასევე მტვრის ამოგდების ტექნოლოგია ანუ ვიდეო კარტის გაწმენდა თითქმის აღარ დაგჭირდებათ მინიმუმ 1 წელიწადი. ქულერების მაქსიმალური სიჩქარეა 4170 ბრუნი წამში მისი სიჩქარე ყველა კარტას იტოვებს უკან 600–1400 RPM ით. ტემპერატურები : ფანი აუტოზე ( 42%) 70С ფანი მაქსიმუმზე ( 100%) 55C როგორც ხედავთ MSI ს Twin Frozer IV თითქმის ისეთივე ეფექტურია როგორც asus ის Direct CU II. 5)Palit GeForce GTX 660 Ti 2GB JetStream ეს კარტა არსი აწყობილი ჩინეთში და აქვს 1 წლიანი გარანტია, მისი ფასია 300$. მას აქვს 1141Mhz core clock, 1220Mhz boost და 175 GB/S გამტარობა. ეს კარტა სიგრძეში 245მმ ა მაგრამ იგი 45მმ ა სიმაღლეში რაც სლის გაკეთებას შეუძლებელს ხდის იმ შემთხვევაში თუ მაზერზე მხოლოდ 2 სლოტია. GPU-Z Cooling პალიტის 660ტი ს აქვს 3 ცალი 6მმ იანი სპილენძის heatpipe-ი. იგი ასევე აღჭურვილია 2 ცალი 85მმ იანი ფან ით რომელთა მაქსიმალური სიჩქარეა 2900 ბრუნი წამში. ტემპერატურები: მაქსიმალურ ფანზე: 71C ავტომატურ ფანზე : 55C როგორც ხედავთ პალიტს საკმაოდ ძლიერი ქულერი აქვს და მისი ქულერი მსი ს Twin frozer IV საც უწევს კონკურენტაციას რადგან მათი ტემპერატურები თითქმის ერთნაირია. 6) ZOTAC GeForce GTX 660 Ti AMP! Edition 2 GB ეს ვიდეო როგორც უმეტესობა არის აწყობილი ჩინეთში, მას მოყვება 3 წლიანი გარანტია და მისი ფასი 300$–ია. ზოთაქის 660ტი არის ყველაზე კომფორტული ზევით ხსენებულ კარტებიდან და მისი ზომებია 191x100x37 მმ, რაც საკმაოდ გამოადგება სტანდარტული კეისების მქონე, პირებს რადგან მათ არ მოუწევთ ვიდეოს ჩადებისთვის კეისის შიგნიდაც ამოჭრა. მას აქვს ასევე რეფერენცული PCB–ს დიზაინი. ზოთაქის 660ტი ს აქვს 1098Mhz core clock, 1176Mhz Boost და 164 GB/s გამტარობა. როგორც შეატყვეთ გამტარობა სხვა ვერსიებთან შედარებით 6–9 GB–ით ნაკლები აქვს. GPU-Z Cooling ზოთაქი გაგრილებისთვის იყენებს Dual-Silencer-ს. ამ ქულერს აქვს 3 ცალი 6მმ–იანი სპილენძის heatpipe-ი. მას ასევე გააჩნია 2 ცალი 70მმ იანი ფანი და მათი მაქსიმალური სიჩქარეეა : 3500 ბრუნვა წამში (თითოს). ტემპერატურები: ავტომატურ ფანზე: 71C მაქსიმალურ ფანზე: 65C როგორც ხედავთ ზოტაკს არც ისეთი ძლიერი ფანი გამოუვიდა მისი ტემპერატურა მაქსიმალურ სიჩქარეზე 10 გრადუსით ჩამორჩება ევგას გარდა ყველა ბარათის ტეპერატურას, პირველი შეხედვით მეგონა რომ ამ კარტას ისეთივე ძლიერი ქულერი ექნებოდა როგორიცაა ასუსის და მსი სი. კარტების ტემპერატურები როგორც მოველოდით ყველაზე გრილი აღმოჩნდა ასუსის დირექთ ქუ შემდეგ მოდის მსი სი, პალიტის და ასე შემდეგ. ენერგომოხმარება სატესტო სისტემა Mainboard: Intel Siler DX79SI (Intel X79 Express, LGA 2011) CPU: Intel Core i7-3960X Extreme Edition CPU cooler: Phanteks PH-TC14PE Thermal interface: ARCTIC MX-4; System memory: DDR3 4 x 4GB Mushkin Redline (2133 MHz / 9-10-10-28 / 1.65 V); System drive: Crucial m4 256 GB SSD Drive for programs and games: Western Digital VelociRaptor (300GB, SATA-II, 10000 RPM, 16MB cache, NCQ) inside a Scythe Quiet Drive 3.5” HDD silencer and cooler; System case: Antec Twelve Hundred Power supply: Seasonic SS-1000XP Active PFC F3 Monitor: 27” Samsung S27A850D (DVI-I, 2560x1440, 60 Hz). ამ კარტების გარდა ტესტებში დამატებულია GTX 670 Ultra Durable 2 GB და HD 7950 Dual-X 3 GB თამაშები და ბენჩმარკები 3DMark 2011 Metro 2033: The Last Refuge თქვენს წინაშეა ერთერთი ყველაზე ცუდი ოპტიმიზაციის მქონე თამაშიც და შედეგებიც Crysis 2 Battlefield 3 Sleeping Dogs Nexuiz აქ წერია ერთად ყველა ტესტის შედეგები დასკვნა ჩვენი კარტებიდან ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა გიგაბაიტის 660ტი, იგი სხვა მონაწილეებს უსწრებს ზოგ თამაში 1-6 ფპს ით. 660ტი ყველა თამაშს უმკლავდება ბოლო გრაფიკაზე 4x AA თი მეტრო 2033 და Sniper elite v2 ის გარდა. ზოგ ტესტში 660ტი დაეწია 670 და მათ შორის განსხვავება მხოლოდ 1–6 ფპს ი იყო მაგრამ 2 თუ 3 ტესტში გაუსწრო გიგაბაიტის 660ტი მ 2–3 ფპს ით. ASUS GTX 660TI Direct CU II - ეს ვიდეო ჩემი აზრით საკმაოდ ძლიერია, მას აქვს საუკეთესო გაგრილება,ამასთანავე იგი ძალიან ჩუმია და რაც მთავარია მას აქვს ძალიან მაღალი სიხშირეები. ერთადერთი მისი მინუსი სიგრძეა. MSI GTX 660Ti PE - ეს კარტა არის შესანიშნავი არჩევანი და იგი ასუსის კონკურენტია მას თითქმის ისეთივე ეფექტური გაგრილება და ძალა აქვს როგორც ასუს. ასევე ამ ვერსიას აქვს ძალიან მაგარი დიზაინი. მე 660ტი ს ყიდვა რო მინდოდეს მსი ს ამ ვერსიას ავირჩევდი. Zotac GTX 660ti - ეს არის 660ტი ებიდან ყველაზე კომფორტული და პატარა კარტა რომელსაც აქვს შესანიშნავი სიძლიერე მაგრამ გაგრილება არ აქვს ისეთი ძლიერი, მაგრამ რაც აქვს ისიც საკმარისია ჩემი აზრით რადგან ვიდეო 55 გრადუსზე იდგება თუ 65 ზე თამაშის დროს მაგაში განსხვავებას ვერ ნახავ და თუ რაზგონს აპირებ მაშინ ჯობია ასუსის ან მსი ს ვერსიები აიღო რადგან 10 გრადუსს მნიშვნელოვანი როლი აქვს ძალიან. Gigabyte GTX 660ti- ჩემი აზრით 660ტი ებიდან ყველაზე ძლიერი კარტა ესაა, მან ზოგ ტესტში 670 საც გაუსწრო , მას ასევე აქვს ძალიან კარგი და ეფექტური გაგრილება. 9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 საღოლ ძალიან კარგი მიმოხილვაა ASUS GTX 660TI Direct CU II - ეს ვიდეო ჩემი აზრით საკმაოდ ძლიერია, მას აქვს საუკეთესო გაგრილება,ამასთანავე იგი ძალიან ჩუმია და რაც მთავარია მას აქვს ძალიან მაღალი სიხშირეები. ერთადერთი მისი მინუსი სიგრძეა. MSI GTX 660Ti PE - ეს კარტა არის შესანიშნავი არჩევანი და იგი ასუსის კონკურენტია მას თითქმის ისეთივე ეფექტური გაგრილება და ძალა აქვს როგორც ასუს. ასევე ამ ვერსიას აქვს ძალიან მაგარი დიზაინი. მე 660ტი ს ყიდვა რო მინდოდეს მსი ს ამ ვერსიას ავირჩევდი. Zotac GTX 660ti - ეს არის 660ტი ებიდან ყველაზე კომფორტული და პატარა კარტა რომელსაც აქვს შესანიშნავი სიძლიერე მაგრამ გაგრილება არ აქვს ისეთი ძლიერი, მაგრამ რაც აქვს ისიც საკმარისია ჩემი აზრით რადგან ვიდეო 55 გრადუსზე იდგება თუ 65 ზე თამაშის დროს მაგაში განსხვავებას ვერ ნახავ და თუ რაზგონს აპირებ მაშინ ჯობია ასუსის ან მსი ს ვერსიები აიღო რადგან 10 გრადუსს მნიშვნელოვანი როლი აქვს ძალიან. Gigabyte GTX 660ti- ჩემი აზრით 660ტი ებიდან ყველაზე ძლიერი კარტა ესაა, მან ზოგ ტესტში 670 საც გაუსწრო , მას ასევე აქვს ძალიან კარგი და ეფექტური გაგრილება. დასკვნას რაც შეეხება ტესტებიდანაც ჩანს რომ ასუსის სიკარგე "ყურით რის მოთრეული" მე ვერ დავინახე რომ რომელიმე კარტას სჯობია რამით სიგრლით KFA 2 ყოფილა საუკეთესო მაგრამ მერე ბენჩებში აშკარად გიგაბაიტი და ზოტაკი ლიდერობენ ყველა ტესტში MSI-ზე გულიც კი დამწყდა მეტს ველოდი ინფო გამაქვს პორტალზე 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamersa Ninja Posted October 15, 2012 Author Share Posted October 15, 2012 1 თუ 2 გამოვტოვე ცნობილი ფილრმები არ იყო და თან უკვე 3 ის ნახევარი იყო თუ რაღაც და დამეზარა დაწერა და დავწექი, კომპი დავტოვე და დილით გავამთავრე. დილით აღარ იყო არაფერი დასაწერი პროსტა სურათები იყო PIX.GE ზე ასატვირთი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 ცნობილი ფილრმები არ იყო KFA2 forum.ge-ზე არ იციან თორემ ნაკლებად ცნობილი ნამდვილად არ არის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც WHDI ვიდეო დაფების გამოშვება დაიწყო http://www.mobilemag.com/2011/01/14/kfa2-nvidia-geforce-gtx460-graphics-card-is-the-worlds-first-wireless-gpu/ იდეაში KFA2 იგივე გალაქსია http://www.kfa2.com/aboutus.shtml KFA2 is the European premium brand of Galaxy, nothing to hide, proud to be a part of it. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 კარგი რევიუა საკმაოდ, გაფორმებაც მშვენიერია ეს ჩაასწორე. ამ ვერსიას აქვს რვა FCBGA GDDR5 ჩიპი, რომელიც წარმოებულია კომპანია Hynux ის მიერ. საერთოდ რევიუების წერისას ჯობია სურათები ერთად ატვირთოთ ხოლმე რამე იმეიჯ ჰოსტინგზე, მაგალითად radikal.ru_ზე, ნუ ტესტების სურათები მაინც. დროთა განმავლობაში სხვადასხვა საიტებიდან დადებული სურათები ქრება ხოლმე და რევიუ კარგავს აზრს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamersa Ninja Posted October 15, 2012 Author Share Posted October 15, 2012 KFA2 forum.ge-ზე არ იციან თორემ ნაკლებად ცნობილი ნამდვილად არ არის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც WHDI ვიდეო დაფების გამოშვება დაიწყო http://www.mobilemag...t-wireless-gpu/ იდეაში KFA2 იგივე გალაქსია http://www.kfa2.com/aboutus.shtml KFA2 is the European premium brand of Galaxy, nothing to hide, proud to be a part of it. მაგდენი არ ვიცოდი თორე მაგასაც დავამატებდი როგორმე. ისე ვიდით ეგ ვიდეო ყველას მირჩევნია. კარგი რევიუა საკმაოდ, გაფორმებაც მშვენიერია ეს ჩაასწორე. ამ ვერსიას აქვს რვა FCBGA GDDR5 ჩიპი, რომელიც წარმოებულია კომპანია Hynux ის მიერ. საერთოდ რევიუების წერისას ჯობია სურათები ერთად ატვირთოთ ხოლმე რამე იმეიჯ ჰოსტინგზე, მაგალითად radikal.ru_ზე, ნუ ტესტების სურათები მაინც. დროთა განმავლობაში სხვადასხვა საიტებიდან დადებული სურათები ქრება ხოლმე და რევიუ კარგავს აზრს. შემდეგში გავითვალისწინებ ისე ტესტების გარდა ყველაფერი pix.ge ზე ავტვირთე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 fastpic.ru კარგი სერვერია ძალიან სურათების ასატვირთად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 საღოოოოოოლ!!!!!!!! ძალიან მაგარი მიმოხილვაა კარტების ძაან მაგარად გიმუშავია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 საღოლ ავტორს, მაგარი მომიხლვაა, this is gigabyte School არა რა იმენა მსერავი ფირმის კარტა მაქ რააა.. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted October 15, 2012 Share Posted October 15, 2012 4) MSI N660Ti PE 2GD5/OC TwinFrozr IV 2GB GOO GOOO :sa: :sa: :sa: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezo-j Posted October 24, 2012 Share Posted October 24, 2012 ავტორს მადლობა ნაშრომისთვის, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ რამეზე, გიგაბაიტის "სიკარგე" რატომღაც ყველაზე თვალშისაცემია, თითქმის 670 უტოლდება, მესმის რომ ყველა სხვა ბრენდები მეტნაკლებად ჩამორჩებიან ან ჯობნიან ერთმანეთს რაც, თამაშებში ნაჩვენები მონაცემები მეტყველებს, განსხვავება 2-3 ფპს-ია, მაგრამ არა გიგაბაიტის შემთხვევაში, ის რატომღაც ლამის 670-ად გადაიქცეს, რაც ცოტა არ იყოს საეჭვოდ მეჩვენება, თუნდაც იმიტომ ტაქტური სიხშირით ბევრს ჩამორჩება თავის სეგმენტში, მაგრამ წარმადობაში თითქმის ყველას ჩაგრავს (თუნდაც ასუსის დირექტი ავიღოთ, რომელიც ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა) და აჩვენებს ისეთივე სხვაობებს თითქოს ერთმანეთისთვის 660ტი და 670 შეგედარებინოს, მაშინ გადავყაროთ ვისაც 670 გვაქვს და შევუვარდეთ წელში გიგაბაიტს, ავტორთან არანაირი პრეტენზია, პირიქით ვაფასებ მის ნაშრომს, მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ, მიმაჩნია რომ წყაროში რაც საფუძვლად უდევს ამ თემას, გიგაბაიტის "სიკარგე" "ცოტა" გადაჭარბებულია . Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted October 24, 2012 Share Posted October 24, 2012 გაქაჩა ცოტა ცუდათ მომხვდა ყურში იმედია არ გეწყინება კარგი რევიუა, MSI სგან მეც მეტს ველოდი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamersa Ninja Posted October 24, 2012 Author Share Posted October 24, 2012 გაქაჩა ცოტა ცუდათ მომხვდა ყურში იმედია არ გეწყინება კარგი რევიუა, MSI სგან მეც მეტს ველოდი ჩავასწორე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 27, 2012 Share Posted October 27, 2012 ბრავო ავტორს მომეწონა რაც შეეხება ვიდეო ბარათებს , კფა 2 მართლა კარგი რამეა , გიგაბვაიტს საღოლ აჯობა ყველას მსი ისგან და ზოტაკისგან მეტს ველოდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.