Jump to content

შეკეთება/რემონტი საკუთარი ხელებით


Recommended Posts

გამარჯობათ!

ამ თემაში დაიდება ვიდეოები,რაც საჭიროა ყველამ ვიცოდეთ,რადგან ნებისმიერ წვრილმანზე ხელოსანთან სიარული დამღლელია.


პ.ს: თუ ზოგმა იცით ესენი,არ გვინდა ამის დამცინავად გამოხატვა,რადგან სასარგებლოს არაფერს აკეთებს ეს საქციელი,თუ რამე ვიდეო დადეთ შემეცნებითი
[/CODE]

მთავარი რაც საჭიროა ხოლმე,არის ტესტერი,აქ ახსნილია თუ რა ფუნქცია რას ზომავს:

გაზომვის შემდგომ უკვე შეკეთებას ვახდენთ,რაც უმეტესად მირჩილვით(პაიკა) სრულდება:

თუნდაც როცა ნოუთბუკის დამტენი ფუჭდება,უმეტესობა საყიდლად გარბის,არადა ყველაზე ხშირად სადენი წყდება ხოლმე შტეკერის მიდამოში,საჭიროა მაგი სადენის და შტეკერის გაფცქვნა ,ასე 10-სმ-იანი მონაკვეთის მოჭრა,თუ ტესტერი არ გვაქვს ცუდია(ჩინური 2 ლარი ღირს,რას ასეთ ამბავში წავა მშვენივრად),თუმცა უმაგისოდაც შეიძლება,როცა სადენს გავფცქვნით და მიმავალი სადენის ფერს დავიმახსოვრებთ,თუ სად ერთდება.

ყველა ნოუთს კი ზედვე ახატია,თუ შტეკერის რომელი მხარეა + და -.

image.png

მობილურის დამტენებზეც იმავე ვარიანტია,მაგის გაფუჭების მიზეზი არის სადენისს ჩაწყვეტა შტეკერის მიდამოში,ან იშვიათად სადენის ადაპტერიდან გამომავალ მიდამოში.

ახლა კი რა გვინდა იმისთვის რომ მივარჩილოთ სადენი:

კალა(2 -3ლარი ღირს 1 მეტრო მავთული თავისი კანიფოლით,რაც რამდენიმე ათეულ მირჩილვაზე გეყოფათ),ლინკ:

http://dac.ge/category.php?catid=7&subcatid=10

კანიფოლი-მე საკმეველსაც ვხმარობ,იმავეა რაც ანალოგი.

სარჩილავი,ანუ "პაიალნიკი" -მისი სიმძლავრე ვატობით იზომება,იყიდეთ 40 ან 60 ვატიანი ,ლინკ:

http://dac.ge/category.php?catid=27&subcatid=114

იმისათვის რომ ეს ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს,სასურველია თერმოკუმშვადი მილი,ლინკ:

http://dac.ge/category.php?catid=18&subcatid=62

wzb8jcp4.png

მილის ბოლო გახურების შემდეგ:

rdlftqi3.png

ამ მილს მოვჭრით სასურველ ზომაზე(ზემოთ ვიდეოშია მირჩილვაზე) და სანთებელით გავახურებთ,შედეგს ვიღებთ ასეთს:

wv65di3o.png

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა ყოჩაღ

ერთგვარი სტიმული მოგცა ცალკე ტოპიკის გამოყოფამ :D

გეთანხმები ძაან კაი იდია მოუვიდა NEIRON-ს :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.