Jump to content

ინტელის მდგომარეობა ამჟამად და მისი გეგმები სამომავლოდ


Recommended Posts

სამშაბათიდან ინტელმა დაიწყო წარმოების შემცირება იქიდან გამომდინარე, რომ პერონალური კომპიუტერებზე მოთხოვნა შემცირდა და ასევე შემცირდა ბაზარზე ინტელის წინსვლაც.

მეორე კვარტალში რამოდენიმე აღმავლობის მონაკვეთი დაფიქსირდა ინტელის პროდუქციის (პერსონალუდი კომპიუტერებისა და ლეპტოპების) მოთხოვნაზე, რამაც თავისთავად გაზარდა შემოსავლები.

პოლ ოტინელმა, ინტელის მმართველმა, ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ შემოსავალი გაიზარდა 3-5%-ით. ეს ყველაფერი მოხდა კონფერენციის შემდეგ,რომელიც მიეძღცნა კვარტალური შემოსავლების გაცნობას. ინტელის ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც გახლავთ სანტა კლარაში, გეგმავს შეამციროს მომსახურე პერსონალის დაქირავების რიცხვი. ივნისის ბოლოს ინტელის მომუშავე პერსონალთა რიცხვი შეადგენდა 103 ათასს მთელს მსოფლიოში.

ინტელის არსებული მდგომარეობა გამოწვეული არის იმითაც, რომ იზრდება ტაბლეტების რიცხვი, ასევე სმარტფონებისაც, რომლებიც ამცირებენ პერსონალურ კომპიუტერებეზე მოთხოვნას. ბატონმა ოტინელმა გამოთქვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინტელის მიერ ინვესტიცირებული მცირე ზომისა და წონის ლეპტოპები (ულტრაბუქები) კონკურენციას გაუწევენ ახალ ხელსაწყოებს.

ჩვენ ვნახავთ 699$ ღირებულების სისტემებს, რომლებიც უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლისთვის გარკვეულ სეზონზე. ჯერ-ჯერობით რამოდენიმე ულტრაბუქი გამოვიდა რამოდენიმე თვის წინ. ამის შესახებ ბატონი ოტელინი იუწყება, რომ 140 დიზაინის ულტრაბუქი იქნება წარმოდგენილი მოგვიანებით,ამავე წელს.

40-ზე მეტი სახის ულტრაბუქი აღჭურვილი იქნება სენსორული ეკრანებით,რითაც არიან აღჭურვილნი Apple-ის iPad-ი iPhone-ი,ან Microsoft-ის მიერ ახლად დაანონსებული ტაბლეტი. ინტელი ასევე მიიღებს Microsoft-გან Windows 8 -ის სისტემას.

ინტელმა დაანონსა, რომ მისი მოგება ივნისის კვარტლის დასასრულს გაიზარდა 2.9 მილიარდი დოლარით, ან 54 ცენტით თითოეულ აქციაზე გასული წლიდან მოყოლებული დღემდე. შემოსავალი გაიზარდა 5%-ით და საბოლოოდ შეადგენს 13.5 მიალიარდ დოლარს.

AMD-ს (Advanced Micro Devices) მმართველებმა განაცხადეს, რომ მეორე კვარტალში მათი შემოსავალი დაეცემა 11%-ით, რაც ეწინააღმდეგება აქამდე დაანონსებულ 3%-იან ზრდას.AMD-ს მმართველობა ამბობს, რომ ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტებით, რომ შემცირდა გაყიდვები და ეკონომიკური მდგომარეობაც ნელა მიიწევს წინ ევროპასა და ჩინეთში.

განსხვავებით ბევრი კომპანიისა, ინტელი აგრძელებს დიდძალი ინვესტიციების ჩადებას კვლევებსა და განვითარებაში. ინტელს განცადებული ჰქონდა, რომ ის დახარჯავდა 18.3 მილიარდ დოლარს ამ ყველაფერში, მაგრამ როგორც ფინანსური მენეჯერი, სტეისი ჯ.სმიდი იუწყება, არსებული ინვესტიცია შემცირდება 18.2 მილიარდ დოლარამდე რაც გამოწვეული არის ამ წელს შემცირებული გაყიდვებით.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ფასი,მთავარი მოტივატორია უბრალოდ როცა რამე სერიოზული იქმნება ხარჯი დიდია და ფასი რო დაბალი დაადო გამოშვებას სულ არ აქვს აზრი.მთავარია კონკურენტ ბრენდებთან შედარებით ფასი დაბალი ქონდეს და ხარისხი მაღალი.ვნახოთ მაიქროსოფთი და გოოგლი გეგმავს კიდე და საინტერესო პერიოდი გველის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.