X-treme user Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 Koolance-მა წარმოადგინა სრული დაფარვის მქონე წ^ლის ბლოკი GeForce GTX 690 ვიდეობარათისთვის, სახელწოდებით VID-NX690. ის ახდენს ორივე გრაფიკული პროცესორის, PLX PEX 8747 ხიდის, ძალური ელემენტებისა და მეხსიერების მიკროსქემების გაგრილებას. ნაწარმი დამზადებულია ნიკელირებული სპილენძისგან, ხოლო შავი ფერის დეტალები, როგორც ჩანს, აცეტალისგან. მილების შეერთებისთვის განკუთვნილი ორი ხვრელი სტანდარტული, G1/4 დიამეტრისაა. აგრეთვე განცხადებულია 0,5 მმ სისქის მიკროფირფიტების გამოყენებაც. ხოლო რაც შეეხება შიდა სტრუქტურას, ის ჯერჯერობით უცნობია. ბლოკის წონა შეადგენს 1 კგ-ს, ზომები კი - 254x127x19,1 მმ-ს. მწარმოებლის საიტზე მისი ღირებულება გახლავთ 145$, საბითუმო შეკვეთის შემთხვევაში (დაწყებული 10 ერთეულიდან), ის ხელმისაწვდომი ხდება უკვე 133$-ად. Overclockers.ua 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.