Jump to content

Flash Drive - ყველაფერი მის შესახებ


lomsa

Recommended Posts

twinmos-mirror-finished-usb-flash-drive.jpg

ისტორია :

USB ფლეშ ბარათები გამოგონილ იქნა M-System - ის თანამშრომლების Amir Ban, Dov Moran და Orogn Ogdan - ს მიერ. რომელიც 1999 წელს ამერიკაში წარადგინეს. თავიდან მათ დასაკავშრებლად კაბელი იყო საჭირო, რაც USB კონექტორის გამოგონების შემდეგ საჭირო აღარ გახდა. ამის შემდეგ IBM პარტნიორი გახდა M-System - ის და ერთად დაიწყეს USB ფლეშ ბარათების კეთება. 2000 წელს მათ წარადგინეს ფლეშ ბარათი სახელწოდებით : ‘ დისკი გასაღებზე ‘ . ამის შემდეგ მათ შეუერთდნენ კომპანიები Trek Technology და Netac Technology. მათ კომერციული გაყიდვები 2000 წელს დაიწყეს. Trek Technology ყიდდა მოდელებს სახელით ‘ ThumbDrive ‘ ხოლო IBM ‘ Disk on key (დისკი გასაღებზე)‘ , რომლებიც შემუშავებული და დამზადებულები იყვნენ M-System - ის მიერ. IBM - ის ფლეშ ბარათი 2000 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა გაყიდვაშ და მისი ტევადობა იყო 8 მეგაბაიტი. რომელიც იმ დროინდელ ფლოპი დისკებზე ხუთჯერ მეტი ტევადობის იყო.

USB ფლეშ ბარათები (‘ფლეშკა’ ) არიან მონაცემთა შენახვის / გადატანის მოწყობილობები, რომელიც მოიცავს ფლეშ მეხსიერებას და უნივერსალ სერიალ ბასს, (Universal Serial Bus, USB). მათი წონა არ აღემატება 100 გრამს და სიგრძეშიც არცთუისე დიდები არიან. 2011 წელს შესაძლებელი გახდა მათი მახსოვრობა 256 გეგაბაიტამდე გაეზარდათ, ახლა კი გეგმავენ გამოუშვან უფრო მეტი, 2 ტერაბაიტის (2000 გეგაბაიტი) მოცულობის USB ფლეშ ბარათი. ძალიან დიდი კონკურენცია მიდის მწარმოებლებს შორის, ისინი ცდილობენ გამოუშვან რაც შეიძლება დიდი ტევადობის, მსუბუქი, პატარა, სწრაფი , ლამაზი და რაც მთავარია იაფი საქონელი. ისისნი იყენებენ ერთ სტანდარტს , რომელსაც მხარდაჭრა აქვს ისეთ სისტემებზე როგორიცაა ვინდოუსი, ლინუქსი, მაკი, და ა.შ ასევე არის შესაძლებელი გამოიყენოთ DVD პლეიერებზე, Xbox 360 -ზე , Playstation.-ზე.

ტექნოლოგია

ფლეშ მეხსიერებას აერთიანებს მთელი რიგი ძველი ტექნოლოგიებისა. ისინი იყენებენ ‘მიკროპროცესორების’ EPROM და EEPROM ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიებით მათი ტევადობა არც თუ ისე დიდი იყო და არც წაკითხვის / ჩაწერის სიჩქარითაც გამოირჩეოდნენ.

თაობები

პირველი თაობა იყო USB 1.1 რომლის მაქსიმალური ჩაწერის / წაკითხვის სიჩქარე 1.5 მბ/წ (მეგაბაიტ / წამი) აღწევდა და არ გამოირჩეოდნენ დიდი ტევადობით. ამას შემდეგ მოყვა მეორე თაობა, USB 2.0 რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება . მისი ჩაწერის / წაკითხვის სიჩქარე დაახლოვებით 30 მბ/წ აღწევს. ტევადობებიც საკმაოდ გაიზარდა მის წინამორბედთან შედარებით. ინფორმაცია მესამე თაობის გამოშვების შესახებ 2008 წელს გახდა ცნობილი და 2010 წელს გახდა ხელმისაწვდომი. USB 3.0 თავსებადია USB 2.0 ზეც, ოღონდ ამ შემთხვევაშ იგი დაბალ სიჩქარეზე იმუშავებს. მისი წაკითხვის / ჩაწერის სიჩქარეები 600 მბ/წ აღწევს. მაგრამ იგი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს მისი სრული სიჩქარის გამოყენებას რადგან მას მემორი კონტროლერები ალიმიტებენ.

Usbkey_internals.jpg

ტიპიური USB ფლეშ ბართი შედგება : სტანდარტული USB შესაერთებელით, USB კონტროლერი თავისი RAM და ROM-ით , რომელიც აკონტროლებს ინფორმაციას, კრისტალ-ოსცილატორი რომლის ტაქტური სიხშირეა 12MHz , NAND ფლეშ მემორი ჩიპებით. ასევე შეიძლება ქონდეს : LED - განათების ნათურები, ჩაწერის ‘დამცავი’ (ნებას რთავს ან უარყოფს ჩაწერას) , მეორე ჩიპის ადგილი (გამოიყენებენ Card Reader - ში) ,USB შესაერთებლის დამცავი / სახურავი და გასაღებზე ან ყელზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი / თოკი.

Guitar-usb-flash-drive-2.jpg

მწარმოებლები ყველანაირად ცდილობენ მყიდველის მიზიდვას. ისინი აკეთებენ ფლეშ ბარათებს საათებში, კალმებში, სათამაშოებში და ა.შ

USB ფლეშ ბარათები იყენებენ FAT12, FAT16 და FAT32 ფაილურ სისტემებს, მაგრამ ადვილადვე ხდება მისი ფაილური სისტემის შეცვლაც. არის ხოლმე პრობლემები როდესაც ვერ წერთ 4-5 Gb - ზე დიდ ფაილს ერთდროულად, ეს დაყენებული ფაილური სისტემის ლიმიტია. ამ შემთხვევაშ ფაილური სისტემის შეცვლა დაფორმატების დროს ხდება (თქვენ უნდა მიუთითოთ NTFS, EXfat )და თქვენი პრობლემაც მოგვარებული იქნება. ასევე ხშირია ყალბი ფლეშკების გაყიდვის ფაქტები. როგორ მივხვდეთ არის თუ არა ყალბი? 1) მაგალითად თუ ფლეშკას აწერია 8 GB და არ წერს 2 GB - ზე დიდ ფაილს. 2 ) თუ ფლეშკა მის რეკომენდირებულ სიჩქარეზე ნაკლები სიჩქარით მუშაობს.

იმ შემთხვევაში თ თქვენ გადაგაქვთ ფლეშკით რაიმე თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გინდათ რომ დაცული იყოს იგი თუნდაც იმ შემთხვევაში რომ მოგპარონ, ამაზე ნუ იდარდებთ თუ გაქვთ დაშიფრული ან პაროლდადებული ფლეშკა. არსებობს ფლეშკები რომელსაც მარტო პაროლი ედება და არსებობს ფლეშკები რომელის კრიპტაციას აკეთებს. ყველაზე სანდო არის დაშიფრული ფლეშკები. ისინი ფაილებს კრიპტაციას უკეთეენ და ზოგჯერ სპეციალური პროგრამა ჭრდება მის წასაკითხად. თუ ის უცნობმა ჩაიგდო ხელში ის ამ ფაილებს ვერანაირად ვერ შეეხება პარლის გარეშე. ასეთი ფლეშკები ავტომატურად აკეთებენ კრიპტაციას, მაგრამ არსებობს პროგრამები რომლებიც თქვენთვის სასურველ ფაილს გაუკეთებს კრიპტაციას.

დადებითი მხარეები :

მისი ყველაზე კარგი მხარე ალბათ პორტაბელურობაა. ასევე არ იფხაჭნება დისკებისგან განსხვავებით, + დაცულია ინფორმაცია ფლეშაზე (იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ზემოთ ნახსენები ფლეშკა), ასევე არ ღირს ძვირი და ახლა უკვე დიდი ტევადობაც აქვს.

უარყოფითი მხარეები :

მის ერთადერთ უარყოფით მახერდ შეიძლება ის ჩაწერა / წაკითხვის ციკლი დავასახელოთ რომელზეც იგია გათვლილი.

© Overclockers.ge Lomsa

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.