Jump to content

ლეპტოპები : მათი ისტორია და ზოგადი მიმოხილვა


Recommended Posts

MSI_Laptop_computer.jpg

ლეპტოპი - laptop

ლეპტოპური კომპიუტერი არის პერსონალური კომპიუტერი გადაკეთებული მობილური გამოყენებისათვის. ლეპტოპური კომპიუტერი იყენებს ზუსტად იგივე კომპონენტებს რომელსაც პერსონალური კომპიუტერი, გარდა ერთისა, პერსონალური კომპიუტერი იყენებს დენის წყაროდ კვების ბლოკს, ხოლო ლეპტოპური კომპიუტერი ბატარიას. ლეპტოპში ინტეგრირებულია კლავიატურა და მაუსი (ცნობილია როგორც Touchpad (თაჩპედი) ან TrackPad). ლეპტოპებს ასევე ეძახიან : ნოუთბუქებს (Notebook) ან ნეთბუქებს (Netbook)

ლეპტოპური კომპიუტერი თავდაპირველად შეიქმნა სამხედროთა, ბუღალტერთა და გაყიდვების წარმომადგენლებსათვის. მაგრამ როგორც კი ლეპტოპი განვითარდა, გახდა უფრო ძლიერი , პატარა, მსუბუქი, იაფი და აღიჭურვა უფრო დიდი ეკრანით, მისი გამოყენება ყველა სახის მიზნებისათვის ხელმისაწვდომი გახდა .

ისტორია

პერსონალური კომპიუტერის შექმნასთან ერთად, გაჩნდა იდეა შეექმნათ პერსონალური , პორტატული ინფორმაციული მანიპულატორი . ამ იდეის ავტორი იყო Alan Kay 1968 წელი. 1972 წელს კი მან წარმოადგინა ‘ DynaBook ‘ , რომლის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ პერსონალური , პორტატული კომპიუტერი ყველა ასაკის ბავშვისათვის. ამ გამოგონებას შემდეგ მოჰყვა IBM SCAMP - ის პროექტი, რომლის დემოსტრირება მოხდა 1973 წელს. მის პროტოტიპში გამოყენებული იყო IBM PALM პროცესორები. IBM 5100 იყო პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი პორტატული კომპიუტერი რომელიც გამოჩნდა 1975 წელს და დაფუძნებული იზო SCAMP- ის პროტოტიპზე. Osborne 1 გამოვიდა 1981 წელს, იწონიდა 10.7 კილოგრამს. მას არ ქონდა ბატარია , აღჭურვილი იყო 13 სანტიმეტრიანი CRT ეკრანით და ორი 13.3 სანტიმეტრიანი ფლოპით. ამავე წელს გამოვიდა პირველი ლეპტოპი Epson HX-20 . Epson HX-20 - ს გააჩნდა LCD ეკრანი, დატენვადი ბატარია და კალკულატორის ხელა პრინტერი, რომელიც მოთავსებული იყო 1.6 კილოგრამიან კეისში.

პირველი ‘დასაკეცი’ ლეპტოპები გამოჩნდა 1980 წელს. Dulmount Magnum გამოიშვა ავსტრალიაში 1981-1982 წლებში, მაგრამ არ იყო საერთაშორისო ბაზარზე 1984-1985 წლამდე.

Grid Compass 1100 შექმნა 1982 წელს, რომლის ღირებულება მიახლოვებით 20.000 $ გახლდათ. Grid Compass 1100 - გამოყენებული იყო NASA - ს და სამხედროების მიერ.

პირველად ე.წ თაჩპედი (TouchPad) გააჩნდა 1983 წელს გამოშვებულ Gavilan SC -ს.

ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე თუ როგორ გაეზარდათ ბატარიის სიცოცხლისუნარიანობა. 1990 წელს გამოვიდა Intel - მა წარადგინა პროცესორი i386SL , რომელიც იყენებდა მინიმალურ ენერგიას მუშაობისათვის. ამის შემდეგ შეიქმნა ‘კონტროლერი’ პროცესორებისთვის : Intel - SpeedStep ; AMD – PowerNow! .

პროცესორის მაღალი სიხშირე მომხმარებელს უკეთეს შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ ამავე დროს იყენებს ბევრ ენერგიას. ამიტომ მათ შექმნეს ტექნოლოგია რომელიც აკონტროლებს პროცესორის სიხშირეს (სიჩქარეს) და ძაბვას . იგი საჭიროებისამებრ აუწევს ან დაუწევს პროცესორის სიხშირეს და მის ძაბვას. პროცესორი კი დაბალს სიხშირეზე და დაბალ ძაბვაზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ვიდრე მაღალზე. ახლანდელ ლეპტოპებს ეს პრობლემა აღარ გააჩნიათ, რადგან არის ფუნქცია Power Saving Mode, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს ენერგიის მოხმარება არამარტო პროცესორებზე არამედ ლეპტოპის ყველა ნაწილზე.

1988 წლიდან აქტიურად დაიწყო ფერადი ეკრანების გამოყენება ლეპტოპებში , პირველი ლეპტოპი რომელმაც ფერადი ეკრანი მიიღო იყო, Compaq SLT/286. ამის შემდეგ იზრდებოდა ლეპტოპის ეკრანის ზომები და 2003 წელს არ წარმოადგინეს ლეპტოპი 17 ინჩანი (43 სმ) - იანი ეკრანი. მყარი დისკების გამოყენება ლეპტოპებში 1980 წლიდან დაიწყო რომლის ზომა 3.5 ინჩი (9სმ) იყო. 1990 წელს კი მყარი დისკი ლეპტოპისათვის მათ 2.5 ინჩი (6სმ) გახადეს. ამის შემდეგ კი დაიწყო დისკ წამკითხველების / ჩამწერების დაყენება ლეპტოპებში

კლასიფიკაცია

  • სრული ზომის ლეპტოპი : ლეპტოპი რომელსაც გააჩნდა "სრულმასშტაბიანი" კლავიატურა. (მინიმუმ QWERTY ). პირველი ლეპტოპები იყო (8.5 X 11 ინჩზე. ) ხოლო შემდეგ შემოვიდა სტანდარტი , A4 - ზომა (11.7 ინჩი)
  • Netbook : უფრო პატარა, მსუბუქი და პორტატული ვიდრე ლეპტოპი. ასევე ის უ ფრო იაფია სტანდარტულ ლეპტოპზე და იყენებს ნაკლებ ენერგიას. აქვს უფრო პატარა კლავიატურა , რაც ზოგიერთისთვის შეიძლება პრბოლემატური იყოს. ნეთბუქების უმრავლესობას დისკ ჩამწერი არ აქვს ინტეგრირებული. მაგრამ თუ თქვენ გჭრდებათ არსებობს USB დისკ ჩამწერებიც.
  • ultra-mobile PC – (UMPC) არის პატარა კომპიუტერი , რომელსაც გააჩნია სენსორული ეკრანი. პირველად გამოუშვა Sony - მ 2004 წელს Vaio U სერა. მათი ეკრანის ზომაა : 12.7 - 17.8 სმ (იზომება დიაგონალურად) /
  • Rugged : არის ისეთი ლეპტოპი რომელის სპეციალურად არის იმისთვის შექმნილი რო გაუძლოს ექსტრემალურ პირობებს. ისინი ჩვოულებრივ ლეპტოპებზე უფრო ტევადი მძიმე, და ძვირია.
  • Ultrabook - ულტრაბუქები ჩვოულებერივ ლეპტოპებთან შედარებით უფრო მჩატე და თხელია. 2.1 სმ - ზე თხელი და 1.5 კგ ზე ნაკლები.
  • პერსონალური კომპიუტერის შემცვლელი : იგი გვაძლევს იმავე წარმადობას რასაც პერსონალური კომპიუტერი. როგორც წესი ასეთი ტიპის ლეპტოპები უფრო დიდები , მძიმე და არაპორტატულები არიან სტანადრტულზე. მათ აქვთ ძლიერი კომპონენტები და 15 დიუმიანი ან მეტი ეკრანი. 2000 იან წლებში, პერსონალური კომპიუტერები უფრო იაფი , ძლიერი და ადვილად გასაუმჯობესებელი იყო ვიდრე ლეპტოპები , მაგრამ შემდგომ წლებში ლეპტოპები გახდნენ უფრო ძლიერები და უფრო იაფები. ასეთ ლეპტოპებს ეძახიან : Media Center Laptops და Gaming Laptops

კომპონენტები :

ლეპტოპის კომპონენტები (ნაწილები) ანალოგიურია დესკტოოპისა, ოღნდ არიან უფრო მცირე ზომის და დაბალ ენერგო მოხმარებაზე გათვლილი. ლეპტოპის ნაწილები უფრო ძვირი და დაბალ წარმადობიანია ვიდრე პერსონალური კომპიუტერის იმავე ფასში.

  • პროცესორი (CPU) - ლეპტოპის პროცესორი სპეციალურად არის გათვლილი დაბალ ენერგომოხმარებაზე. მწარმოებლები ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება მძლავრი და გრილი პროცესორები, რადგან ხშირია შემთხვევები ლეპტოპის გადახურებისა. ზოგიერთი ლეპტოპი იყენებს პერსონალური კომპიუტერების პროცესორესბს. ასეთი ლეპტოპები გამოირჩევიან მაღალი წარმადობით, მაღალი ფასით , დაბალი ბატარიის სიცოცხლისუნარიანობით,და ხშირად აქვთ გადახურების პრობლემა. ზოგიერთ ლეპტოპში პროცესორი არის ‘ჩაკერებული’ და მისი ამოღება ან შეცვლა შეუძლებელია.

  • ოპერატიული მეხსიერება (RAM) - ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერება, პერსონალური კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაზე ორჯერ პატარაა. ახლანდელ ლეპტოპებს ოპერატიული მეხსიერაება შუაში უყენიათ რათა ადვილი იყოს მათი გამოცვლა ან უკეთესით შეცვლა. დღესდღეისობით ლეპტოპების უმრავლესობა, ქარხნიდანვე 3-4 გეგაბაიტი რამით გამოდის, მაგრამ არის უფრო დაბალ მეხსიერებიანიც რათა შეინარჩნონ დაბალი ფასი. ზოგიერთ ლეპტოპს აქვს იმის საშუალება რომ მისი ოპერატიული მეხსიერება გაზარდოს 32 გეგაბაიტამდე.
  • კვების ბლოკი : ლეპტოპები იყენებენ კვების ბლოკად მრავალჯერად (დატენვად) ბატარიებს. აქტიურად იყენებენ ლითიუმის, ლითიუმ პოლიმერის ბატარიებს. 100% დატვირთლი ბატარეა საშუალოდ უძლებს 4-5 საათს არასრული დატვირთვის პერიოდში.
  • ვიდეო კარტა : ლეპტოპების უმრავლესობას ინტეგრირებული ვიდეო კარტა აქვთ რათა დაზოგონ ენერგია. ხოლო ვისაც ინტეგრირებული ვიდეო კარტა არ აკმაყოფილებს, ასევე მრავლადაა ლეპტოპები რომელთაც გააჩნიათ უფრო ძლიერი ვიდეოკარტები რომლებიც დედაპლატაზე თავსდებიან, მაგრამ მათ თან მოსდევთ გადახურების პრობლემები.

  • ეკრანი : ახლანდელი ლეპტოპები იყენებენ ატიურ მატრიცაზე მომუშავე CCFL ან LED ეკრანებს, მინიმუმ 13 ინჩიანებს (33სმ ). LED ეკრანს ჭირდება ნაკლები ენერგომოხმარება და გვთავაზობს მაღალი სიკაშკაშეს.
  • CD/DVD : ლეპტოპების უმრავლესობა აღჭურვილია CD/DVD წამკითხველით, მაგრამ ისინინ ნელ-ნელა გადადიან მოხმარებიდან რადგან ახლად შემოსული Blu-ray აქტიურად იკავებს ბაზარს.

  • მყარი დისკი : ლეპტოპის მყარი დისკები პერსონალური კომპიუტერის მყარ დისკებზე თითქმის ორჯერ პატარა და თხელია. ნელ -ნელა მყარი დისკებიც კარგავენ აქტუალურობას და მის შემცვლელად მათზე ბევრად სწრაფი SSD (Solid State Drive) გვევლინება.
  • მაუსი : ლეპტოპები იყენებენ თაჩპედს ისრის გადასაადგილებლად, მაგრამ ასევე არის შესაძლებელი მაუსის დაყენება იმ შემთხვევაში თუ მაქ აქვს USB ან PS/2 პორტი.
  • პორტები : რამდენიმე USB პორტი, VGA , DVI , Mini-Displayport ან HDMI პორტი, Audio და ინტერნეტ პორტები.
  • გაგრილების სისტემა : ლეპტოპებში ნაწილები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ძალიან პატარა სივრცეში არის მოთავსებული, ამიტომ ხშირია მათი გადახურების ფაქტები. ადგილის სიმცირის გამო ვერ ხდები მათი წესიერი გაგრილება. ლეპტოპის წესიერი გაგრილებისთვის არსებობს ე.წ Cooling Pad - ბი, რაც არც თუ ისე ძვირი ღირს. მოვათავსებთ ლეპტოპს Cooling Pad - ზე და მასზე არსებული ფენი დაიწყებს მის გაგრილებას.

უპირატესობები

ლეპტოპის მთავარი უპირატესობა პორტაბელურობაა. ის შეგიძლიათ წაიღოთ ნებისიმიერ ადგილას სადაც მოგესურვებათ. ასევე მისი უპირატესობებია : ზომა, დაბალი ენერგომოხმარება , ჩუმი , ბატარიის ქონა.

უარყოფითი მხარეები

პირველ რიგში თქვენ იგივე ფასში რასაც ლეპტოპში მისცემთ იყიდით მასზე ძლიერ პერსონალურ კომპიუტერს. ასევე პრობლემებია გადახურებასთან დაკავშირებით, რომელიც ზევით ავღნიშნე და მათი მოგვარების გზაც დავწერე. ასევე მისი გაუმჯობესება / შეკეთება უფრო ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე პერსონალურ კომპიუტერზე.

© Overclockers.ge Lomsa

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.