Jump to content

passive pfc vs active pfc


Recommended Posts

ცოტა გამარკვიეთ რა ამ პასივ აქტივში რა პრინციპული განსხვავებაა? ანუ პასივის ყიდვა სართოდ არ ღირს თუ როგორაა მაგის ამბავი

Link to comment
Share on other sites

გადაიკითხე ეს თემა

http://www.overclockers.ge/index.php?/topic/26-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98/

Link to comment
Share on other sites

http://www.overclockers.ge/index.php?/topic/26-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98/

პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში.

გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი სინუსოიდური ტიპის აქვთ UPS უწყვეტი კვების წყარო ხ.დ.კ).

გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა.

რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას.

ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

კარგად ახსენი, გაიხარე და UPS-ზე არი აქ რამე თემა? ბარემ მაგასაც გადავიკითხავდი ყიდვას ვაპირებ და მინდა მაგაშიც გავერკვიო

Link to comment
Share on other sites

კარგად ახსენი, გაიხარე და UPS-ზე არი აქ რამე თემა? ბარემ მაგასაც გადავიკითხავდი ყიდვას ვაპირებ და მინდა მაგაშიც გავერკვიო

Link to comment
Share on other sites

გაიხარე

ანუ ჩემ შემთხვევაში უბრალოს ყიდვა არ ღირს არაა? (ანუ საერთოდ არ ღირს, აბა 600 და 800 ლარს მე ვერ და არ მივცემ ups-ში)

Link to comment
Share on other sites

ups ცხოვრებაში არ მქონია არ მჭირდება

ისე 200 ლარამდე ფასში მოგივა კარგი ups

Link to comment
Share on other sites

ერთი მაგისი, ნაღდი არ მიღირს მაგაში 200 ლარის მიცემა, ვითომ 60 ლარიანს ვუმიზნებდი მარა როგორც ჩანს არ გამომადგება, იყოს როგორც არი, სადაც 10 წელი არ მქონია...

Link to comment
Share on other sites

ups ცხოვრებაში არ მქონია არ მჭირდება

ისე 200 ლარამდე ფასში მოგივა კარგი ups

შენ და david_888-ს რაც გაქვვთ ეგ კვების ბლოკი თუ ნახევარზე მაინც დატვირთე 200 ლარიანი UPS არაფერში არ გიშველით :D

ისე უპს-ს როგორც დამცავს იყენებს უმეტესობა და ის კი არ იცის რომ 70 ლარიან უპს-ებს ეგ ფუნქცია არც გააჩნია ...

მაგისთვის მე მშვენიერი აპც-ს დენის ფილტრი მაქვს

უპს არასდროს არ მქონია და არც ვიყიდი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

შენ და david_888-ს რაც გაქვვთ ეგ კვების ბლოკი თუ ნახევარზე მაინც დატვირთე 200 ლარიანი UPS არაფერში არ გიშველით :D

ისე უპს-ს როგორც დამცავს იყენებს უმეტესობა და ის კი არ იცის რომ 70 ლარიან უპს-ებს ეგ ფუნქცია არც გააჩნია ...

მაგისთვის მე მშვენიერი აპც-ს დენის ფილტრი მაქვს

უპს არასდროს არ მქონია და არც ვიყიდი

ხოო, მეც მაგ დასკვნამდე მივედი
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

განსხვავება არაა

Link to comment
Share on other sites

და 1 რეილი ჯობი კვებაზე თუ ბევრი?

ეგ მეც ვიკითხე უცხოურ ფორუმზე ადრე და ერთი ჯობიაო ეგრე მითხრეს.

Link to comment
Share on other sites

ტაკს როგორ არის ეხლა

ერთ რეილზე როცა არის უფრო მსახერხებელი შეიზლება იყოს რაზგონზე

და თუ არ არაზგონებ ბევრ რეილიანი კვებაც უპრობლემოდ მუშაობს თუ ერთ განხრაზე 20 ან მეტი ამპერი აქვს

ეხლა მეზარება

მერე თუ არ დამეზარა ზუსტად დავწერ რა და რატომ :)

Link to comment
Share on other sites

+12 V1 Maximum load 16.0 A Minimum load 0.0 A

+12 V2 Maximum load16.0 A Minimum load 0.0 A

+12 V3 Maximum load16.0 A Minimum load 0.9 A

+12 V4 Maximum load 18.0 A Minimum load 0.1 A

+12 V5 Maximum load 18.0 A Minimum load 0.0 A

ჩემსას ეგრე უწერია და ვერ ქაჩავს?

Link to comment
Share on other sites

ტრიალებს მარა მარტო შიგნიტ უბერავს გარეთ არა, არც ცხელი არაა, უბრალოდ აქამდე რაც მქონია ორივე მხარეს უბერავდა ხოლმე

Link to comment
Share on other sites

აქამდე უბერავდა გარეთ? ჩემსას ორი ქულერი აქ ერთი შემწოვი 120იანი და მეორე გამწოვი პატარა უფრო.

Link to comment
Share on other sites

აქამდე უბერავდა გარეთ? ჩემსას ორი ქულერი აქ ერთი შემწოვი 120იანი და მეორე გამწოვი პატარა უფრო.

არა ამას ერთი აქ 140მმ
Link to comment
Share on other sites

ან ძალიან მაგარი კვებაა ან დამწვარია

ან კიდევ კვება უკნიდან კი არა ქვევიდან უნდა უბერავდეს

საით აქვს ვენტილატორი?

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.