Popular Post usermafia Posted July 19, 2012 Popular Post Share Posted July 19, 2012 . .. ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა საქართველოში 2015 წლამდე უნდა მოხდეს ! საქართველო ემზადება თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტისათვის. ქვეყანა ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. აღნიშნული პროცესი საქართველომ 2015 წლამდე უნდა დაასრულოს . .. ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასვლა მსოფლიოში ციფრულ ტელერადიო მაუწყებლოაბზე გადასვლა მთელს მსოფლიოში აქტიური ტემპებით უკვე მიმდინარეობს, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაციფროვნება უკვე დასრულებულია, მათ შორის არიან: გერმანია, აშშ, ფინეთი, იტალია, იაპონია და სხვა.http://en.wikipedia....sion_transition ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასასვლელად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებშიც. საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების წევრია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საქართველო როგორც სხვა ევროპული ქვეყნები შესაბამისი შეთანხმების (Geneva 2006-ის) წევრია და ვალდებულია აღნიშნული პროცესი დათქმულ დროებში, 2015 წლამდე განხორციელება უზრუნველყოს.მსოფლიოში და მა შორის საქართველოშიც საჭიროება ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასასვლელად საკმაოდ ბევრი ფაქტორის გათვალიწინებით წარმოჩნდა. რა უპირატესობები მოაქვს ციფრულ ტელევიზიას პროცესის დასრულებისას შესაძლებელი გახდება, საქართველოში მაუწყებლობა განახორციელონ 100-ზე მეტმა ქართულმა ტელეარხმა, 70-ზე მეტმა რადიომაუწყებელმა. იქმნება უზარმაზარი რეზერვი, მკვეთრად იზრდება დემოკრატიის კოიფიციენტი, შესაძლებლობები პერსონიფიკაციის, კერძოდ მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე გათვლილი სატელევიზიო (საგანმანათლებლო, ეკონომიკური, სოციალური) არხების შექმნის და სხვა. . .. თავისუფლდება მნიშვნელოვანი სიხშირული რესურსი ციფრულ ტელერადიომაუწყებლოაბზე გადასვლისას განთავისუფლდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი – სიხშირეები, რომელთა გამოყენება შემდგომ მობილური კავშირის ოპერატორებს შეეძლებათ მე-4 თაობის მობილური კავშირის (LTE-ს) დასანერგად, რაც თავისთავად ბიუჯეტში დამატებითი თანხების შემოდინებას ნიშნავს. . .. ციფრული მაუწყებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მომხიბვლელობა ციფრული ტელერადიო სამაუწყებლო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვან საინვესტიციო მომხიბვლელობასაც ფლობს. ამის არაერთი საერთაშორისო მაგალითი არსებობს. იგივე ფინეთში ციფრული ტელერადიო სამაუწყებლო ქსელის მშენებლობა და შემდგომ ოპერირება ფრანგული კომპანიის მიერ ხორციელდება. . .. პრობლემები ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში თავისთავად, როგორ ნებისმიერ დიდ ტექნოლოგიურ ცვლილებას, პროცესს ახლავს გარკვეული გადალახვადი პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაზე ფიქრი აუცილებელია დღესვე დაიწყოს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას 2015 წლისათვის არსებული ანალოგური ტელევიზორები სიგნალის მიღებას სპეციალური მიმღები მოწყობილობის გარეშე ვერ განახორციელებენ. 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 მოუთმენლად ველოდები... ჩვენ წესით 2014-ისთვის გადასული ვიქნებით HD-ze Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 არ მგონია რაღაც 2015 წლამდე მოაწრონ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
whitestyle Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 ერთი ეს სექტემბერ-ოქტომბერი გადავიტანოთ და თუ კარგად იყო საქმე მანამდეც გადავალთ :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
შაკო Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 კარგია მარა სხვადროს წყაროც მიუწერე ქვევით! usermafia Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
usermafia Posted July 19, 2012 Author Share Posted July 19, 2012 კარგია მარა სხვადროს წყაროც მიუწერე ქვევით! usermafia ხო წყაროს რაც შეეხება სულ არ ვაპირებდი ამ პოსტის გაკეთებას უბრალოდ სადღაც წავაწყდი და კომპმა გაჭედა რო გადავარესტარტე მერე რატომღაც სფიდ დიალებიდან გამოირთო ის საიტი და მერე ვეღარ ვიპოვე ასერომ წყარო ჩემთვისაც გაუგებარია ამჟამად (ისტორიაშიც აღარ მაჩვენებს ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted February 11, 2015 Share Posted February 11, 2015 ოვიდა 2015 წელი. 17 ივნისი არის ბოლო ვადაო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 11, 2015 Share Posted February 11, 2015 Digitaltv.ge ზე წერია ყველაფერი დაწვრილებით 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted February 11, 2015 Share Posted February 11, 2015 ხო ვნახე ეგ საიტი საინტერესეოა ეს სეთ ბოქსები რა ეღირება ჩვენთან ან ეს უბრალო ანტენები როა შიგნით რაღაც პლატები რო აქვს "777" "999" და მსგავსები არ აქვს ენტა მნიშვნელობა რომელი იქნება შიგნით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted March 9, 2015 Share Posted March 9, 2015 კარგია რომ მეორე თაობაზე გადავსულვართ და არა პირველზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 9, 2015 Share Posted March 9, 2015 ხო , მაგრამ მანდაც მაინც რაღაც ჩამორჩენა გვექნება , ნეტავ რა გაფართოებაზე იქნება არხები ? ვითომ Full HD ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted March 9, 2015 Share Posted March 9, 2015 რაის full hd :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
geomaster1 Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა,რაც იმას ნიშნავს, რომ ამთარიღის შემდეგ ქვეყნის ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები აღარ იარსებებს. 2015 წლის მარტიდან დაიწყება გარდამავალი ეტაპი ე.წ. ”Simulcast”-ის პერიოდი და 3 თვის განმავლობაში ანალოგური და ციფრული სამაუწყებლო სიგნალები პარალელურ რეჟიმში გავრცელდება. „Simulcast”-ის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო სიგნალების გარდა გავრცელდება არსებული ყველა ღია საეთერო ეროვნული პროგრამა. როგორც გაირკვა, დღესდღეობით სამი კომპანია აპირებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური აღჭურვილობის შემოტანას. ერთ-ერთი კომპანიის მაღაზიათა ქსელში კი უკვე იყიდება ე.წ „სეთ- თოფ ბოქსები“, რომლის საცალო ღირებულება 50 ლარს შეადგენს. სხვა იმპორტიორების თქმით, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათი თქმით, აპარატურის ღირებულება 25 დან 35 დოლარამდე მერყეობს. Digitaltv.ge ზე წერია ყველაფერი დაწვრილებით მგონი ეს არის, თან Full HD http://www.ebay.com/itm/111472438628 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 ხო მგონი არაი და ეგეთი მაღაზიები გაყიდიან , Full HD თუ იქნება ძალიან კარგია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 მოიცა და მიმღები რა შუაშია? მე ვიცი რომ არხზეა დამოკიდებული რა ხარისხით გაუშვებს მაუწყებლობას, არა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 მოიცა და მიმღები რა შუაშია? მე ვიცი რომ არხზეა დამოკიდებული რა ხარისხით გაუშვებს მაუწყებლობას, არა? კი მარა მაღალი ხარისხის გამოსახულება თუ გამოუშვა შესაბამისი ხარისხის მიმღები დაგვჭირდება. სახლში სულ არ ვაპირებ მაგ სეტბოქსის დადგმას. დავამატებ ფულს და თეფშს დავდგამ, მერე ქარდ შეარინგი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted July 19, 2015 Share Posted July 19, 2015 კიმარა მაღალი ხარისხის გამოსახულება თუ გამოუშვა შესაბამისი ხარისხის მიმღები დაგვჭირდება.სახლში სულ არ ვაპირებ მაგ სეტბოქსის დადგმას. დავამატებ ფულს და თეფშს დავდგამ, მერე ქარდ შეარინგი...+1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
geomaster1 Posted July 19, 2015 Share Posted July 19, 2015 ბიჭებო TV Star T2 517 მიმღები მაქვს და .MKV / .AVI ფორმატის ვიდეოებზე ხმა არ აქვს(ისე კი ხსნის). მხოლოდ MP4-ს ხსნის უპრობლემოდ და რისი ბრალია შემთხვევით ხომ არ იცით?არადა აწერია, რომ აქვს მაგათი მხარდაჭერაც. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.