Jump to content

Intel-ი არ აპირებს პროცესორებზე ფასის დაგდებას


Recommended Posts

Intel -თან საუბარი იყო იმის შესახებ, რომ შეემცირებინათ ფასები პროცესორებზე ,რომლებიც იქნებოდა გამოყენებული ახალ ულტრაბუქებში. ამ დროს Intel-ი ცდილობს შეამციროს ყველანაირი ხარჯი რასაც ის აწარმოებს. ამას აკეთებს იმის გამო, რომ უფრო მეტი დაიხარჯოს კვლევაში. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პროცესორებზე არ აპირებს ფასის შემცირებას და ამბობს, რომ ეს გახლავთ ის ნაწილი რომელსაც არ შეეხება ხარჯის შემცირება.

კონფერენციისას, ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა დაუსვა Intel-ის ხელმძღვანელობას კითხვა იმის შესახებ თუ აპირებდნენ ფასის შემცირებას მის პროცესორზე Ivy Bridge-ზე. პოლ ოტელინმა განაცხადა, რომ ეს იყო სიმართლეს მოკლებული. ისინი გააგრძელებენ საშუალო და ძვირადღირებული პროცესორების წარმოებას. მაგრამ როცორც გავრცელდა ცნობები, შესაძლებელია ასევე გამოვიდეს დაბალფასიანი Ivy Bridge-ის პროცესორები.

მეორე ანალიტიკოსმა კითხა, ჯობდა თუ არა უფრო მკაცრები ყოფილიყვნენ ფასთან მიმართებაში ამ ულტრაბუქებზე. მაგრამ პოლმა განაცხადა, რომ ეს არ იყო საჭირო ულტრაბუქებთან მიმართებაში. როგორც ვიცით Pentium და Celeron არ წარმოადგენს სწრაფ პროცესორებს და მომხმარებელი მზადაა გადაუხადოს ძვირი უფრო სწრაფ და ხარისხიან პროცესორში, რომელთაც რამოდენიმე წელი გამოიყენებენ.

პოლ ოტელინმა განაცხადა, რომ ულტრაბუქების ფასის შესამცირებლად, ისინი გამოიყენებენ მყარი დისკების კორპუსის შემცირებას. ეს უზრუნველყოფს შეინახოს გარკვეული რაოდენობის ინფორმაციაც და ასევე შეამციროს თვით ულტრაბუქის სისქეც. Intel-ი ყველგან ეძებს შანს იმისთვის რომ შეამციროს ულტრაბუქის ფასი მაგრამ არა მის პროცესორში.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ულტრაბუქების დედაც მოდღან, დესტოპ სეგმენტში დაწიონ ფასები და სულ ჩაძირავენ ამდ-ს :givi:

Link to comment
Share on other sites

ნაციონალებივით არიან ეგენი რა :givi: მხოლოდ დაპირებები

Link to comment
Share on other sites

ნაციონალებივით არიან ეგენი რა მხოლოდ დაპირებები

ეგრეა ეგრე, მარა ეს პს არავის აინტერესებს თითქმის უკვე, ყველა ამ ნოთეზე და პადზე გადავიდა და უკვე კომპანიებიც ნოთეების წარმოებას და განვითარებას აწვებიან, თორე აქამდე იმდენი პროცესორი გამოვიდოდა ღმერთმა უწყის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.