X-treme user Posted May 21, 2012 Share Posted May 21, 2012 ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მონობლოკურ კომპიუტერ Toshiba dynabook REGZA PC D732/T9-ის შესახებ. შუქდიოდური განათების მქონე, 23-დუიმიან Full HD დისპლეის გარდა, ის მოიცავს III თაობის Intel Core (Ivy Bridge) პროცესორებს. ბაზურ კომპლექტაციაში შესულია 2,30 გჰზ-ზე მომუშავე მოდელი Core i7-3610QM (Turbo Boost რეჟიმში - 3,30 გჰზ-მდე), 2-არხიანი 8 გბ DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბ მოცულობის მყარი დისკი და ოპტიკური წამყვანი Blu-ray XL (BDXL) დისკების მხარდაჭერით. ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია ხმოვან ქვესისტემა SRS Premium Sound 3D-თი, ციფრულ TV-ტუნერით, USB 3.0-ებით და ერთი HDMI-ით, SD-ფორმატის მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტით. ქსელურ დაკავშირებას კი უზრუნველყოფენ Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11 b/g/n ადაპტერები. პროდუქტის ღირებულება შეადგენს 2655$-ს და ის ხელმისაწვდომი იქნება სამი ფერის ვარიანტის სახით. IXBT 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.