Popular Post zV1 Posted May 12, 2012 Popular Post Share Posted May 12, 2012 შესავალი როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690. კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან. როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 - GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მოკლედ რომ ვთქვათ, GTX670-ს GTX680-თან შედარებით 9%-ით ნაკლები Core Clock აქვს.აქვს ასევე 1-ით ნაკლები SMX-ები და 16-ით ნაკლები ტექსტურული იუნიტი.შევხედოთ GTX670-ის რეფერენსულ დიზაინს: ასევე შევხედოთ მის GPU-Z-საც: თუმცა კომპანია Nvidia-ს პარტნიორები მას გამოუშვებენ როგორც რეფერანს-ქულერით,ასევე ნახევრად და სრულად კუსტარული ქულერით.მათ ზოგიერთ ფოტოს შეგიძლიათ შეხედოთ აქ - http://www.anandtech.com/Gallery/Album/1953#1 ასევე ვნახოთ ფასების შედარება სხვა ბარათებთან: GTX670-ის კონკურენტი HD7950 იქნება. შეეგებეთ Geforce GTX670 შედარებით დაბალი ენერგო მოხმარების ხარჯზე GTX670 9.5ინჩის სიგრძისააა,როდესაც GTX680-ის სიგრძე 10 დუიმია. მაგრამ PCB მხოლოდ 6.75 ინჩის სიგრძისაა,3.25 ინჩით მოკლე, ვიდრე GTX680-ისა. ამ ყველაფრის ნათლად დასანახად, შევხედოთ ფოტოს: შენიშვნა: ამ სურათზე მოცემულია EVGA-ს ვიდეობარათი, რომელიც რეფერენსულის იდენტურია პატარა PCB შემთხვევითობა არააა,რადგან ვიდეობარათისთვის,რომელიც მხოლოდ 170 ვატს მოიხმარს, Nvidia-ს უფრო გრძელი PCB არ სჭირდება. შევხედოთ GTX670-ის ზედა ნაწილს: კომპანია Nvidia ამბობს რომ GTX670 იყენებს იგივე ქულერს რომელსაც GTX680.თუმცა მიუხედავად ამისა, ხმაურის დონეები მაინც სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. შევხედოთ ასევე ვიდეობარათის მხოლოდ PCB-ს: დაბალი ენერგომოხმარების გამო, GTX670-ის PCB მოკლეა,VRM Circuitry კი, ამჟამად მის ზემოთა ნაწილშია, თუმცა ისინი მცირე ზომისანი არიან. ამგვარად, GTX670 არ გამოგვადგება Heavy Overclocking-ის დროს. Nvidia ასევე ვოლტაჟის მომატების ნებასაც არ გვრთავს. წინა პლანზე მხოლოდ 4 და 8 Hynix R0C GDDR5 RAM ჩიპებია, ხოლო დანარჩენი 4 - უკანა ნაწილზეა.ასევე ვიდეობარათის ზედა იარუსზე ჩვენ ვხედავთ PCIe დენის მაკავშირებლების პორტს და SLI-ხიდს. გარდა ამისა, Nvidia-ს იგივე I/O აქვს გამოყენებული GTX670-ში,როგორიც GTX680-ში და აქედან გამომდინარე, მათი Output პორტები იდენტურია. ტესტები ტესტებში GTX670-ისთვის გამოყენებული იყო დრაივერების ვერსია 301.33, GTX680 და GTX690-ისთვის - 301.34, Nvidia-ს დანარჩენი ვიდეობარათებისთვის კი - 301.24. შევხედოთ კონფიგურაციას: Crysis Warhead თუ GTX680-ის სისუსტე იყო Crysis-ი, მდგომარეობა არც GTX670-ისთვის შეცვლილა. GTX670 მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება. Metro:2033 ისევ და ისევ, GTX670 სულ მცირედით ჩამორჩება GTX680-ს,თუმცა 10 კადრ წამზე მეტით უსწრებს GTX580-ს. Total War: Shogun 2 განსხვავება 5760X1200 და 2560X1600 რეზოლუციებზე ისევ მცირეა,მაგრამ FULLHD გაფართოებაში, GTX 670 10 კადრი წამით ჩამორჩება GTX680-ს, GTX580-ს კი მთელი 30-ით უსწრებს. Batman: Arkham City განსხვავება GTX680-სა და GTX670-ს შორის ისევ მცირეა,GTX670 კი დაახლოებით 20 კადრი წამით უსწრებს GTX580-ს. Battlefield 3 როგორც ყოველთვის,GTX670-სა და GTX680-ს შორის განსხვავება მცირეა,GTX580-ს კი GTX670 დაახლოებით 15 კადრი წამით იტოვებს უკან. The Elder Scrolls V: Skyrim აქაც იგივე სიტუაცია მეორდება,თუმცა FULLHD გაფართოებაში GTX670 უმნიშვნელოდ ჯობნის GTX680-ს. სინთეტიკური ბენჩმარკები 3D Mark Vantage Pixel And Texture Fill 3D Mark Vantage Pixel Fill-ში იგივე სიტუაცია მეორდება რაც თამაშებში. ხოლო 3D Mark Vantage Texture Fill-ში, GTX680 17 გიგაპიქსელით სჯობს GTX670-ს. DirectX11 Detail Tesselation Sample აქ კი ძალიან საინტერესო სიტუაციააა,Normal-ში GTX670 ჯობნის GTX680-ს,Max-ში კი GTX680-ი ჯობნის GTX670-ს თუმცა არც ისე დიდი სხვაობით. Unigine Heaven აქ GTX680-ი GTX670-ს 7 კადრი წამით ჯობია,ხოლო GTX580-ს GTX670-ი მთელი 17 კადრი წამით ჯობია. ენერგომოხმარება,ვოლტები,ტემპერატურები და ხმაურის დონეები დაუტვირთავ რეჟიმში, GTX670 GTX680-ის მსგავსად მოიხმარს ენერგიას.მაგრამ Long Idle Power Consumption-ში, მათზე შედარებით უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ HD7970, HD7950 და HD7870. როდესაც GTX670 დატვირთულია, Metro 2033-ით ის მოიხმარს მთელ სისტემიანად 317 ვატს, საბოლოო ჯამში, ის GTX680-თან შედარებით, 50 ვატით ეკონომიურია. მასზე ნაკლებ დენს კი მხოლოდ HD7870 იყენებს. ტემპერატურები აქ როგორც ხედავთ, GTX670 ისეთივე ტემპერატურა უჭირავს როგორიც GTX680-ს. აქ კი GTX670 2 გრადუსით გრილია GTX680-ზე.74 გრადუსი არაა ცუდი ტემპერატურა დატვირთულზე,მითუმეტეს რეფერანს ქულერზე. OCCT-ში ტემპერატურის მაჩვენებელი 77 გრადუსამდე იზრდება,რომელიც ისევ არ არის ცუდი. ხმაურის დონეები Nvidia ამბობს, რომ მას იგივე ქულერი აქვს გამოყენებული, რაც GTX 680-ში, თუმცა მასთან შედარებით, ის 1.2 დბ-ით უფრო ხმაურიანია. ეს სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა ჩვენ GTX670-ს ჩუმ ბარათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ეს მახასიათებელი საშუალოა. აქ კი, GTX670 უფრო ჩუმია ვიდრე GTX680,თუმცა სხვაობა არც ისე დიდია. აჩქარებული GTX670:პერფორმანსი, ენერგომოხმარება, ვოლტები, ხმაურის დონე და ტემპერატურები GTX670-ის აჩქარება მოხერხდა 1065 მჰზ-მდე,ხოლო Turbo Boost-ით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 1234-მდე გაიზრდება. აჩქარებული 670 იგივე ენერგიას იხმარს რასაც აუჩქარებელი GTX680. ტემპერატურები აჩქარებული GTX670 4 გრადუსით ცხელია, ვიდრე აუჩქარებელი 680. საერთო ჯამში კი, ეს ტემპერატურა არც თუ ისე სახარბიელოა. ხმაურის დონე ქარხნულ GTX670-თან შედარებით, აჩქარებული ვარიანტი 3.9 დბ-ით უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ხოლო GTX680-თან მიმართებით კი - 3.2 დბ-ით. აჩქარებული GTX670:სათამაშო პერფორმანსი აჩქარებული GTX670 ყველა თამაშში ჯობნის აუჩქარებელ GTX680-ს. საერთო ჯამში კი, სხვაობა 5 კადრი წამშია. ბოლოსიტყვაობა GTX670 მარტივად რომ ვთქვათ GTX680-ის ოდნავ შეკვეცილი ვერსიააა,ნაკლები ენერგომოხმარებით და ცოტა ნაკლები სათამაშო პერფორმანსით. ტემპერატურები არც თუ ისე ცუდი აქვს GTX670-ს,დატვირთულზე 77 გრადუსი.ვიდეობარათი არც ისე ჩუმია,თუმცა არც ძალიან ხმაურიანი. ენერგომოხმარების მხრივ, მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დატვირთულ რეჟიმში ის 50 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე GTX680. აჩქარების შემთხვევაში კი, GTX670-ი უკვე ჯობნის GTX680-ს, მაგრამ ამასთან ხდება უფრო ხმაურიანი,და იმატებს ასევე ტემპერატურა.ასე, რომ გირჩევთ ან კეისი კარგად გააგრილოთ,ან არარეფერანსი GTX670 შეიძინოთ, ან ხმაური თუ არ გიყვართ, შეიძინეთ წ^ლის ბლოკი იყიდეთ. მე მაგალითად, GTX680-ს მაგივრად GTX670-ს ავიღებდი,100 დოლარით იაფია და აჩქარებულზე პირიქით ჯობნის GTX680ს. ბენჩმარკები მოყვანილია Anandtech.com-იდან. © Overclockers.ge By zV1 :bow: 21 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჩეგე Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 center პოსტს აუშნოვებს IMHO Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 :okro: კაი სტატიაა წავიკითხეერთი შენიშვნა, ეს უფრო კარგად გააკეთე GTX 680 GTX 670 GTX 580 GTX 570 Stream Processors 1536 1344 512 480 Texture Units 128 112 64 60 ROPs 32 32 48 40 Core Clock 1006MHz 915MHz 772MHz 732MHz Shader Clock N/A N/A 1544MHz 1464MHz Boost Clock 1058MHz 980MHz N/A N/A Memory Clock 6.008GHz GDDR5 6.008GHz GDDR5 4.008GHz GDDR5 3.8GHz GDDR5 Memory Bus Width 256-bit 256-bit 384-bit 320-bit VRAM 2GB 2GB 1.5GB 1.25GB FP64 1/24 FP32 1/24 FP32 1/8 FP32 1/8 FP32 TDP 195W 170W 244W 219W Transistor Count 3.5B 3.5B 3B 3B Manufacturing Process TSMC 28nm TSMC 28nm TSMC 40nm TSMC 40nm Launch Price Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 ჩავასწორე ეგენი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ჩავასწორე ეგენი :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 საღოლ , ძალიან მაგარია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 სპასიბა ბრატცი დადებითი შეფასებისთვის.აუ მოდერებს ვთხოვ,სულ პირველი 670-ის სურათი რო მიდევს,მანდ კი არ უნდა მედოს შეეგებეთ 670-ის ქვემოთ უნდა მედოს და იქნება ვინმემ ჩაასწოროს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ყოჩაღ კარგი სტატიაა. როგორც მივხვდი GTX 670 და GTX 680 ისე არიან როგორც I5-2500K და I7-2600K. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 დაენძრა 580-ს :keh: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 დაენძრა 580-ს ხოოოო უმეტეს თამაშებში დაახლოებით 30 კადრი წამშით ჯობნის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ეხლა 580 არ გაიაფდება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 როგორ არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Unlimate Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ფული გამოჩნდეს და ეგრევე 670 ავიღებ იმენა გიჟი კარტა არის 8800 გტ მაგონებს რომ გამოვიდა 2007 წელს ისეთივე მაგარი perfomance აქვს :baby: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 კარგი სტატიაა.. და 690-ის ტესტები რატომ არაა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 690-ის რევიეუ როგორ არაა აქა ჩვენ ფორუმზე.საუკეთესო ვიდეოკარტაა ჩემი აზრით Price/Performance კუთხით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 670-ს ყოჩაღ ისე.. ამისგან ამდენს არ მოველოდი :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 670-ს ყოჩაღ ისე.. ამისგან ამდენს არ მოველოდი არც მე,თან დაარაზგონებ და 680-საც აჯობებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 690-ის რევიეუ როგორ არაა აქა ჩვენ ფორუმზე. საუკეთესო ვიდეოკარტაა ჩემი აზრით Price/Performance კუთხით პერფომანსი კაი ,მარა ფასი საუკეთესო? რა სისულელეა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ხოოოო უმეტეს თამაშებში დაახლოებით 30 კადრი წამშით ჯობნის ასე თუ გააგრძელეს 580-ს 660-იც გადაუვლის 660 ალბათ ასეთი იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 რა სისულელე,რა ცუდი ფასი აქვს?ეგ ფასი HD7950-ი ღირს რომელიც ამასთან ახლოსაც ვერ მივაAvenger შენ წარმოიდგინა გტ620 რა იქნება :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ასე თუ გააგრძელეს 580-ს 660-იც გადაუვლის 660 ალბათ ასეთი იქნება :lollol: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mishka3339 Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ასე თუ გააგრძელეს 580-ს 660-იც გადაუვლის 660 ალბათ ასეთი იქნება :rofl: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 12, 2012 Author Share Posted May 12, 2012 მაგხელა? ძალიან დიდია გტ620 რა იქნება,პსი ექსპრეს სლოტიც კი მაგაზე დიდი იქნება :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mishka3339 Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 მართლა რა კაი კარტა, საღოლ ნვიდიას ყოველთვის ამართლებს მოლოდინს, 660 კარგი რამე იქნება :baby: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 ხო მეც 660 მაინტერესებს წესით 570-ს უნდა აჯობოს და სადღაც 250 დოლარი ღირდეს + ძალიან გრილი და ეკონომიური უნდა იყოს ამ 670-ს რაც შეეხება მართლა მაგარია და ფასი დღეისთვის მართლაც საუკეთესო აქვს მოკლედ ახალი თაობის ვიდეოები ძალიან მაგარია პროცესორებმა კიდ მაგრად ჩაისვარეს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.