სოსო Posted May 9, 2012 Posted May 9, 2012 მარტში Thermaltake-მა პირველად წარმოადგინა დახურული ტიპის წ#$%ს გაგრილების სისტემები რომლებიც Water 2.0 სერიაში შედიან. დღეს ოფიციალურად მოხდა ამ პროდუქტების ანონსი. არსებობს ორი ვერსია Pro და Performer, მათ შორის განსხვავება ალუმინის რადიაოტორის სისქეა (49 და 27 მმ შესაბამისად) ხოლო საუკეთესო ვარიანტია Extreme ვერსია. ყველა სისტემა აღჭურვილია ორი 120მმ-იანი ვენტილატორით ბრუნვის სიჩქარით 1200-დან 2000-მდე და ხმაურის დონის კონტროლის სისტემით. მაქსიმალური ხმა 27.4 DBa ხოლო Airflow შეადგენს 81.3 CFM (კუბური ფუტი წუთში). წ#$%ს ბლოკი სპილენძის ძირით თავსებადია ყველა თანამედროვე სოკეტთან. ჩაშენებული პომპის ძრავი მუშაობს 2800 ბრუნით წუთში. Performer ვერსიის რადიატორის ზომებია 151 х 120 х 27 მმ, წონა 815გ, Pro მოდელის რადიატორის ზომებია 149.9 х 119.9 х 49 მმ, ხოლო წონა 1060გ, Extreme ვერსიის რადიატორი 270 x 120 x 38.3 მმ და წონა 1150გ. Water 2.0 Performer და Pro უკვე არის გაყიდვაში 70 და 100 დოლარად შესაბამისად, Extreme ვერსია გაყიდვებში ივლისში გამოჩნდება საცალო ფასით 130 დოლარი. ასეთი დახურული სისტემის წყის გაგრილებები საკმაოდ მოსახერხებელია, სისტემას აწყობა და წვალება არ სჭირდება თუმცა წარმადობით ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ღია High End წ#$%ს გაგრილების სისტემებს. 2
chinchara Posted May 10, 2012 Posted May 10, 2012 კაი ჩანს შეიძლება ვიყიდო იქსტრიმი პომპის ძრავი რამდენად ხმაურიანია ხო არ იცით?
Guest Posted June 4, 2012 Posted June 4, 2012 performer ვიყიდე და რომ ჩამოვა დავწერ როგორი გამოდგება :)
Recommended Posts