Jump to content

ამბავი ერთი ოვერქლოქისა


Recommended Posts

დიდი ხანია რაც მინდოდა რამე ექსტრემალურისთვის მიმეღწია. როგორც მსოფლიო რეიტინგიდან ჩანს ყველაზე ოვერქლოქერული მაზერი Asus Commado არის და პროცესორი ინტელის Cedar Mill პროცესორები, განსაკუთრებით Celeron D347. გადავწყვტე ამ ორი კომპონეტის შეძენა, ოპერატიულები კი მქონდა. მთლად ექსტრემალურისთვის აზოტი ძვირი იყო ჩემი ჯიბისთვის თან მერე ვერ გამოვიყენებდი, ასევე კარგი წყალიც შედარებით ძვირია და ახლანდელ კეისში და ჩემს კომპიტერულ ავეჯში ვერ გამოვიყენებდი მომავალში, ამიტომ შევჩერდი თერმალრაითის ულტრა 120 იქსტრიმზე, თან ნოქტუას 2 ცალი P12-ც უკვე მქონდა.

კიევში ყოფნისას ვისაც კი პრაისში ჰქონდა კომანდო, ყველას დავურეკე, მაგრამ არავის არ ჰქონდა რეალურად :(

იმ პერიოდში ნიუეგზე იყო 200$-ად მაგრამ ძვირი გამომდიოდა ჩამოტანა და ცოტა დამიცხრა ვნებათაღელვა.

ეს აზრი მაინც მიტრიალებდა, მაგრამ არ ჩანდა კომანდო იაფად.

ინტელის ჩიპსეტზე SLI-ის გაკეთებით დაინტერესებამ, მიმაგნებინა იქსტრიმსისტემზე Big_Sam-ის მოდიფიცირებული დრაივერებისთვის. შევხედე რა მაზერებზე მიდიოდა და ეს Abit AW9D-MAX ძალიან მომეწონა და ვკითხე რუდოლფს, ხომ არ უცდია თავის მაზერზე SLI-ს გაკეთება და ისეთი პასუხი მივიღე, რომ გადავწყვიტე რაც არ უნდა დამჯდომოდა, ზომიერების ფარგლებში :) , დამემტკიცებინა რომ SLI მუშაობს Abit AW9D-MAX-ზე.ეს მაზერიც თავის ასაკის გამო საკმაოდ დეფიციტი აღმოჩნდა. მაზერბოარდპრო-ზე იყო, მაგრამ 217$ ღირდა, რაც ძალიან ძვირი მეჩვენა.

ცოტაოდენი ძებნის შემდეგ ერთ უცნობ საიტზე მივაგენი ამ მაზერს 100$-ად, მაგრამ ქართულ ბარათებს არც ის იღებდა. ამიტომ დავუკავშირდი "ბარამს" და შევუკვეთე ამ მაზერის ყიდვა. 110$ ღირდა მათ ოფისამდე მიტანით + 20% მათი მომსახურება და + ტრანსპორტირება საქართველომდე, საერთო ჯამში 240 ლარი შეადგინა. ამაზე უკვე ვიყავი წამსვლელი და შევუკვეთე. მაგრამ შარო საიდან მოდიხარო, ვერაფრით ვერ ყიდულობდა, საიტი გაუმართავივით იყო. რამე "ფეიკი" არ იყოს-თქო და სხვა, ცნობილ საიტზე Abit IP35Pro XE შევუკვეთე. ვითომ უკვე ეს იყო ნაყიდი და აქ ფორუმზე ვიკითხე Celeron D347-ის და P35 ჩიპსეტის თავსებადობაზე. თუ არა და P4 641 ავიღებდი, ორივე იყო იმ დროს იუნიტექში.

ბოლოს კი აღმოჩნდა რომ "ბარამმა" შეძლო Abit AW9D-MAX-ის ყიდვა :) თერმალრაითი ულტრა 120 იქსტრიმიც შევუკვეთე და დავრეკე იუნიტექში. აღარ იყო Celeron D347 და აღარც P4 641 :(

მივდექი, მოვდექი თბილისის მაღაზიებში, პრაისებში არავის ჰქონდათ.

ბოლოს "ულტრა"-ს საიტზე წავაწყდი Celeron D346-ს, D347-ის სიხშირით, მაგრამ პატარა კეშით. დავრეკე და ნამდვილი D347 აღმოჩნდა, მაგრამ მათმა ავლაბრის ოფისმა, ცალკე არ ვყიდითო, ყბა ჩამომვარდა :) საბურთალოს ოფისში დავრეკე და იქ არ შეიქმნა პრობლემა, მივედი და ვიყიდე D347 68 ლარად, D0 რევიზია, რომელიც C1 რევიზიასთან ერთად მსოფლიო რეიტინგის სათავეში არიან.

ჩემმა მეგობარმა ჩაანაცვლა თავის 2X6600GT ახალი 2X8800GT-ით და 6000-იანი სერიის ვიდეო დაფებიც გამოჩნდა SLI-ის ექსპერიმენტისთვის. კვების ბლოკიც გამოცვალა, 520-ანმა თერმალტეიკმა ვერ გაქაჩა 8800GT-ის SLI და 750 თერმალტეიკი აიღო და ეს კვების ბლოკიც ექსპერიმენტის კომპონენტად იქცა.

ჩამოვიდა "ბარამის" გზავნილები და მეც მივიღე ჩემი ტექნიკა.

ყველაფერი მზად იყო ექსპერიმენტისათვის. მაშ ასე, ექსპერიმენტის მთავარი გმირები:

დედალატა:

Abit AW9D-MAX

http://www.abit.com.tw/page/en/motherboard...p;fMTYPE=LGA775

b9d2c8787fc3.jpg

პროცესორი:

Celeron D347

http://www.cpu-world.com/CPUs/Celeron_D/In...X80552347).html

8c9f3dda20f0.jpg

ოპერატიული მეხსიერება:

2Gb Team Xtreem CL5 DDR2 PC2-8000

http://www.anandtech.com/printarticle.aspx?i=2853

7f3c3997222d.jpg

თერმოპასტა:

Coollaboratory Liquid Pro

http://www.coollaboratory.com/en/product_pro.shtml

თუმცა ამას, პასტას ვერ დავარქმევთ, თხევადი მეტალია.

085179529249.jpg

პროცესორის რადიატორი:

Thermalright Ultra-120 eXtreme

http://www.thermalright.com/new_a_page/pro...W50aHVzaWFzdA==

e9513cdef435.jpg

რადიატორის ვენტილატორი:

Noctua NF-P12

http://www.noctua.at/main.php?show=product...d=12&lng=en

d3c01392d47b.jpg

კვების ბლოკი:

Thermaltake 520 watt

HDD 120GB IDE, DVD, Floppy

მაშ ასე, ყველა კომპონენტი ხელთ მაქვს, მაგრამ აი დრო არ მაქვს, დღისით სამსახურში არ მცალია და საღამოთი სახლში მით უმეტეს. ველოდები შაბათ-კვირას. მაგრამ აი დროც გამოჩნდა, სამსახურში პარასკევს შუაღამიდან დილამდე ვაკეთებთ სერვერული ოთახის გადართვას ახალ უწყვეტი კვების სისტემაზე და სანამ ელექტრიკოსები იმუშავებენ, 2-3 საათი მაქვს.

მაშ ასე, ჯერ ისევ პარასკევი, 23:30. დავიწყეთ(მთელი განყოფილება "მბალეშიკობს") დიადი მიზანი: 6 Ghz :)

დავიტანე თითო წვეთი liquid pro პროცესორზე და რადიატორზე.

0387b714fc80.jpg

ცოტა მეტი საწვალებელია, ვიდრე თერმოპასტა, მაგრამ ღირს.

39f17911b381.jpg

ყველაზე კარგ თერმოპასტებს Arctic Cooling MX-2 და Seven Carat Diamod-ს 2-3 გრადუსს უგებს, სხვა თერმოინტერფესებზე არაა საუბარი.

პროცესორი უკვე სოკეტშია, "ბექპლეიტი" მაზერის ქვემოთ და აი რადიატორის მოთავსდა პროცესორზე და დამაგრდა. რადიატორზე ერთი ვენტილატორი სტანდარტული სამგრით, ხოლო მეორე "სკრეპებით" მივამაგრეთ. ოპერტიულები, ჯერჯერობით ერთი ვიდეოპლატა, HDD, DVD. მოკლედ აიწყო სტენდი. ერთადერთი პრობლემა, რამაც ალბათ იქონია საბოლოო შედეგზე მნიშვნელობა, მაზერს ჰქონდა 8 პინიანი დამატებით კვება, ჩვენს კვების ბლოკს კი 4 პინიანი.

დავაყენეთ სისტემა 32-ბიტიანი Windows XP. ჩავდგი მეორე ვიდეოპლატა, მაზერს მოყოლილი კროსის ბრიჯით, დავანსტალირე მოდიფიცირებული დრაივერი და სისტემის გადატვირთვის შემდეგ ნვიდიას დრაივერმა მახარა რომ მეორე ვიდეოც გაქვს და SLI გააკეთეო, მეც არ დავაყოვნე და ჩავრთე SLI რეჟიმი. კიდევ გადატვირთვა და სისტემა მუშაობს SLI-ში. ლაითი რაზგონი 4Ghz და 3DMark 06-ის ტესტი წარმატებით გაიარა და 3.6 ქულა ქართულ გუნდს hwbot-ზე.

4fc4d87970dd.jpg

ერთი მიზანი მიღწეულია: 975X-ზე მუშაობს SLI და დოკუმენტარულადაც დადასტურებულია.

6c5e9ff6a2dc.jpg

ჯერჯერობით არის დრო, ელექტრიკოსებს ჯერ არ დაუმთავრებიათ თავიანთი საქმე. გადავედით პროცესორის ოვერქლოქზე.

ვინც არ იცის, ინფორმაციისათვის აბიტის ჰაი-ენდ მაზერებზე ოვერქლოქს და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს µGuru ჩიპი

8217f62c619d.jpg

შესაბამისი მენიუს პუნქტით ბიოსში.

ლაითი+ რაზგონი, ცოტათი მომატებული ძაბვა პროცზე და 200 FSB და 4.6Ghz. მეტზე უკვე აღარც ძაბვის მომატება შველის. სავარაუდოდ ბიოსია განსაახლებელი და ამასობაში ჩვენი მუშაობის დროც დადგა ოფისში, ავწიეთ სერვერები და დილის 4 საათზე დავიშალეთ.

შაბათს დღისით მეძინა :) კვირას ვერ მოვიცალე.

დადგა ორშაბათი. ახალი ბიოსით(E8400-ის მხარდაჭერა აქვს!!!) და "ფლოპი დრაივით" შეიარაღებული მივადექი დედაპლატას :)

ბიოსის დაფლეშვამ წარმატებით ჩაიარა. 1333-იანი სალტე გამოჩნდა მხარდაჭარაში და DDR-800.

დამხმარე ძალად მოწვეულ იქნა ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ალექსეი(ლიოშა). ამოღებულ იქნა ერთი DDR2 პლატა და ტესტირება გაგრძელდა "სინგლ ჩენელში".

3-5 სტეპინგით და ძაბვების მომატებით FSB ავიდა 220-ზე, მიღებულია 5060Mhz

eb5c1806a957.jpg

ახალი რეკორდი სახეზეა, ვალიდაცია გაკეთდა, მაგრამ საიტზე დადებას არ ვჩქარობ, უფრო მეტი "ატრივი" მინდა, მაგრამ 220-ზე მეტით აღარ მიდის ოპერაციულის ჩატვირთვა.

დასახმარებლად ვუხმეთ სოფტს, 220-ით ჩატვირთულ ვინდოუსში $#^#(|ადეთ FSB-ს მომატებას. ოვერქლოქერებში პოპულარული setfsb ვერ დაგვეხმარა, არ ჰქონდა ჩემი მაზერის მხარდაჭერა, ამიტომ ისევ Abit-ს საფირმო µGuru უტილიტას მივადექით. ცოტათი ავწიეთ, 223 FSb

b02755c196cc.jpg

225

8aa10eef7f1d.jpg

და 5173 მეგაჰერცი სახეზეა, უკვე სოლიდური განსხვავებაა, ვალიდაცია და ფორუმზე განთავსდა ინფოც და ფოტომასალაც.

878190268a2e.jpg

b30c2b0274a7.jpg

076b9e86f475.jpg

ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ისევ მივადექი სტენდს, რადგან რეკორდის მოხსნა არ იყო საბოლოო მიზანი. 6Ghz-ს ვუმიზნებთ.

ვინდოუსიდან მეტი ძაბვის მომატება არ შველის, "რესტარტზე" მიდის. ამიტომ მოვიფიქრე ასეთ სინთეზი: ბიოსში ვაყენებ მაღალ ძაბვას, FSB-ს 220 და ვინდოუსის ჩატვირთვის შემდეგ, µGuru უტილიტიდან ვუმატებ FSB-ს. მიღწეულია 230 FSB, 5296Mhz

6215b4d208ca.jpg

გაკეთებულია ვალიდაცია.

მაინც ვერ ვისვენებ, ბოლოსწინა დაშვებული ვოლტაჟი ბიოსიდან პროცესორზე 1.685 ვოლტი და არის 233 FSB, 5365Mhz. ვალიდაცია და განთავსება საიტზე და Hwbot-ზე. 2.3 ქულა ჩვენს გუნდს.

235 FSB არაფრით აღარ დაიდო. კვების 8-პინიანის 4-პინიანით ჩართვას დაბრალდა ყველაფერი :)

ტესტირება დამთავრებულია. ველოდებით შესაბამის კვებას და მიზანი უცვლელია: 6GHZ!!!

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კაი თემა იყო... საღოლ იაგო შენ :D:D ცოტა თვალები კი მეტკინა ამის კითხვით :D, მაგრამ არაუშავს... ისე "თემფრიჩა" :D რამდენზეა მაგის სქრინები არ გაქვს?? :xelitavi: :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

აუ საღოლ ტო მაგარია!

ეჰ.. მეც მინდა ეგრე მარა სადაა. რამე რო დავწვა ან ეგეთი რამე (რა იცი რა ხდება) ოჯახშI პრობლემები იქნება დ ა.. :D თOრე მეც კი მინდა და მიზნად მაქ 5 ghz ს დადება 7500 ზე მარა სადაა :შ ვოლტს ვერ უწევ მაღლა 1.45 ზე მეტს არ ადის :D ჩემი რეკორდია 4.18 ghz :D მაინც კაია მგონი არა? :D ვალიდაციაც გავატარე მარა ჩEმი ფეხები :D

p5q SE მაქ და ვეღარ ვიტან:D აღარ მაძლევინებს მეტტ ვოლს თორე 4.5 ზე უეჭველი აიდოდი :შ თU იციდ დამეხმარეთ რა.. ":შ

Link to comment
Share on other sites

ეჰ lomsa მეც ეგ პრობლემა მაქვს, ვოლტებს საერთოდ ვერ ვუმატებ..... :(

Link to comment
Share on other sites

2 წელზე მეტი ხნის წინანდელი თემაა :) მაშინ აზოტის გემო არ ვიცოდით :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მოიცა ეხლა ეს ორი წლის წინანდელი თემაა?

ნამდვილად :) როცა თემები გადმოგვქონდა მოდერებს, თავისთავად ახალ ფორუმში შექმნის თარიღი ეწერებოდა და არა აქტუალური, როგორიც იყო ძველ ფორუმზე.

წლევანდელი შედეგი ეს არის:

Link to comment
Share on other sites

Coollaboratory Liquid Pro

http://www.coollabor...oduct_pro.shtml

თუმცა ამას, პასტას ვერ დავარქმევთ, თხევადი მეტალია. <<<<<<<<<<<<<<<<<<<<< კაცურად მითხარით ეს პასტა რა ღირს და რა პლიუსები და მინუსები აქვს? :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

Coollaboratory Liquid Pro

http://www.coollabor...oduct_pro.shtml

თუმცა ამას, პასტას ვერ დავარქმევთ, თხევადი მეტალია. <<<<<<<<<<<<<<<<<<<<< კაცურად მითხარით ეს პასტა რა ღირს და რა პლიუსები და მინუსები აქვს? :rolleyes:

ეგ "პასტა" თითქმის აღარ "იშოვება", ვანოს ჰქონდა ბოლოს გასაყიდად და კიდევ აქვს თუ არა, არ ვიცი.

+ები:

დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო თერმოინტერფეისი. სხვა + მემგონი არ არის საჭირო :)

-ები:

ცოტა რთული წასასმელია და უფრო რთული მოსაშორებელი. ალუმინისძირიან "ქულერებთან" გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ამ ინტერფეისს ისეთი ფასი ჰქონდა, მუგენზე და ულტრაზე თუ გამოიყენებდა იმ დროს მყიდველი.

ასევე შეიძლება პროცესორის "ზედაპირიდან" მოშორების დროს წაიშალოს ნაწერები და შემდეგ პროცესორის გაყიდვის შემთხვევაში პრენტენზიულმა მყიდველმა "იბუინოს" :)

Link to comment
Share on other sites

ხო გასაგებია ზნაჩიტ ბოქს ქულერზე არ გამომადგება... და რამე ნორმალური პასტა შეუძლია ვინმემ მირჩიოს? ესე 20 ლარის ფარგლებში

Link to comment
Share on other sites

ხო გასაგებია ზნაჩიტ ბოქს ქულერზე არ გამომადგება... და რამე ნორმალური პასტა შეუძლია ვინმემ მირჩიოს? ესე 20 ლარის ფარგლებში

ეგ უკვე აქ:

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/37-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

გახსენი თემა და მანდ გავაგრძელოთ, ეს თემა რომ არ გაოფდეს.

Link to comment
Share on other sites

საღოლ :thumbsup:

და ვიდეო ხომ არ გადაგიღია. საინტერესოა ესეთი რამეების გადაღება, ბევრ მომხმარებელს გამოადგება. თუნდაც ინტერესის ამბავში, მაგარი იქნება. :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საინტერესეო რამე იყო :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.