X-treme user Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 იაპონიაში მოკლე დროში უკვე მეორედ დამყარდა რეკორდი Heaven DirectX 11-ში — 3757,69 ქულის სახით. შემთხვევა დიდად გამორჩეული არ არის, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ საინტერესო ფაქტებთან, რომელიც ცნობილი გახდა მისივე ავტორის Hideo-ს მიერ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს აზოტის ბენჩ-სესიისთვის განკუთვნილი, ორიგინალური ვიდეობარათი VTX3D Radeon HD 7970 X Edition (PowerColor HD 7970 V2-ის ანალოგი) - ნომინალური 1050/5700 მჰზ სიხშირეებით, ბირთვზე და მეხსიერებაზე შესაბამისად. რეფერენსულ მოდელების მსგავსად, დაფა აღჭურვილია გრაფიკული ჩიპის 6 კვების ფაზით, მოიცავს DirectFET კორპუსში განთავსებულ ტრანზისტორებს და Cooper Bussmann დროსელებს. ოვერქლოქერმა შეძლო GPU-სა და მეხსიერების ძაბვის გაზრდა 1,63 /1,895 ვ-მდე, რის შემდეგაც, თანდათან ააჩქარა პროდუქტი - 1747/7884 მჰზ-მდე. მიუხედავად ეფექტური გაგრილებისა (-145°C დატვირთულზე), ეტალონურმა Radeon HD 7970-მა მაინც ვერ გაუძლო ასეთ აგრესიულ ოვერქლოქინგს. მას დაეწვა VRM და Tahiti XT ბირთვის დიდი ნაწილი. სისტემა კი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: პროცესორი - Core i7-2600K @5048 მჰზ, მეხსიერება - 2x2 გბ DDR3 @2098 მჰზ CL7, სისტემური დაფა - Asus Maximus IV Extreme (P67)კვების ბლოკი - 1200 ვ Overclockers.ua 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 ვა დაჟე ბირთვი დაწვა? საღოლ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.