Jump to content

ელექტრო სალესის დამზადება საკუთარი ხელებით


Recommended Posts

გაგიმარჯოთ!

მოდინგის მოყვარულებს ყველას გვჭირდება "ტაჩილა" ,რისი ფართო არჩევანიცაა,თუმცა,ნორმალური ტაჩილა რომ იყიდოთ,არანაკლებ 100 ლარი გინდათ.

პრინციპი მუშობის მარტივია და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს,რაც დაგვჭირდება,მონდომება და დეტალებია.

ეს ტაჩილა მე დამიჯდა 20 ლარი,ამ ფასად კი ვერაფერს იშოვით,60 ლარიანი ტაჩილებზე ხარისხით ეს გაცილებით უკეთესია.

როგორ შევარჩიოთ ძრავი და რამდენ ვატიანი გვინდა:

პატარა სალესი მოხერხებულია ჩემთვის,დეტალების ზუსტად დასამუშავებლად,დანების ,სვერლოს გასალესად და სხვა,თუ თქვენც მსგავსი ტაჩილა გნებავთ ,დაგჭირდებათ :ძრავი გვინდა 100 ვატიანი ,ალუმინის დახურული გარეკანით,ბრუნი/წთ 1500,ან 2800,რომელიც შეგხვდებათ,ორივე წავა,ჩემი 1500ბრუნიანია.

ახლა ამაზე ქვა მესამედია დარჩნილი,ახალი ქვა,გაცილებით უკეთ გამოიყურება

dafvzdcfhsf.jpg

dafvzdcfhsfs.jpg

ამ ტაჩილაზე დგება ბალგარკის ქვები,რაც კაი ხანს ძლებს,საკმაოდ.

ჩვეულებრივი სალესი ქვები კი რაც იყიდება,არის ცუდი ხარისხის,ძალიან,იფშვნება,არათუ ცვდება ქვა.

ძრავი დამიჯდა 8 ლარი

ბალგარკის ქვას აქვს ბევრი პლიუსი:

1)დიდხანს გყოფნით,იაფია კარგი ხარისხის ქვა(bosch -ის 115-იანი 3,5 ლარია,rqdex-იმავე ხარისხის-2,5 ლარი)

2)არაა იმის საშიშროება,რომ ეს ქვა დაიფშვნება,რადგან 11000 ბრუნი/წმ-ს უძლებს,აქ კი 1500 ია.

3)იოლად იშოვება ბალგარკის ქვები,ვიდრე სალესი პატარა ქვები.

ღერძი,რაზეც ქვა დგება:

ღერძის გაჩარხვა ხარატთან იმაზე ძვირი ჯდება,ვიდრე მზას ყიდვა,ამისთვის გვინდა გაფუჭებული დიდი ბალგარკის ღერძი

79511505_1_644x461_moschnaya_ushm_bolgarka_230_k.jpg

ასეთ დიდ ბალგარკებს აქვს ეგ ღრძი,დაშლილები სავსეა,ძერძი კი პრაქტიკულად არ ცვდება და არაა იმდენად გაყიდვადი,შესაბამისად იაფია.

ეს ღერძი 3 ლარი დამიჯდა,შაიბები ორივე კიდევ 3 ლარი(ამ შიბებით ქვა მაგრდება)

სულ 6 ლარის სიამოვნება

dafvzdcfhsfsdfg.jpg

ამ ღერძს მოვახერხავთ ,ან ხარატს მივუტანთ და მოაჭრის.

ttrt.png

დარჩენილი ნაწილი ,რეზბიანი გვჭირდება.

ხარატთან მიგვაქვს და ვახვრეტინებთ ძრავის ღერძის შესაბამის ზომაზე,ჩემი ტაჩილის ღერძი 10მმ-იყო,შესაბამისად ესეც 10 მმ-ზე ჩავახვრეტინე,გაითვალისწინეთ სიღრმე,თუ რამდენზე უნდა ჩაიხვრიტოს,ნამატით არ ჩაახვრეტინოთ ხარატს,ზუსტად ზომა.

წითლად მოხაზული ღერძის მოჭრიანად 5 ლარი დამიჯდა.

რეზბის მოსაჭრელი ხელსაწყოები,დრელი თუ გაქვთ,ქვემოთ მოყვანილს თვენც იზამთ სახლში,თუ არა,ხარატი და ეგაა.

ttrt.png

ისრით მონიშნულის ადგილას,სადაც წითელი მართკუთხედია,ვხვრეტთ და ვჭრით რეზბას,ეს იმიტომ,რომ ღერძზე თუ არ მოვჭრით რეზბას,იგი მოვარდება ბრუნვისას . რეზბა მე მოვჭერი m5.

ასე გამოიყურება:

dafvzdcfhsfsdfgagf.jpg

ჩავთვალოთ,რომ ღერძი უკვე გავაკეთეთ და დავამაგრეთ.

ძრავი უნდა ჩავრთოთ ახლა და ბრუნი მივუთითოთ

ჯერ ვარკვევთ იმას,თუ საიდან ეჭირება რეზბა ქვის დასამაგრებლად და ვაკეთებთ შემდეგნაირად როცა მარჯვენამხრივია რეაბა,მარცხენამხრივზე პირიქით(იხ. სურათი).

მთავარი მომენტია აქ ის,რომ ძრავის ბრუნვისას ქვა გაიკას უნდა უჭერდეს.

sghhhhhhhhhhhhhhhh.png

ძრავის ჩაერთებისთვის გვინდა კონდენსატორი,მე მქონდა ჩემ მარაგში :D და არ დამჭირდა ყიდვა ,ისე მგონი 1-2 ლარი ღირდეს.

კონდენსატორი ძრავის "დასაქოქად" გვინდა ცვალებადი დენის,4 მიკროფარადის ტევადობის 100 ვატზე თუ ასე ჩააერთებთ,როგორც სურათზეა,ვოლტაჟი კი 400-ის ქვემოთ არ უნდა იყოს,რადგან დაბალ ვოლტიანს გახეთქვა ახასიათებს.

gggggggggggggggggggg.png

ისარით მონიშნული კონდენსატორის სადენის ცვლილებით შეგვიძლია ბრუნვის მიმართულების ცვლილება,თუ ისრით მონიშნული წვერი s2-ზეა დამაგრებული და გრუნავს სიტყვაზე მარჯვნივ,თუ ამ წვერს გადავიტანთ s1-ზე,დაბრუნდება საპირისპირო მხარეს.

კონდენსატორი არასდროს ჩახსნათ ძრავიდან როცა მუშაობს ისე,რადგან არ განიმუხტება და პოლუსებზე ხელის შეხებისას დენს დაგარტყამთ.

თუ კონდენსატორს მეტი ტევადობისას ჩააერთებთ,ძრავი მალე გახურდება,ამიტომ,ნომინალურად უნდა შევურჩიოთ.

ჩავთვალოთ რომ ძრავი უკვე ჩავაერთეთ ,ბრუნიც გავარკვიეთ,ღერძიც დავაყენეთ,თითქმის ტაჩილა გამოგვივიდა.ახლა ძირი გვინდა,რასაც უკვე არაფერი უნდა .

ჩემს ტაჩილაზეც ხის ძირი მქონდა დროებით,მერე უკვე რკინისგან გავაკეთე დანარჩნები.

ჩამრთველი გამოიყურება ასე,თქვენც მასევე გირჩევთ ,მოხერხებულია და შესახედაობასაც აძლევს :D

dafvzdcfhsfsdfgagfsdf.jpg

ქვემოდან გამოიყურება ასე:

dafvzdcfhsfsdfgagfsdfsf.jpg

უკნიდან გამოიყურება ასე:

+18

dafvzdcfhsfsdfgagfsdfsfsdf.jpg

:D

ქვემოთ ძალიან მოსახერხებელია დასადები დეტალის,რომელსაც ლესავთ,ამის დამზადებაზე მე კაი 3 საათი დამჭირდა,თუმცა ღირდა შრომად.

გაითვალისწინეთ:

თუ არ გეხერხებათ ხელი არ მოკიდოთ,დენთან შეხება თუ არ გქონიათ,არც გირჩევთ,ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი,გადაამოწმეთ ნებისმიერი მასალა მოყვანილი და მერე გააკეთეთ ,ან გაიარეთ კონსულტაცია ,ან სხვას გააკეთებინეთ თუ არ გეხერხებათ.

ძრავი,რომელიც მეტალის კორპუსითაა,საჭიროებს დამიწებას.

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

საღოლ ნიკუშ !

:thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup:

პ.ს ერთი მითხარით ამ კაცს რისი გაკეთება არ შეუძლია რა :D (უფრო მარტივი სათქმელია ) :D

Link to comment
Share on other sites

და ნიკა სადგამი რისგან დაამზადე ?

რკინის ლისტი 2მმ-იანი დავჭერი და შევადუღე ბექა.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.