Jump to content

Microsoft-ი კვლავ ამხილეს თაღლითობაში,რაც უკვე ძალიან ძვირი დაუჯდება


whitestyle

Recommended Posts

Microsoft-ი კვლავ დაიჭირეს არალეგალურ საქციელში რომელიც მის ბრაუზერს Internet Explorer-ს ეხება და ამჯერად შეიძლება ამ საქციელმა მილიარდები დააკარგინოს მას.

ევროპის რეგულაციები ამტკიცებს, რომ Microsoft-ი დადანაშაულდა 2009 წელს პერსონალური კომპიუტერების მომხარებლებისთვის არჩევანის მიცემაში თუ რომელ ბროუსერს იყენებენ ისინი. ხოლო 2010 წლის მარტისთვის,ეს არჩევანი იყო წარმოდგენილი Windows-ის დაყენებისას, ამ დროს ხდებოდა 11 სხვადასხვა ბრაუზერის ჩამონათვალის გამოჩენა, Microsoft-ის კუთვნილი Internet Explorer-ის ჩათვლით.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ახალი Windows 7 - ის განახლებისას ,რომელსაც ეწოდებოდა "Service Pack 1" რომელიც 2011 წლის თებერვალში გამოვიდა , შეწყდა არსებული არჩევანის უფლება. Microsoft-ი თავისი გადაწყვეტილებით ამ დაქტთან დამოკიდებულებაში კმაყოფილებას გამოთქვამდა მაგრამ ახლახანს განაცხადა გიგანტმა კომპანიამ რომ არანაირ არჩევანის ფანაჯარას ადგილი არ ჰქონია. არსებული ბრაუზერების ჩამონათვალი გახლავთ : Safari, Google Chrome, Mozilla Firefox,Opera,Avant Browser, Flock, Green Browser, K-Meleon, Maxthon, Sleipnir,Slim Browser.

ევროპის კომისიის ვიცე პრეზიდენტმა ,რომელიც არსებულ საქმეებს განიხილავს, Joaquín Almunia-მ განაცხადა, რომ როგორც კი შეიტყვეს არსებული ფაქტის შესახებ მაშინვე მოახდინეს რეაგირება და თუ ეს ყველაფერი დამტკიცდება მაშინ Microsoft-ს დაეკისრება სანქციები.

ეს ყველაფერი თუ დამტკიცდა,მაშინ Microsoft-ი შემოსავლის 10%-ს გამოეთხოვება ხოლო წინა წლის გაყიდვებმა შეადგინეს 70 მილიარდი დოლარი.

Microsoft-მა მოიბოდიშა არსებულის გამო და განაცხადა, რომ ეს ფანჯარა იყო შეცდომა რომელიც მათ გამოეპარათ.კომპანიამ განაცხადა, რომ ამ პრობლემას კვირის ბოლომდე სრულად აღმოფხვრის.ეს არის უახლესი "თავდასხმა" იმ "ორთაბრძოლაში" რომელიც ათწლეულზე მეტია გრძელდება.

აქამდე ამგვარი ფაქტები დაფიქსირებული იყო 1990 წელს და ასევე 2000 წელსაც, როდესაც Microsoft-მა თავისი დომინანტობა გამოიყენა Windows-ის მეშვეობით და სცადა საკუთარი ბრაუზერი Internet Explorer მოეხვია ყველასთვის თავს.მას შემდეგ აქციები ამ ბრაუზერისა სწრაფად დაეცა. დღეს-დღეობით ის აკონტროლებს ნახევარს, ან უფრო ნაკლებს ბაზრისა,კვლევითი ფირმების Net Applications და StatCounter -ის თანახმად რომლებიც იყენებენ განსხვავებულ მეთოდოლოგიებს ამ საქმიანობაში.Google-მა განაცხადა, რომ დღეს-დღეობით მისი ბრაუზერი Chrome 20 არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი.

მიუხედავად ყველაფრისა, მოტყუებაზე დაფუძნებული მდგომარეობა Microsoft-ისთვის ძალიან ძვირი პრობლემა გახდა.2004 წლის ევროპის კომისიაზე განაცხადეს , რომ Microsoft-ი ცდილობდა დომინანტობის მოპოვებას თავისი Windows-ით. თავიდან იგი დააჯარიმეს 497 მილიონი ევროთი, შემდგომ 2006-ში 280.5 მილიონი ევროთი კანონს რომ არ დაემორჩილა.2008 წელს კი დაჯარიმდა 860 მილიონი ევროთი.

ყველაფერი რომ შევაჯამოთ Microsoft-ი დაჯარიმდა 2 მილიარდი დოლარით თავისი დანაშაულისთვის, რომელსაც ევროპაში ჩადიოდა.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

და რატო უკვირთ არ მესმის, ყველა თაღლითობს მსგავს საკითხებში და ხან ერთი გაებმება - ხან მეორე. გაუმაძღარია ადმიანის გული და ყველაფერზე მიდიან რომ გაძღნენ, მაგრამ ვერა...

მადლობა ინფოსთვის ;)

Link to comment
Share on other sites

ვინდოუსი კი მირჩევნია სხვა ო.ს.-ებს, მაგრამ ინტერნეტ ექსპლორერს არაფერი არ ეშველა, კი ანახლებენ მარა მაინც ძალიან ბანძია.

Link to comment
Share on other sites

ნათქვამი ხოა ექსპლორერს იყენებენ სხვა ბრაუზერების გადმოსაწერადო :დ მგონი თვითონ ბილიც არ იყენებს მაგას :დ განახლება კი არ უნდა არამედ სრულიად შეცვლა ცოტა მომხმარებელზე ორიენტირებული რო გახდეს თორე ნერვებზე მომშლელია დღეს-დღეობით.ეს თაღლითობა კიდე სერიოზულია ძაან და საკაიფოდაც დაისჯება მაგის გამო აქამდე მელკები იყო.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.