Jump to content

Recommended Posts

აჰა კიდევ დამატებით ესეც დავდე და გაეცანით

http://samxedro-isto...-you-go_10.html

აი რა არის დღეისთვის ცნობილი თამაშის შესახებ:

• პროექტი Rome II იქნება Rome: total war-ზე ბევრად მასშტაბური.

• სტრატეგიული რუკა ბევრად ფართო და დახვეწილი იქნება და სავარაუდოდ ინდოეთამდე გადაიჭიმება.

• რომის გარდა თამაშში სხვა ბევრ სახელმწიფოსაც ჩასვამენ, რომლითაც თამაშს შევძლებთ, თითოეული მათგანი დახვეწილი, დეტალური და ორიგინალური იქნება.

• თითოეულ სახელმწიფოს, გენერალს თუ აგენტს საკუთარი განვითარების ხე ექნება.

• კამპანია პუნიკურ ომებამდე დაიწყება(ალბათ ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოს ან III საუკუნის დასაწყისში) და თქვენზე იქნება დამოკიდებული როდის დასრულდება – ტრაიანეს თუ კონსტანტინეს იმპერატორობის დროს.

• ყოველ რომაულ ლეგიონს ექნება საკუთარი ისტორიული სიმბოლიკა და სახელი.

• თითოეული ლეგიონი მიიღებს არამხოლოდ გამოცდილებას, ეს სისტემა ბევრად დაიხვეწება(მაგალითად ლეგიონერები დაჯილდოვდებიან გამოჩენილი სიმამაცისთვის და ა.შ.)

• შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეული რაზმეულების, ასევე მთელი ლეგიონის გამოყვანა.

• ბრძოლის დროს ჯარისკაცების სახეზე თქვენ შეამჩნევთ შიშს, სიხარულს, მრისხანებას, სიცილ-ხარხარს, გაოცებას, სიმშვიდესა და სხვა ემოციებს, რაც წარმოდგენას მოგვცემს მათ მორალურ მდგომარეობაზე.

• არმიაში იუნიტების მაქსიმალური რაოდენობა ახლა 40 იქნება, თითოეულ მათგანში კი ბევრად მეტი ჯარისკაცი ჩაირიცხება, ვიდრე ეს total war-ს ნებისმიერ თამაშში ყოფილა

• ბრძოლის დროს შეიძლება ჩვენს დასახმარებლად მოკავშირის ჯარი მოვიდეს ან ახლომახლო მდგარი ჩვენივე სახელმწიფოს არმია(თუნდაც მაქსიმალური რაოდენობით იყოს შევსებული). მტრებსაც ზუსტად ასეთივე არმიები ეყოლებათ. ბრძოლაში სიფრთხილის გამოჩენა მოგვიწევს, რადგან შეიძლება მოწინააღმდეს მოულოდნელად მრავალრიცხოვანი დახმარება მოუვიდეს.

• ქალაქზე შეიძლება როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო იერიშის მიტანა ან ორივე ერთდროულად.

• თამაშში სრულფასოვანი საზღვაო ბრძოლები იქნება.

• ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების შტურმის დროს, მოიერიშე მხარე გამოიყენებს საალყო კოშკებს, კიბეებს, ტარანებს და ა.შ.

• რომაელთა მძიმე ქვეით ჯარს საჭირო დროს საბრძოლო წყობა “კუს” გაკეთება შეეძლება. ასევე რომაელები მოახერხებენ რიგების არევისა და მწყობრის დარღვევის გარეშე აწიონ ფარები და სრულად დაიცვან თავი მოწინააღმდეგის მშვილდოსნების ფრონტალური იერიშისგან.

• რომაელებს შეეძლებათ გამოიყენონ ბრძოლის დროს დაღლილი ჯარისკაცების ახლებით ჩანაცვლების ტაქტიკა, რაც ისტორიულად რომის ლეგიონის ერთ-ერთ ტაქტიკად ითვლებოდა. ყველაფერი ეს დისციპლინირებულად მოხდება და ლეგიონის საბრძოლო წყობა არ დაირღვევა.

• ზღვის სანაპიროს მდებარე ქალაქთან შესაძლებელი იქნება საბრძოლო ფლოტით მიახლოება და ხომალდებზე განლაგებული კატაპულტებითა და ბალისტებით ქალაქის დაბომბვა.

• არმიის გადაყვანა ფლოტით დამოკიდებული იქნება ხომალდებისა და ჯარისკაცების რაოდენობაზე(მაგალითად როგორც Rome: total war-ში იყო 1 გემით 5000 კაცის გადაყვანა, ასეთი არარეალურობა აღარ იქნება და დიდ ჯარს შესაბამისი გემებიც დასჭირდება).

• ბრძოლაში ათეულობით ათასი მეომარი მიიღებს მონაწილეობას.

• შესაძლებელი იქნება დესანტის გადასხმა სანაპიროზე პირდაპირ ბრძოლის დროს.

• იქნება ტყვეების გაცვლა-დაბრუნება, დაჭრილი მეომრების მკურნალობით ისევ მწყობრში ჩაყენება, დეზერტირები და ა.შ.

• თამაშში კვლავ იქნება მთავარსარდლების პათოსური სიტყვით გამოსვლა ჯარის წინაშე ბრძოლის წინ და ახლა ეს ნამდვილ კინომატოგრაფიული სანახაობის დონემდე ავა.

• შეიქმნება სრულიად ახალი, დახვეწილი ინტელექტი მოწინააღმდეგისთვის. იგი იმოქმედებს იმდენად ჭკვიანურად და სწორად, რომ გაგაოცებთ თავისი მოქმედებებით როგორც სტრატეგიულ, ასევე ტაქტიკურ რუკაზე.

• თამაშის ძრავა ახალი და ძალიან დახვეწილი იქნება, სწორედ ისეთი, როგორიც დასჭირდებოდა Rome II-სავით დიდ და სერიოზულ პროექტს.

• თამაშის შემქმნელებმა გაამჟღავნეს, რომ ზოგიერთი რამ Rome II-თვის შეიმუშავეს Shogun II და Shogun II: “სამურაების დაცემის” გაკეთების დროს, ასევე Shogun II გამოიყენეს საცდელ პოლიგონად.

• თამაშში ხელჩართული ბრძოლების სრულიად განსხვავებული ანიმაცია იქნება. ჯარისკაცები ისწავლიან რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას და მოწინააღმდეგისთვის ზურგიდან შეტევას.

• თამაშში აუცილებლად იქნება მულტიპლეიერი, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც კამპანიაზეა გადატანილი, როგორც რომის, ასევე სხვა მოთამაშე სახელმწიფოების მხრიდან.

• მთავარი ტერიტორიული ერთეული თამაშში პროვინცია იქნება. ერთი პროვინცია შეიძლება რამდენიმე რეგიონისგან შედგებოდეს და მოთამაშეს შეეძლოს მათი ნაწილობრივ დაკავება. პროვინციის სხვადასხვა რეგიონების დაპყრობა განსხვავებულ სტრატეგიულ ეფექტს შექმნის. თითოეულ პროვინციაში იქნება ცენტრალური მმართველობის ქალაქი. მოთამაშეს შეუძლია გააფართოვოს საზღვრები მისი დაკავებით, მაგრამ მთელი პროვინციის დაპყრობა მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ ყველა რეგიონს დაიკავებს. როგორ მოხდება ეს თამაშში ჯერჯერობით არაა ზუსტად გარკვეული. პროვინცია 100-მდე იქნება, ხოლო რეგიონი რამდენიმე ასეული.

• ბრძოლები იქნება მაქსიმალურად რეალური და სისხლისმღვრელი. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება გადაწყდეს თამაშის ცენზის +18-მდე გაზრდა, რადგან მარკეტოლოგებმა შეამჩნიეს, რომ თამაშისადმი ინტერესი ყოველგვარ რეკორდს გასცდა.

• თამაშის პირველი რელიზი 2013 წლის შემოდგომისთვის მომზადდება.

• Creative Assembly თამაშისთვის ბევრნაირ დამატებით კონტენტს შეიმუშავებს, მოკლედ რომ ვთქვათ DLC-ს.

• თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მინი-რუკაზე, რომელიც ბრძოლის დროს გვიჩვენებდა როგორც ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგის არმიების განლაგებასა და მოძრაობას. ბრძოლის ველი გაცილებით გაფართოვდება და მინი-რუკა ვეღარ შეძლებს მის ნორმალურად ასახვას. მისი შეცვლა მაღალი კამერის ჩვეულებრივზე უფრო ზემოთ აწევის ფუნქციით მოხდება, რომლის დროსაც მოთამაშის თვალწინ ბრძოლის ველი გადაიშლება, ხოლო რაზმეულები პატარა რომბებად, კვადრატებად, სამკუთხედებად და მართკუთხედებად გამოჩნდებიან.

• გაკეთდება სპეციალური რეჟიმი კამერით ბრძოლის დეტალების სანახავად. შესაძლებელი იქნება ბრძოლის კინომოატოგრაფიული რეჟიმის ჩართვა(თუ რათქმაუნდა ბრძოლისთვის ამისთვის დრო გექნებათ). ამ რეჟიმის ჩართვის შემდეგ კამერა თქვენ არჩეულ რაზმს მიაუხლოვდება და ბრძოლის ყველაზე საინტერესო დეტალებს განახებთ. კამერა კვლავ თავისუფალი იქნება და მოთამაშეს როგორც ესურვება ისე ამოქმედებს.

• ქალაქის შტურმის დროს გაიმართება სისხლიმღვრელი ბრძოლები ქუჩებში, შეტაკებები შენობებს შიგნითაც მოხდება. ახლა ქალაქის ან ციხის დასაკავებლად არ იქნება საკმარისი მისი ცენტრის დაჭერა. აუცილებელი გახდება ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისა და საკვანძო წერტილის დაპყრობა. რაც უფრო დიდი იქნება ქალაქი და ციხე-სიმაგრე, ასეთი საკვანძო წერტილების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება.

• თამაშში იქნება ჯარის მართვის ახალი სისტემა ბრძოლის დროს. შემქმნელები ამბობენ,რ ომ ეს დაკავშირებულია არმიების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან, რომლებიც თქვენი მმართველობის ქვეშ იქნებიან. გვპირდებიან, რომ მართვის სიტემა ახალი და მოხერხებული იქნება, თუმცა ჯერჯერობით მეტი ცნობა ამის შესახებ არ გვაქვს. ასევე გვიტოვებენ შესაძლებლობას ვმართოთ თითოეული ცალკე აღებული რაზმი, როგორც ეს სხვა Total War თამაშებში იყო.

• დიდი ბრძოლების დროს ბრძოლის ლიმიტიც შესაბამისი იქნება, ასევე შეგვეძლება საერთოდ მოვხსნათ ბრძოლის ლიმიტი, როგორც ეს Total War–ს წინა თამაშებში იყო. ასეთ შემთხვევაში ბრძოლა რომელიმე მხარის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. დიდი ბრძოლების მაქსიმალური ხანგრძლივობა ორ-სამ საათამდე გასტანს, მაგრამ ასეთი ბრძოლა იშვიათად მოხდება, ხოლო ჩვეულებრივი, საშუალო ჯგუფების შეტაკება საშუალოდ 15-35 წუთი გაგრძელდება.

ნიკა ხოფერია

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

საინტერესო ინფოა :)

rogorc aq weria gandiozuli unda iyos, vnaxoT ra gamova, jer arcerti imed gacrueba ar minaxavs total war-isgan da imedia exlac egre iqneba, weliwadnaxevari aqvt samagisod :)

Link to comment
Share on other sites

მემგონი აჩერედნოი 90%+ ნაწილი გველის, ისე ხმაც ძალიან მაგარი ქონდა ყველა ვერსიებში, ნაპოლეონსაც აქვს EAX მხარდაჭერა და მშენივრათ უბერავს დოლბი სადაუნდში, მაგარი ეფექტი აქვს კრეატივის კარტაზე

Link to comment
Share on other sites

skiamakia

აჰა, დამასწრო :D

ბრძოლების მაქსიმალური ხანგრძლივობა ორ-სამ საათამდე გასტანს, მაგრამ ასეთი ბრძოლა იშვიათად მოხდება

აი ეს იქნება ძალიან მაგარი პირადად ჩემთვის, მიყვარს დიდი ბრძოლები, განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე :spiteful:

Link to comment
Share on other sites

რა მონაცემები დასჭირდება ამ ყველაფერს ...

FHD-ზე პროცი თავისთავად რამე ქუადი უნდა გქონდეს (2500კ კარგად დარაზგონებული, ან აივის ანალოგი), ოპერატიულს წაიღებს დო*უა (3-4გბ-მდე წაიღებს ალბათ მხოლოდ თამაში) , ვიდეო მემორი ალბათ 1500-2000 მბ (580-670 კარგი ვარიანტი იქნება, როგორც მინიმალური :) )... მაქს სეთინგებს ვგულისხმობ თავისთავად :)

დარწმუნებული ვარ 1000000%-ით რომ დაახლოებით ეგეთი მონაცემები დასჭირდება . ქრიეითივ ესემბლი არასდროს იკლავდა თავს კარგ იპტიმიზაციაზე (საშუალო და მაღალ ნასტროიკებს ვგულისხმობ) და ეხლაც იგივე გველის მგონი .

Link to comment
Share on other sites

რავი მეც მეშინოდა ბოლო ვერსიების დახურვა მაგრამ ჯერ არსად ჩაუსვრია ბოლო პაჩებზე, თავიდან კი ვიცი რომ ჭედვები ქონდა ნაპოლეონზეც და მაგის წინა ნაწილზეც მაგრამ პაჩების შემდეგ ჩემ სისტერმაზეც კი ნორმალურათ უბერავს ულტრა სეტინგებზე

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ძაან ცოტაა ფირმა რომლის სახელიც ჩემთვის ყველანაირად ასოცირდება ხარისხთან და ერთ-ერთი არის კრეატივ ანსამბლი და ტოტალ ვორის სერია რა :)

Link to comment
Share on other sites

რავი მეც მეშინოდა ბოლო ვერსიების დახურვა მაგრამ ჯერ არსად ჩაუსვრია ბოლო პაჩებზე, თავიდან კი ვიცი რომ ჭედვები ქონდა ნაპოლეონზეც და მაგის წინა ნაწილზეც მაგრამ პაჩების შემდეგ ჩემ სისტერმაზეც კი ნორმალურათ უბერავს ულტრა სეტინგებზე

შოგანი ? DX10-ზე ვგულისხმობ

ნაპოლეონზე მეც არ მქონდა პრობლემა ...

Link to comment
Share on other sites

შოგანი Full HD-ze maq naTamaSebi Cemi sistemiT da 27+ FPS afiqsirebda nu CAvardnebic hqonda 22-is farglebSi magram saSvalod 29-32 eWira :))

magram eg ufro procis brali iqneba vidre videosi :)

Link to comment
Share on other sites

შოგანი Full HD-ze maq naTamaSebi Cemi sistemiT da 27+ FPS afiqsirebda nu CAvardnebic hqonda 22-is farglebSi magram saSvalod 29-32 eWira :))

magram eg ufro procis brali iqneba vidre videosi :)

ეგრე იყო ჩემთანაც ... და მეც FHD მონიტორი მაქვს .

სერიოზულ ბრძოლებში 15-მდეც ვარდებოდა ...

მანდ უკვე ნამდვილად გჭირდება ოთხბირთვიანი . და როგორც მივხვდი ამ თამაშში არანაირი HT არ შველის i3-ს (ჩემი პროცესორი ცოტა უფრო სწაფია ვიდრე შენი, მაგრამ როგორც ხედავ ამ თამაშში არანაირი სხვაობა არ იგრძნობა ი3-სა და ქორთუდუს შორის :) (იგივე 8*** სერიის C2D არაა ეგ ქსეონი?) ) . ჩვენი ვიდეოებიც დაახლოებით ერთი და იგივე წარმადობის არის . ანუ 570 მაინც უნდა გქონდეს მაქსედისთვის .

Link to comment
Share on other sites

მანდ უკვე ნამდვილად გჭირდება ოთხბირთვიანი . და როგორც მივხვდი ამ თამაშში არანაირი HT არ შველის i3-ს (ჩემი პროცესორი ცოტა უფრო სწაფია ვიდრე შენი, მაგრამ როგორც ხედავ ამ თამაშში არანაირი სხვაობა არ იგრძნობა ი3-სა და ქორთუდუს შორის

Tan 4.0 davade specialurad, egre ra 2 birTvebis dro gavida.

(იგივე 8*** სერიის C2D არაა ეგ ქსეონი?) )

ki 8400,

ჩვენი ვიდეოებიც დაახლოებით ერთი და იგივე წარმადობის არის . ანუ 570 მაინც უნდა გქონდეს მაქსედისთვის .

rome II ras moitxovs rogori sainteresoa :D, albaT GTX 770 an 760 :D, atidan me-7 seriis top modelebs :)

Link to comment
Share on other sites

ცოტას თუ დაუკლებ ჩემზეც კარგათ შეუბერავ, ხშირ შემთხვევაში დიდი სხვაობა არცაა ხოლმე გრაფიკაში, დაჟე იქ სადაც DX11-ია, მე არ მაქვს DX11 კარტა მაგრამ რამდენჯერმე სპეციალურათ მაქვს დატესტილი ძლიერ კარტებზე და არ გავუოცებივარ ვიზუალიზაციის მომატებას, კი ემატებოდა მაგრამ ისეთი სხვაობა ვერ იყო სიტყვაზე 200$ კარტის მაგივრათ 500$ ყიდვა რომ მოგანდომოს ფულიც რომ გქონდეს ეგეთი კარტის

Link to comment
Share on other sites

ცოტას თუ დაუკლებ ჩემზეც კარგათ შეუბერავ, ხშირ შემთხვევაში დიდი სხვაობა არცაა ხოლმე გრაფიკაში, დაჟე იქ სადაც DX11-ია, მე არ მაქვს DX11 კარტა მაგრამ რამდენჯერმე სპეციალურათ მაქვს დატესტილი ძლიერ კარტებზე და არ გავუოცებივარ ვიზუალიზაციის მომატებას, კი ემატებოდა მაგრამ ისეთი სხვაობა ვერ იყო სიტყვაზე 200$ კარტის მაგივრათ 500$ ყიდვა რომ მოგანდომოს ფულიც რომ გქონდეს ეგეთი კარტის

მართალი ხარ :)

Link to comment
Share on other sites

თან იცი კიდე რა არის ბევრმა არ იცის რა უკლებს ყველაზე მეტათ ფპს- და პირდაპირ უკლებს ხოლმე ნასტროიკებს ქარხნულათ როგორც აყენია ისე, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საკმაოთ ნორმალურ ფპს მიაღწიო მინიმალური ვიზუალიზაციის დაკლებით, მაგაში დატვიკვაც ეხმარება ხოლმე თამაშს ინი ფაილიდან, ხშირათ გამომიყენებია ახალ იგრებში ჩემ სისტემაზე ეგ მეთოდიკა და საკმაოთ ამართლებდა ხოლმე ბევრ იგრებში, თუმცა ნახევარში არც კი დამჭირვებია, ისედაც სულ მცირე 30ფპს-მდე ქონდა ხოლმე მაქსიმალურ ნასტროიკებზე ჩართული ვერტიკალური სინხგრონიზაციით და AAQ16-ით, ანუ იმის თქმა მინდა რომ ეგ 600$ კარტები ნახევარზე მეტ იგრებში ფაქტიურათ ხალასტოი რეჟიმში მუშაობენ და არაფერში არ ჭირდება და 2-3 წლის შემდეგ რა გამოვა ეხლა ვის რაში აინტერესებს მაგ დროისთვის სამჯერ ძლიერი კარტას გამოუშვებენ ვიდრე იგივე GTX680, ზოგიერთი გეიმერი ეგეთი დონის კარტას 2-3 იგრისთვის ყიდულობს და ელოდება კიდე როდის გამოვა ძლიერი გრაფიკიანი თამაშები, ჩემთვის ეგ მიუღებელი ვარიანტია, მაგას მემგონი უფრო ისინი აკეთებენ ჩვენთან ვინც ფული არ იცის რაში მიახარჯოს, ანუ საკმარისი ფული აქვს 3000 ლარიანი სისტემის საყიდელათ

Link to comment
Share on other sites

ფულის თემაა რა.. ეხლა ჩემი სისტემა ამქვს 17იან მონიტორზე ვერ გამოვცავლე ფული არ მეყო და ვარჩიე ძლიერი პს.. ჰოდა აგერ 2 წელია არც კარტა არც პროცესორი არცერთ თამაშზე მე დატვირთული არ მინახავს... რა აზრი აქვს სასწაული კარტის ყიდვას სულ 2 თამაშს რო ჭირდება? ნუ ფული თუ თავზე აგდადგის მაშIნ ჰო...

Link to comment
Share on other sites

ეგრეა ნამდვილათ, ეგრე სხვათაშორის 25 მილიონიან იახტებზეც, ხოშის გასასწორებლათ ყიდულობენ უფრო მილიარდელები, შეიძლება წელიწადში 2-3-ჯერ ავიდეს მაგ იახტაზე სულ

Link to comment
Share on other sites

მაგას მემგონი უფრო ისინი აკეთებენ ჩვენთან ვინც ფული არ იცის რაში მიახარჯოს, ანუ საკმარისი ფული აქვს 3000 ლარიანი სისტემის საყიდელათ

+1 ეგრეა, უნდა იყიდო ყოველთვის ოპტიმალური ვარიანტი, აგერ პროცებზე აიღე 2500 და 2600-ს იგივე წარმადობა აქვთ იგრებში.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...

ახალი ინგეიმ სქრინები :spiteful:

rome-2-total-war-502b5c8087f05.jpgrome-2-total-war-502b5b8ebf673.jpg00112446556104187332.jpgrome-2-total-war-502b5cce18e9b.jpg2384297-vollbild.jpg

ეს ცოტა ძველები მაგრამ აქ არ დადებულა :)

total-war-rome-2-screenshot-008.jpgtotal-war-rome-2-screenshot-012.jpgtotal-war-rome-2-screenshot-010.jpgtotal-war-rome-2-screenshot-011.jpgtotal-war-rome-2-screenshot-009.jpgtotal-war-rome-2-screenshot-005.jpgNh1KY.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რაღაც ჩანახატებს უფრო გავს ვიდრე გეიმპლეი სკრინებს, ალბათ ან კატსცენებია ან ჯერ არა აქვთ მზათ იგრავოი სცენები

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...
  • 3 weeks later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.