Popular Post xosito Posted June 17, 2012 Popular Post Share Posted June 17, 2012 გამარჯობათ, დღეს $#^#(|დები აგიხსნათ თუ როგორ შევფუთოთ, კომპიუტერის კვების ბლოკის კაბელები. ვინაიდან საქართველოში არ იშოვება საჭირო მასალა, დაგვჭირდება უცხოური ბაზრის დახმარება, მაგალითად amazon-ის, საიდანაც მე გამოვიწერე ეს ბადე http://www.amazon.co...d_bxgy_pc_img_b (მე ამას არ გირჩევთ რადგან საკმაოდ ცოტა კაბელი შეფუთა და მთელ კვებას არ ეყო) აქ კი შეგიძლიათ ზომის მიხედვით შეარჩიოთ http://www.dazmode.c...ndex&cPath=139= ასევე დაგჭირდებათ, ამდაგვარი რამ კაბელების მოსახსნელად რომლის შეძენაც აქ შეგიძლიათ http://www.amazon.com/mod-smart-Full-Removal-Tool/dp/B001KQDS6G/ref=pd_bxgy_pc_img_c ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს გადავალ ახსნაზე მე ზემოთ ხსენებულ ნივთში რომელიც კაბელებს ხსნის ფული ვერ გავიმეტე რადგან ადვილად შეიძლება შემცვლელის დამზადება სახლის პირობებში უბრალოდ დაგჭირდებათ: ორ კბილა თმის სამაგრი, უბრალო საწერი კალმის გული და ალუმინის ქაღალდი (როლემსაც კალმის გულზე შემოვახვევთ) ასე გამოიყურებიან კალმის გული გამოგვადგება molex კაბელებისმოსახსნელად, რომელსაც შემდეგნაირად ვიყენებთ, კალმის გულის წვერს ჩავარჭობთ მოლექს შტეკერში და დავაწვებით მასზე ჩამოცმულ ალუმინის ფირფიტას როგორც კი ფირფიტა ჩამოეცმევა მოლექსის თავს, კალმის გულს ოდნავ მივაწვებით და კაბელი კარეთ აღმოჩნდება. ახლა თმის სამაგრის გამოყენებას გასწავლით ჩავარჭობთ 24 პინიანი შტეკერის, გვერდებზე დატოვებულ ჭრილებში, ცოტა ძლიერად დავაწვებით და უკანა მხრიდან კაბელს ხელით გავწევთ, კაბელი გარეთ აღმოჩნდება. ანალოგიურად ვიქცევით 4 პინიან, 8 პინიან და 6 პინიან კაბელებზეც ხოლო რაც შეეხება SATA PoWer კაბელს, აქ შედარებით მარტივადაა საქმე, ზემოთ ხსენებული ხელსაწყოები არ გვჭირდება, უბრალოდ შტეკერის თავზე არსებულ პლასმასის სახურავს ამოვწევთ და კაბელებიც გამოჩნდება, ამ კაბელებს კი სათითაოდ ამოვწევთ ზევით, აუცილებელია სწორი მიმართულებით ამოვწიოთ რათა კაბელი არ დაზიანდეს უხეში ამოგლეჯვით, რადგან შეფუთვის შემდეგ ისევ უკან მოგვიწევს ჩასმა და შესაძლოა, პრობლემატური გახდეს სწორად ჩაჯენა. თანმიმდევრობას არააქვს მნიშვნელობა, პირველს 24 პინიანს დახსნით და ააწყობთ თუ მოლექს-ს, მთავარი აუცილებლობაა! კაბელებიი არ აგერიოთ და აწყობისას სწორედ იქ დააბრუნოთ საიდანაც მოხსენით. ამისათვის საჭიროა თითოეული კაბელის დანომრა, ეს შესაძლებელია მოხერხდეს, ქაღალდის წობოვანი ლენტით (სკოჩით), რომელიც კაბელის თავზე შეგვიძლია შემოვახვიოთ, ნომერაცია კი აწერია თავად შტეკერს, ნუ რომლებსაც არ აწერია, როგორც ჩემი კვების 24 პინიანს არ ეწერა, მოვახდინე საწყისი წერტილის მონიშვნა და იქიდან დავიწყე კაბელების ათვლა, მაგალითად თუ საწყისი წერტილის კაბელი მოუწია ყვითელი ფერის, კაბელის თაზე დავაწერე 1, შემდეგ კაბელზე 2 დ.ა.შ 24-მდე შემდეგ კი ყველა კაბელი შევკარი ერთი მთლიანი სკოჩით და ჩამოვაცვი ბადე, შეკვრა აუცილებელია თუ მთლიანად ვფუთავთ 24-ივე კაბელს 1 ბადეში რადგან რომელიმე კაბელის წვერი ბადეს არ გამოედოს და არ დაზიანდეს. ნუ თუ სათითაოდ ვფუთავთ თითოეულ კაბელს, მაშინ არაა საჭირო, ჩემს შემთხვევაში რაღაც ნაწილის ერთი ბადით შეკვრა მომიწია,, ხოლო შემდეგ კი სათითაოდ შევფუთე 24 კაბელი, რადგან სხვანაირად ბადე არ მეყოფოდა ყველა კაბელზე. როგორ ჩამოვაცვათ ბადე კაბელს, აუცილებელია თავი მოვუწვათ ბადეს რადგან ჩამოცმის დროს არ გაიშალოს თორემ გაშლილი ნაწილის მოჭრა მოგვიწევს და ეს თუ არ გავითვაისწინეთ შესაძლოა ბადე არ გვეყოს. ოდნავ მივაწვებით ბადეს თავი გაუფართოვდება და თავისუფლად გადავა მოუხსნელ შტეკერზეც კი ეს კი მაგალითისთვის: შესაძლებელია სანთებელით დავაწვრილოთ შეკუმშვადი მილი, მაგრამ არის სპეციალური ფენი რომელიც თანაბრად კრავს ყველა მხრიდან ამ მილს. თუ კვების ბლოკს შიგნით შეუშვებთ ბადეებს, სასურველია ე.წ. ხამუთით შევკრათ, რათა არ გაძვრეს მოულოდნელად გარეთ სისტემის აწყობისას. ამჟამად ასე გამოიყურება ჩემს მიერ შეფუთული კვება, მერწმუნეთ თუთითოეულ კაბელს სათითაოდ შეფუთავთ ვიწრო ბადით უფრო ეფექტური და ლამაზი გამოდის ვიდრე ყველა კაბელი 1 ბადეში მოქცეული, უბრალოდ მე ეს ვერ გავთავლე და ამიტომ ასე მომიწია შეფუთვა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოხარული ვიქნები ეს სტატია ვინმეს თუ გამოგადგებათ :blush: 36 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted June 17, 2012 Share Posted June 17, 2012 ვაუ მალადეც. ანუ 6 პინიანი და 8 პინიანი კაბელებიც ცალ-ცალკე რომ შეფუთო ლამაზი გამოვა... ასევე მოლექსები და სატა კვების კაბელები 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted June 17, 2012 Share Posted June 17, 2012 მადლობა,კარგი სტატიაა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 17, 2012 Author Share Posted June 17, 2012 გმადლობ რომ მოიწონეთ რომლის შეძენაც აქ შეგიძლიათ http://www.overclock...o=new_post&f=10 ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს გადავალ ახსნაზე ტექნიკური შეცდომა გამეპარა და თუ შეგიძლიათ ამ ადგილად არსებული oC-ს ლინკი, რომ დევს ამით ჩაანაცვლეთ http://www.amazon.com/mod-smart-Full-Removal-Tool/dp/B001KQDS6G/ref=pd_bxgy_pc_img_c 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mishka3339 Posted June 17, 2012 Share Posted June 17, 2012 საღოლ საღოლ, მართლა კარგი ნამუშევარია, ბევრს გამოადგება :thumbsup: :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 23, 2012 Share Posted October 23, 2012 გმადლობ რომ მოიწონეთ ტექნიკური შეცდომა გამეპარა და თუ შეგიძლიათ ამ ადგილად არსებული oC-ს ლინკი, რომ დევს ამით ჩაანაცვლეთ http://www.amazon.co...d_bxgy_pc_img_c ჩავასწორე ლინკი საღოლ ძალიან მაგარი თემაა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted October 23, 2012 Author Share Posted October 23, 2012 მადლობა სოსო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted October 23, 2012 Share Posted October 23, 2012 აუ შენ რა მაგარ სტატიებს წერ სულ, რასაცქვია მტელი ყურადრებიტ ვკითხულობ ხოლმე, თან კარგად გაქ დასურატებულიც და ალბათ არარსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც აქ შემოვიდეს და დამოდინგება უნდოდეს და ეს თემები არ გამოადგეს... ყოჩაღ, მაგარი ხარ... :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted October 23, 2012 Author Share Posted October 23, 2012 მადლობა მიყვარდა ბავშვობიდან ჩხირკედელაობა და ახლაც გამომყვა ცოტა ცოტა, რაღა ჩემთვის ჩავიკლა მეთქი და ეს ფორუმი თქვენთვის გაზიარების სშუალებასაც მაძლევს, თუ გამოადგება ვინმეს მაგას რა სჯობია :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 ვაა საღოლ ხოსეპ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 ძალიან საინტერესო იყო მადლობა ხოს თან არაა რთული ენით დაწერილი და ადვილი გასაკეთებელია ძალიან <3 საღოლ ხოს მაგარი ხარ მეც უნდა გავაკეთო ბადე თუ ვიშოვე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Opteron Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 კვება რომ გავხსნა გარანტია ფაფუ?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 კი თუ პლომბი ადევს ანუ გარანტიის ფურცელი აქ მირტყმული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted July 3, 2014 Share Posted July 3, 2014 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted July 7, 2014 Author Share Posted July 7, 2014 ვახ საინტერესოა ეს თემა თუ გამოიყენა ვინმემ გადავწყვიტე კაბელები გადავაკეთო შავ მოდზე ან შერეულად წითელზე და შავზე და თქვენ რას მირჩევთ? ღირს გადაკეთება თუ შევცვალო კვება? ეს ტესტ ვარიანტი გავაკეთე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2014 Share Posted July 7, 2014 ვახ საინტერესოა ეს თემა თუ გამოიყენა ვინმემ გადავწყვიტე კაბელები გადავაკეთო შავ მოდზე ან შერეულად წითელზე და შავზე და თქვენ რას მირჩევთ? ღირს გადაკეთება თუ შევცვალო კვება? ეს ტესტ ვარიანტი გავაკეთე ქურდულია შავი გადააკეთე :wit: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted July 7, 2014 Author Share Posted July 7, 2014 აჰაა მაშინ მოვუხერხებ რამეს, აბა სხვებიც ემხრობით? ღირს წვალებად? გძეტა 30-40 ლარის კაბელები დამჭირდება და კიდევ 1-2 გათენებული ღამე, გავრისკო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2014 Share Posted July 7, 2014 აჰაა მაშინ მოვუხერხებ რამეს, აბა სხვებიც ემხრობით? ღირს წვალებად? გძეტა 30-40 ლარის კაბელები დამჭირდება და კიდევ 1-2 გათენებული ღამე, გავრისკო? მაშინ არა წითელი ლედები გაქ და შავი რათ გინდა. მაინც ნახე როგორია სურათებში წითელ ლედებზე შავი კაბელები და მერე გადაწყვიტე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted July 7, 2014 Share Posted July 7, 2014 შავი და წითელი კარგად მიდის ერთმანეთთან 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mail10 Posted January 26, 2015 Share Posted January 26, 2015 მაგარი საჭირო თემაა კარგად ახსნილ-დასურათებული +1 მადლობა ჩემგანაც თუ კვების ბლოკს შიგნით შეუშვებთ ბადეებს, სასურველია ე.წ. ხამუთით შევკრათ, რათა არ გაძვრეს მოულოდნელად გარეთ სისტემის აწყობისას.მგონი ჯობს ჯერ ხამუთი მოუჭირონ მერე შეკუმშვადი მილი უფრო ლამაზი იქნება :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Xocho Posted November 24, 2016 Share Posted November 24, 2016 ბიჭებო ეს რაღაც ცეცხლგამძლეა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ragnaross Posted June 21, 2017 Share Posted June 21, 2017 ის წითელი რა არის სანთებელით ტემპერატურაზე რომ ვიწროვდება და ლამაზად აჯდება კაბელს შესაერთებელთან? რა ქვია ან სად ვიყიდი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 22, 2017 Share Posted June 22, 2017 20 hours ago, Ragnaross said: ის წითელი რა არის სანთებელით ტემპერატურაზე რომ ვიწროვდება და ლამაზად აჯდება კაბელს შესაერთებელთან? რა ქვია ან სად ვიყიდი? თერმოკუმშვადი მილი, იყიდება ელიავაზე სადენების მაღაზიებში იმაზე უფრო იაფად, ვიდრე ბრენტირებულ მაღაზიაში. თუ მაღაზია გინდა კონკრეტულადhttps://www.dac.ge/?act=category&catid=18&subcatid=62https://www.dac.ge/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.