Jump to content

Hitachi GST Ultrastar 7K4000


Recommended Posts

კომპანია Hitachi Global Storage Technologies-მა, რომელიც როგორც თქვენთვის ცნობილია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძინა Western Digital-მა, განაცხადა 'კორპორატიული კლას' Ultrastar 7K4000-ის მყარი დისკების გამოშვების შესახებ. მწარმოებელი განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ მასში შედის ამ დონის პირველი HDD მსოფლიოში, ასეთი ტევადობით.

253e61e1cc3e4e1422fb5ce2e125deb7.jpg

განცხადებული უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა აღწევს ორ მილიონ სთ-ს. შპინდელის სტანდარტული სისწრაფე შეადგენს 7200 ბრ/წთ-ში, მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირებაც, რაც თავის მხრივ, იძლევა 59%-მდე ენერგიის ეკონომიის საშუალებას, ხოლო 'ძილის' რეჟიმში, ეს მაჩვენებელი 1 ვ-ზე ნაკლებია.

გარდა ამისა, ხაზი აგრეთვე მოიცავს 2 და 3 ტბ მოცულობის მოდელებს. ყველა მოწყობილობა აღჭურვილია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისით და 64 მბ ზომის კეშ-მეხსიერებით. ტექნოლოგია Advanced Format-ით კი, ხდება 4 კბ-იანი სექტორების გამოყენებაც. ისეთი საშუალებებით, როგორიცაა Dual Stage Actuator (DSA) და Enhanced Rotational Vibration Safeguard (RVS), იზრდება მყარი დისკების საიმედოობის დონე - სერვერულ სისტემაში მათ მჭიდრო კონტაქტის პირობებში.

მიწოდებები კომპანიის პარტნიორებისთვის უკვე დაწყებულია, პროდუქტების შეზღუდული რაოდენობით.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

როგორც თქვენთვის ცნობილია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძინა Western Digital-მა,

ხო...

ჩემთვის არ იყო აქამდე ცნობილი

4TB ვინტები ხომ იყო აქამდეც?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.