STI-228 Posted August 12, 2018 Author Share Posted August 12, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted August 20, 2018 Author Share Posted August 20, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted August 22, 2018 Author Share Posted August 22, 2018 პირველი პოსტი აქაც დაზიანდა და ძველი ინფორმაცია გადმოდის აქ. პირველ პოსტს განვაახლებ Thrustmaster T500 RS ძალიან დიდი ხნის განმავლობაში Logitech და Gran Turismo ერთად ფუნქციონირებდნენ. მათ ერთმანეთთან ისეთი მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, როგორც რეზინას და ასფალტს, როგორც ბოჩკოვან ნახშირბადს და diflektor - ს, როგორც მრბოლერს და მის ( Nomex ) - ის შარვალს. ეს ორივე კომპანია იყო ერთად, მაგრამ GT5 - ის გამოსვლისას მოვიდა Logitech კომპანიასთან განცალკევების დრო. Thrustmaster - ი მთელს მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, თავისი მაღალი დონის ჯოსიტიკების გამოშვებით, რომელიც თვითმფრინავების სამართავად მზადდება. სწორედ ამ კომპანიამ, რომელიც არქმევდა ჯოისტიკებს სასაცილო სახელებს, მოვიდა და იყიდა ლიცენზია. რატომ ? რადგან გამოეშვა მაღალი ხარისხის მქონე საჭე T500 RS - ი, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ ამოშალოს ( დავიწყებას მისცეს ) ყველანაირი კვალი და მოგეონებები ( სათამაშო ) პლასტმასის საჭის კომპანიების. რომლებიც ადრე ლიდერობდა და გამოდიოდა ბაზარზე გასაყიდად ფართო პუბლიკისთვის. როგორი კარგი გამოდგა Thrustmaster - ის საჭე და ღირს მასში 599$ გადახდა ? ამ და სხვა მრავალ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ ქვემოთ. პირველი შეხედულება : თქვენ შეგიძლიათ არ ამოიღოთ ყუთიდან T500 RS - ის საჭე და პედლები, რადგან დაინახოთ და მიხვდეთ, რომ თქვენს წინაშე არის ძალიან სერიოზული მოწყობილობა. წონა, რომელიც მითითებულია ყუთის გვერდზე, შეადგენს 18 კგ. თან აუცილებლად უნდა მოყვებოდეს შესაძლებელი დაზიანების გაფრთხილება. ვხსნით ყუთს და ინტერესით ვიყურებით მასში. ამის შემდეგ კი ვხვდებით, თუ რატომ აქვს ამ ყველაფერს ერთად ესთი დიდი წონა. პედლების ძირითადი ნაწილი დაფარულია გაპრიალებული ფოლადით, H - Shifter - ი დაფარულია მეტალით. საჭის თითქმის ყველა დეტალი დაფარულია ამგვარად, გარდა სადენებიასა. თვითონ საჭე არ არის ლითონისგან დამზადებული - რაც კარგია, იმიტომ, რომ ეს საჭის მაგიდაზე დამონტაჟების პროცესს უფრო გაართულებს. მაშინაც კი, როდესაც საქმე გვავს პლასტმასის კორპუსთან, მისი დამონტჟებაც არაა მარტივი პროცესი. საჭის გარე დიამეტრი შეადგენს 13 inches ( დიუმს ), რაც ბევრად უფრო მეტია ვიდრე Logitech G27 ან Fanatec GT2 - ის საჭეების. საკმარისია იმის თქმაც, რომ აქ ყველაფერი დიდი ზომისაა. მხოლოდ კვების ბლოკი, თითქმის ისეთივე დიდია, როგორც ახალი Xbox 360- ების, რომლებსაც საშინლად აღიქვამენ მფლობელები, როდესაც იღებენ მათ ყუთიდან. საჭის კავშირი, ცოტა უფრო უკეთესია, ვიდრე ზემოთ მოხსენებულ ორ მოდელს აქვს. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ - ჯერობით არ არსებობს ცალკეული H - ტიპის გადაცემათა კოლოფი. კომპლექტში, თქვენ მხოლოდ მიიღებთ დიდ ქრომირებულ გადამრთველებს, რომლებიც მდებარეობენ საჭის უკანა მხარეს. ისინი მიმაგრებულია საჭის კორპუსზე და არა საჭეზე. ისინი მუდმივად მდებარეობენ საკუთარ ადგილზე და არ არიან დამოკიდებულნი საჭის მობრუნებაზე. ესეიგი, რაც შეეხება კაბელებს : ჩვენ გვაქვს კაბელი, რომელიც მიდის პედლებიდან საჭესთან, შემდეგი კაბელი უერთდება დენის წყაროს. რა თქმა უნდა არის USB კაბელი, რომელიც მოდის საჭიდან. ამის შემდეგ ის უპრობლემოდ უერთდება PC ან PS3 - ს. საჭე თავსებადია მხოლოდ იმ ორ მოწყობილობებთან, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. თუ თქვენ გინდათ, რომ ის გმოიყენოთ PS3 - თვის, მაშინ ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ უკანასკნელი განახლება Sony - გან. მიუხედავად ამისა, საჭეს მაინც გააჩნია შეზღუდული თავსებადობა კომპიუტერულ თამაშებთან. ბუნებრივია Gran Turismo 5 შესულია თავსებადობის სიაში, ისევე როგორც ახალი გამოსული Dirt 3 - ი. თუმცა საჭე იმუშავებს თითქმის ნებისმიერ PS3 - ის თამაშზე, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე უკუკავშირის ( feedback ) გარეშე. PC ( პერსონალურ კომპიუტერზე ) თქვენ უნდა დააყენოთ ახალი დრაივერები, რომლებიც, საბედნიეროდ მეტნაკლებად თავსებადია ყველა თამაშზე. დაყენება და ტესტირება : მაგიდაზე საჭე მაგრდება ერთი ცალი ორმხრივი სამაგრით, რომელიც აშკარად ჩანს მისი გიგანტური ზომის კორპუსიდან. საჭის დასამაგრებლად, თქვენ ქვემოდან უბრალოდ ატრიალეთ ხრახნი, სანამ საჭე კარგად არ დამაგრდება მაგიდაზე. იმის შემდეგ, როდესაც კარგად დავაფიქსირეთ საჭე, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავხაროთ ის წინ, თუ გამოვქაჩავთ მას. საჭე არ დაიხრება ისე, როგორც Fanatec GT2 - ი, მაგრამ უფრო მეტად ვიდრე G27, რომელიც დღემდე მიჩნეულია სიმსუბუქის და საიმედოობის მეფედ დროებითი ინსტალაციისათვის. სინამდვილეში ეს საჭე უფრო კარგად ფიქსირდება მუდმივ ადგილას, ჭანჭიკების ( ბოლტების ) საშუალებით. ამ მიზნისთვის, კორპუსის ქვედა ნაწილში არის ხრახნიანი ( რეზბიანი ) ხვრელები. ისინი იმდენად დიდია, რომ ძნელად დაეტევა კომპიუტერულ მაგიდაზე ( მონიტორის გადაადგილების გარეშე ), რომელიც არის საშუალო სიდიდის. საჭე და მისი ინვეტარები, იმდენად დიდია, რომ მისი დაყენება და მოხსნა საჭიროებს ძალიან შრომატევად სამუშაოს. საჭის შეერთების შემდეგ, ჩვენ ვრთავთ მას და ვხედავთ, როგორ ტრიალებს საჭე ერთი ბოლოდან მეორისკენ ( მარჯვნივ და მარცხნივ - ჩაკეტვამდე ). საჭეს გააჩნია მობრინების 1080 გრადუსი. ეს 180 გრადუსით უფრო მეტია, ვიდრე ყველა სხვა საჭეების როტაცია. 180 გრადუსის მატება, ჩვენი აზრით არ არის საჭირო. ხშირად ვერ შეხვდები სარბოლო თამაშს, რომელიც მხარს უჭერს 900 გრადუსიან მოხვევას. ვირტუალური მრბოლელის ხელები GT5 - იც კი ვერ ასწრებენ საჭის მობრუნებას. GT5 - ი საკმაოდ კარგად თავსდება და მუშაობს საჭეებთან, ასევე გთავაზობს დახმარების მინიჭებას. აძლევს კონტროლის ფუნქციას ღილაკებს. თითოეული PS3 კონტროლორის ღილაკი არის საჭეზე, მაგრამ ისინი თქვენთვითონ უნდა იპოვოთ დამოუკიდებლათ. თითქმის ყველა მათგანი მდებარეობს თქვენი დიდი თითის გასწვრივ, ასე რომ თქვენ მოგიწევთ ხელის აღება საჭიდან, რადგან დააწვეთ ღილაკებს. რა თქმა უნდა, საჭიდან ხელის აღება ღილაკების დასაჭერად არის არასასიამოვნო და არასასურველი ფაქტი. თითებზე საუბრისას, ჩვენ აღმოვაჩინეთ არაკომფორტული ვითარება. საჭე დაფარულია რეზინათ, რაც კარგია და საჭის სწრაფი რეაგირების დროს კომფორტულად აგრძნობინებს მოთამაშეს თავს. იაფასიან რულებს კი ეს არ გააჩნიათ და რეზინის ნაცვლოთ ტყავს გვთავაზობენ. ჩვენ გავაკეღეთ ვრცელი ტესტირება GT5 - ში, რომელიც არის PS3 - ზე და iRacing რომელიც არის PC პლატფორმაზე. ორივე თამაშმა გააკეთა ძალიან დიდი სამუშაო და დაგვანახა საჭის მთავარი კოზირები : მისი უკუკავშირი ( force feedback ). 65 ვატიანი ძრავი, რომელიც აღჭურვილია რემენით და არის ძალიან ძლიერი. მას საკმარისი ძალა აქვს, რომ გაგიწიოთ წინააღმდეგობა და გამყოფოთ მუდმივ დაძაბულობაში. ძრავის სიმძლავრე ყველა ნივთს რაც მაგიდაზე დევს აიძულებს ვიბრაციას, როდესაც თქვენ საჭეს მოსახვევში შესვლისას მკვეთრად უხვევთ ყველაფერი მაშინ იწყება. ის არის ძალიან ჩუმი მოხვევის დროს, რაც ერთ ერთი ძირიტადი კოზირია. თუმცა ყელაზე მთავარია მისი - სიზუსტე, რომელსაც თამაშის დროს გვთავაზობს. ესენია : უკიდურესად ზუსტი და მგრძნობიარე შეჯახებები და ბორდიურებზე გადასვლის ეფექტები. შეგრძნება ფანტასტიურია 16 bit - იან რეზოლუციაზე, მგრძნობელობა კი მაღალია. საჭე იყენებს სენსორს, რათა გამოავლინოს საჭის მდებარეობა, ეს ნიშნავს, რომ სიზუსტე უზრუნველყოფილი იქნება საჭის მთელი არსებობის განმავლობაში. თუმცა პედლები იყენებენ უფრო ტრადიციულ პოტენციომეტრებს. მათ აქვთ კარგი მგრძნობელობა, მაგრამ ისინი უძლურია Fanatec Clubsport - ის პედლებთან შედარებით. რა თქმა უნდა, Thrustmaster - ის პედლების ბაზა, გაცილებით უფრო დიდია, უფრო მძიმეა და უფრო რეგულირებადია, მაგრამ შედარება მაინც არ გამოდის. თქვენ შეგიძლიათ გადმოაბრუნოთ პედლები საპირისპირო მხარეს, რომ დააკოპიროთ ფორმულის ან GT კლასისი ავტომობილის პედლების ადგილმდებარეობა. თუმცა, რეალურად პოზიციებს შორის არ არის დიდი განსხვავება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი დრო სჭირდება იმას, რომ მოვუშვათ რკინის დასადები და შევცვალოთ ადგილმდებარეობა. ძირითადი აზრი პედლების ადგილმდებარეობის შეცვლისა მთლიანად იკარგება, თუ თქვენ ხშირად მოგიწევთ მათი უკან დაბრუვენბა და გიყვართ ფორმულის შემდეგ ავტომობილის ტარება. საბოლოოდ, სამუხრუჭე პედალი იყენებს პოტენციომეტრს, რომელსაც ასევე აქვს რეგულირებადი ზამბარა. ის გვთავაზობს საუკეთესო მგრძნობიარობას, ვიდრე Logitech G27 - ის საშუალო დამძიმება, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ შეედრება Clubsports პედლებს. საჭეზე არის დაფიქსირებული სიჩქარის გადამრთველები, ზოგიერთი თქვენგანი მას გამოიყენებს და ზოგს კი პირიქით შესძულდება ისინი. გადამრთველები არ ბრუნავენ, როდესაც თქვენ ატრიალებთ საჭეს. თუმცა მაღალ და დაბალ სიჩქარეში გადართვა იქნება უფრო საინტერესო საჭის ბრუნვის დროს. მათი მდებარეობა ნიშნავს, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან დიდები, რაც თავისთავად უფრო ართულებს საქმეს. რთულია თქვენი თითების მორგება მათ უკან. მათი ქრომირებული მოპირკეთება გამოიყურება მშვენივრად და აგრეთვე სასიამოვნოდ. სიჩქარის გადამრთველები უფრო წებოვანია, ვიდრე გლუვი, საჭეების უმრავლესობაზე. თქვენი თითები, ოდნავ შეიძლება მიეწებოს გადამრთველებს სიჩქარეში გადართვის დროს. ეს ხდება ისევ სიჩქარეში გადართვის არახელსაყრელი პირობების გამო, ამავე დროს კი გიწევთ ბრძოლა საჭის უკუკავშირთანაც, რაც დამღლელია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადამრველები ძალიან კარგია, თუ საქმე ეხება რეალურ ავტომობილს და მისი სიჩქარის გადართვას. დასკვნა : 599$ - ად ამ საჭის და პედლების ყიდვა ურჩიო ვინმეს ძალიან ძნელია, ამ ფასად ეს საჭე არღვევს ტერიტორიას და შედის ისეთ ძლიერ და ძვირადღირებულ კონკურენტებთან როგორებიცაა : Frex და ECCI. უშუალოდ ამ საჭიდან მიღებული დიდი გრძნობა და შეგრძნება არის ძალიან კარგი, დამაკმაყოფილებელია ღილაკების რაოდენობაც საჭეზე. თუმცა ამ ღილაკებზე დაჭერა საკმაოდ რთულია რბოლის დროს. საჭის რეზინის საფარცელი კი იუწყება მის სიიაფეზე. მოწყობილობის მასიური ზომა, საჭეს შესაფერის ხდის მხოლოდ მუდმივი ინსტალაციისათვის. შეზღუდულია თავსებადობა PS3 - თან, ამ კონკრეტულ მომენტში არის გარკვეული იმედგაცრუება. მიუხედავად ყველაფრისა, პედლები არ ახდენს ჩვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას და არც გვახარებს. ისინი მძიმეა და ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ყველაფერი ეს ერთად, ყველაზე უფრო კი მისი ამხელა წონა ჩანს გადამეტებულად და არასაჭიროდ. არ არის ზუსტად ის, რასაც თქვენ მოელოდით 599$ - ად. საბოლოოდ გირჩევთ რომ ან Logitech G27 ან Fanatec - ი შეიძინოთ, რომლებიც თითქმის იგივე ფასეულობებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ამავდროულად ბევრად უფრო რეალურ ფასებად - რაც მთავარია მათი კონსტრუქციიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ გაგიჩნდებათ თიაქარი, როდესაც დაიწყებთ საჭის დაყენებას და მოხსნას. წყარო : http://www.gtfan.ru ორიგინალი სტატია ინგლისურად : http://www.gtfan.ru/ რუსულად თარგმნილი სტატია : http://www.gtfan.ru/ სტატია რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა - sti228 - მ. სურათები : Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted August 28, 2018 Author Share Posted August 28, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 1, 2018 Author Share Posted September 1, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 2, 2018 Author Share Posted September 2, 2018 გუშინ მტვრის გადაწმენდა მომინდა ჩემი G25-დან. შევაერთე USB, ჩავრთე საჭე და Logitech Profiler-ის გახსნის ნაცვლად ეს "საყვარელი" ერორი მომესალმა დავგუგლე და ყველა თემა ვნახე და წავიკითხე, რაც შემხვდა. იქ დაწერილიდან საერთოდ ყველაფერი ვცადე. ზოგი ამბობდა CCleaner-ით რეგისტრები გაასუფთავეთ, ძველი დრაივერი წაშალეთ, კომპიუტერი გადატვირთეთ და შემდეგ თავიდან დააყენეთ იგივე ან შედარებით ძველი დრაივერის ვერსიაო, მაგრამ არცერთმა ჩამოთვლილმა არ უშველა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ დრაივერის დაყენების დროს ჩემს საჭეს (G25-ს) აღიქვამდა, როგორც Logitech Driving Force GT FB-ს ჯგუფებშიც ვიკითხე და ესეთი პრობლემა არავის ქონია რათქმაუნდა მე პირველი ვარ Facebook-ის ჯგუფებში დამიწერეს Compatibility mode-ში Windows XP აირჩიე და თოლია Run this program as an administrator-ის გვერდზე მონიშეო, მაგრამ ჩემთან XP საერთოდ არ იყო ჩამონათვალში, შესაბამისად Windows 7 ავირჩიე და "პწიჩკაც" მოვნიშნე ადმინსტრატორთან. იმედი მქონდა ეხლა მაინც ჩაირთვებოდა, მაგრამ ზუსტად იგივე შეცდომა ამოაგდო. დრაივერში შესვლა მხოლოდ Device Manager-იდან შემოძლო, ამის გამოყენება კი არაფერ სახარბიელოს არ იძლევა, ამიტომ ბევრი ძებნის შემდეგ ავიღე და თამამად გადავაყენე Windows. ვისაც ესეთი ან მსგავსი პრობლემა შეგექმნებათ საჭის დრაივერთან დაკავშირებით იცოდეთ, რომ windows-ის გადაყენების გარდა არაფერი გიშველით P. S. G27-ის განხილვა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 11, 2018 Author Share Posted September 11, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
datkamaqacaria Posted September 20, 2018 Share Posted September 20, 2018 Thrustmaster t150 ზე რას ფიქრობთ? პირველ რულად ? ფასი 250 ეხლა ვნახე მაიმარკეტზე და აზრი მაინტერესებს ღირს ყიდვა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted September 20, 2018 Share Posted September 20, 2018 1 hour ago, datkamaqacaria said: Thrustmaster t150 ზე რას ფიქრობთ? პირველ რულად ? ფასი 250 ეხლა ვნახე მაიმარკეტზე და აზრი მაინტერესებს ღირს ყიდვა? თუ კარგ მდგომარეობაშია მაგარი ფასია 200$ ღირს ახალი განბაჟების და ჩამოტანის გარეშე. ახლახანს ჩამოვატანინე ძმაკაცს G29 830 ლარი დაჯდა ახალი, რავი სხვა კარგ რულთან შეხება არც მქონია, მაგრამ მაგხელა თანხას მე პირადად არ ვშვლიპავდი რულში. დიდად ვერ მოვიხიბლე მაინც ფასის კვალობაზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 20, 2018 Author Share Posted September 20, 2018 2 hours ago, datkamaqacaria said: Thrustmaster t150 ზე რას ფიქრობთ? პირველ რულად ? ფასი 250 ეხლა ვნახე მაიმარკეტზე და აზრი მაინტერესებს ღირს ყიდვა? მაგ ფასად კარგი ვარიანტია. ბიუჯეტური საჭეა და ორივე სისტემა აქვს. ძრავიც და ღვედიც ერთად, კომბინირებული შეიძლება ეწოდოს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
datkamaqacaria Posted September 21, 2018 Share Posted September 21, 2018 კაროჩე 200 ში რო გამოვქაჩო ღირს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 21, 2018 Author Share Posted September 21, 2018 1 hour ago, datkamaqacaria said: კაროჩე 200 ში რო გამოვქაჩო ღირს 20-30 ლარიც, რომ დააკლოს ძალიან მაგარი ფასია უკვე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 21, 2018 Author Share Posted September 21, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted September 23, 2018 Author Share Posted September 23, 2018 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც არ გამიწმენდია პოტენციომეტრები. აქსელერატორი და გადაბმულობა გავწმინდე დღეს. ორივე მუშაობს გადასარევად SPIKING PEDALS FIX: Clean your Logitech G25/G27 Pedal Pontentiometers Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted October 6, 2018 Author Share Posted October 6, 2018 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted October 6, 2018 Author Share Posted October 6, 2018 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted October 18, 2018 Author Share Posted October 18, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted October 24, 2018 Author Share Posted October 24, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted October 26, 2018 Author Share Posted October 26, 2018 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted November 3, 2018 Author Share Posted November 3, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted November 4, 2018 Author Share Posted November 4, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted November 9, 2018 Author Share Posted November 9, 2018 Fanatec-ის საჭის მინუსები და პრობლემები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted November 12, 2018 Author Share Posted November 12, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted November 21, 2018 Author Share Posted November 21, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted December 8, 2018 Author Share Posted December 8, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.