Jump to content

შსს: სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის საზ­ღვარ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის დევ­ნის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს


Recommended Posts

bc8baa831556ca1f760452754af315be.jpg

1, შსს საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმიდნარე დევნის ოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნული ინფორმაციასთან ერთად, შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია თათბირი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. თათბირზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შს მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

2,48530bc819001ce59bb094eeeb5228b5.jpgfc589dd2b180ee8ae8d261bacff13995.jpgeff80e415f7a2c06475f1236c93570f2.jpg

დაღესტანში, დერბენტის რაიონში მიმდინარე შეტაკებებისა და სროლების მიზეზების შესახებ რუსული მედია წუხელ განსხვავებულ ინფორმაციებს აქვეყნებდა.

სააგენტო "ლენტა.რუ" გუშინ, დაახლოებით, 20:00 საათისთვის, "ინტერფაქსზე" დაყრდნობით წერდა, რომ დაღესტნის სასაზღვრო შემადგენლობაში საკონტრაქტო სამსახურზე მყოფმა პირმა კალაშნიკოვის ავტომატით შვიდი ადამიანი ჩაცხრილა. ინციდენტი დერბენტის რაიონში, დასახლება ბელიჯთან ახლოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით, სამხედრომ თავდაპირველად ყაზარმის მცველ კოლეგებს ესროლა და ორი მათგანი მოკლა; შემდეგ ყაზარმაში შეიჭრა, სადაც დისლოცირებული იყვნენ სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები და ხუთ მათგანს ესროლა. აღნიშნული პირი საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიღუპა. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, დაჭრილია შინაგანი ჯარის სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ. მესაზღვრე, რომელმაც შვიდი სამხედრო დაცხრილა, 31 წლის იყო. წინასწარი მონაცემებით, მისი გვარია ალიევი. ინციდენტის ადგილზე დაღესტნის შსს-სა და სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობაც იმყოფებოდა.

გუშინვე "ინტერფაქსმა" რესპუბლიკის შსს-ს წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელიჯის დასახლებაში ტერორისტების ჯგუფმა დაიკავა შენობა, რომელშიც სპეციალური ოპერატიული ჯგუფის შეიარაღების ოთახი იყო განთავსებული და დასახლებაში ბრძოლები მიმდინარეობდა.

ასევე მოგვიანებით, დაახლოებით 23.00 საათზე "ინტერფაქსმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ დაღესტნის რესპუბლიკის დერბენტის რაიონში საგანგებო ვითარება შეიარაღებული ძალების სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

"ბელიჯის დასახლებაში საჯარისო ნაწილები და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები არ არის", - განუცხადა "ინტერფაქსს" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რახდება? კაიხანია არ მომისმენია ასეთი რამე

სანამ იმას წავიკითხავდი რო ტერორისტები არიანო , კინაღამ გული ბახან :D

კიდე ბევრია და ნახეთ შემოეთრიე :D

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.