X-treme user Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 AMD არ ჩქარობდა თავის 28 ნმ ვიდეობარათების გაიაფებას - NVIDIA-ს ახალი თაობის მოდელის გამოშვებისდა საპასუხოდ. შესაძლოა, ამის მიზეზი GeForce GTX 680-ის Radeon HD 7970-თან არასაკმარისად დამაჯერებელი უპირატესობა ანდა ამ ტექ-პროცესზე დამზადებულ პროდუქტების მიწოდებათა მოცულობა ჯერჯერობით ჩამორჩება მოთხოვნილების დონეს. ასეა თუ ისე, დროთა განმავლობაში, ფასების შემცირება მაინც აუცილებელი გახდება იმისთვის, რომ გამყარებულ იქნას პოზიციები - Kepler-ის მომდევნო გადაწყვეტილებების გამოსვლის წინ. ინფორმაციულ წყაროს მონაცემებით, AMD უკვე ამზადებს ამ ღონისძიებების პირველ ეტაპს - Radeon HD 7900 ხაზის ნაწარმებისთვის და როგორც იუწყებიან, ახალი რეკომენდებული ღირებულება Radeon HD 7970-ზე იქნება 489, Radeon HD 7950-ზე — 394$. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი მათგანის ნიშნული დაეცემა 60, მეორის - 55$-ით. ეს შეეხება Radeon HD 7770-საც, თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად (15$-ით). ამ ცვილებების განხორციელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. KitGuru, IXBT 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 არასაკმარისად დამაჯერებელი უპირატესობა ანდა ამ ტექ-პროცესზე დამზადებულ პროდუქტების მიწოდებათა მოცულობა ჯერჯერობით ჩამორჩება მოთხოვნილების დონეს ალბათ ორივე კომბინაციაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 16, 2012 Author Share Posted April 16, 2012 AMD-მ გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად დაედასტურებინა ფაქტი Radeon HD 7000 სერიის ვიდეობარათების გაიაფების შესახებ. გარდა ამისა, ფლაგმანი Radeon HD 79xx მოდელების კომპლექტაციაში აგრეთვე შესული იქნება გასაღებები - Deus Ex: Human Revolution, Dirt: Showdown და Nexuiz თამაშების აქტივაციისთვის. Radeon HD 7970-ის ღირებულება პირდაპირ 70$-ით შემცირდა და შეადგენს 479$-ს, რაც შეესაბამება ადრე პროგნოზირებად მაჩვენებელს. Radeon HD 7950 ხელმისაწვდომი გახდა 399$-ად, ხოლო გრაფიკულ პროცესორ Cape Verde-თი აღჭურვილი Radeon HD 7770-ის ეს მაჩვენებელი დაეცა 139$-მდე (გაყიდვების დაწყების მომენტში - 159$-ის ნაცვლად). Radeon HD 78xx ხაზის პროდუქტებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საცალო ბაზარი ვერ მოახერხებს მომენტალურად ამ ყველაფერზე რეაგირებას, რადგან მაღაზიებს ესაჭიროებათ გარკვეული დრო იმ გადაწყვეტილებების გასაყიდად, რომლებიც შეძენილ იყვნენ ძველი ფასებით. Overclockers.ru Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Raiden. Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 ეშმაკური მარკეტინგული სვლა....^^ თუმცა რა მნიშვნელობააქვს ჩემი აზრით ყველას თავისი გულშემატკივარი ყავს და არ უღალატებს ბრენდს.... 70 $-ის სხვაობა არაფერია 170 $ რომ იყოს ოოოო :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 17, 2012 Share Posted April 17, 2012 AMD Radeon HD 7900 gets price cuts http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7900-gets-price-cuts/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 23, 2012 Author Share Posted April 23, 2012 ინფორმაციულ წყაროს ცნობით, კომპანია HIS-მა გადაწყვიტა Radeon HD 7000 სერიის ყველა ვიდეობარათის გაიაფება. ეს ეხება როგორც რეფერენსულ, აგრეთვე აჩქარებულ სიხშირეებზე მომუშავე მოდელებსაც. ახალი ნიშნულები შემდეგნაირად გამოიყურება: HIS 7750 iCooler 1GB GDDR5 PCI-E DP/DVI/HDM — 89 ევრო;HIS 7770 iCooler 1GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMiniDP — 114,90 ევრო;HIS 7870 IceQ X Turbo 2GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 299 ევრო;HIS 7870 IceQ Turbo 2GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 309,90 ევრო;HIS 7950 Fan 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 329,90 ევრო;HIS 7950 IceQ Turbo 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 349,90 ევრო;HIS 7970 Fan 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 399,90 ევრო;HIS 7970 IceQ X2 Turbo 3GBGDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMiniDP — 419,90 ევრო. IXBT, TechPowerUP! 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.