Jump to content

BenQ-ს ახალი VA მონიტორები


Recommended Posts

კომპანია BenQ-მ წარმოადგინა VA მატრიცისა და შუქდიოდური განათების მქონე, მონიტორების ახალი სერია, რომელშიც შევიდნენ მოდელები 21,5, 24 და 27 დუიმ დიაგონალებით: GW2250M, GW2250HM, GW2450HM და GW2750HM. პირველი მათგანი აღჭურვილია მხოლოდ DVI და D-Sub გასასვლელებით, ხოლო დანარჩენებს აგრეთვე ერგოთ HDMI-იც. დისპლეების გაფართოება ოთხივეს შემთხვევაში 1920 х 1080 პიქსელია.

488e4239b561f5abeb5df64a1745e288.jpg

პროდუქტები გამოირჩევიან სტატიკური კონტრასტულობის მაღალი დონით - 5000:1, სიკაშკაშით - 300 კდ/მ2 და 5 მ/წმ (GTG) გამოხმაურების დროით, ხედვის კუთხეები კი, ორივე სიბრტყეში უტოლდება 178°-ს. ამ ტიპის პანელებს, რომლებსაც ერთ არხზე გააჩნიათ 8 ბიტი ფერთა სიღრმე, უნარი აქვთ 16,7 მილიონამდე ერთეულის გადმოცემისა, თანაბარზომიერი გადასვლების უზრუნველყოფით.

f54640ac97ce51c6a953f0b66b0cbb69.jpg

შუქდიოდების გამოყენებამ, თავის მხრივ, განაპირობა მათი ენერგომოხმარების შემცირება 25-30 ვ-მდე (ეკრანის ზომისდა მიხედვით). გარდა ამისა, ნაწარმებში ასევე ჩაშენებულია ორ-ორი, ამდენივე ვატ სიმძლავრის დინამიკი. სადგამი იძლევა დახრის კუთხის რეგულირების საშუალებას -ით წინ და 15°-ით უკანა მხარეს. ადგილზეა VESA 100 მმ კრონშტეინისთვის განკუთვნილი სამაგრებიც.

კომპანიიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ და გენერალურ დირექტორ, პიტერ ჩენის (Peter Chen) სიტყვებით, მოთხოვნილება VA-პანელების მიმართ, იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. წინასწარი პროგნოზებით, მათი წილი 2015 წლისთვის მიაღწევს 42,5%-ს, რითაც გადააჭარბებს IPS-სას და ტრადიციულ TN-მოდელებისას. ჯერჯერობით, მას არ გაუმხელია ინფორმაცია აღნიშნულ მონიტორების ფასებისა და გამოსვლის თარიღის შესახებ.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ტნ მატრიცას ესენი ყველა ვარიანტში ჯობიან ფერების დამუშავებით, სტანდარტული კონტრასტულობაც ხუთჯერ მეტი აქვთ იპს პანელებზე, ეს 8 ბიტიანი მატრიცაა თან ბიუჯეტური E-იპს განსხვავებით, რომელიც 6bit+AFC-ზეა მარტო, თუმცა VA-ზე გვერდიდან როცა უყურებ ფერები არა აქვს მთლათ დახვეწილი, ანუ მაგით იპს პანელი ჯობნის, ფერების დამუშავებით წინიდან თუ შეხედავ ეს და LG,დელის,ასუსის და სხვა ბრენდების ბიუჯეტური იპს მოდელები ძალზე ახლოს დგანან, ამ მოდელებს გააჩნია ისე ვსტროენი ოტკლიკის უსკარიტელი, რაც საშვალებას იძლევა იგრებში კარგი ოტკლიკის მიხღწევას, ერთი სიტყვით ეს მოდელები ყველა ვარიანტში ჯობია ლუბოი ტნ მატრიციან ლედ ბაკლაითიან მოდელებს, დაჟე ძვირიანებსაც კი, ერთადერთი შეიძლება დიზაინით ჯობდენ ისინი

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

BenQ GW Series Monitors With Full HD Resolution http://guru3d.com/news/benq-gw-series-monitors-with-full-hd-resolution/ ის ასწორებს ესენიც, 5000:1 სტანდარტული კონტრასტი

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

BenQ XL2411T 24-Inch Full HD Gaming Monitor http://www.guru3d.com/news_story/benq_xl2411t_24_inch_full_hd_gaming_monitor.html მშვენიერი გეიმერული მონიკია მაგრამ ფერების დამუშავებით ზევითა პოსტში რომ მონიკია ეგ ჯობია

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

BenQ BL2410PT 24-inch VA Monitor http://www.guru3d.co...va_monitor.html ეს გაუმჯობესებული ვერსიაა უკვე VA პანელის, არა მარტო 5000:1 კონტრასტი აქვს არამედ უკვე დაბალი 4მს რესპონსიც რაც კარგი იქნება უკვე ონლაინ იგრებისთვისაც და შუტერებისთვის, ფერებით და გვერდიდან შეხედვით მაინც იპს მატრიცა ჯობია ისე, ამასაც 178/178 ხედვის კუთხე მაგრამ ფერები უფუჭდებაო როცა გვერდიდან უყურებ როცა იპს-ზე არა აქვს ეგ მინუსი, თუმცა ამ ახალს წესით ფერების დამუშავებაც უკეთესი უნდა ქონდეს და მაქსიმალურათ მიახლოვებული ბიუჯეტურ იპს-თან რაც ეხლა 350-450 ლარის ფარგლებში იყიდება თბილისის მაღაზიებში, ზატო იმათ მარტო 1000:1 აქვთ კონტრასტი და 8მს რესპონსი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

BenQ GW2760HS Ultra Slim Bezel and PWM Free http://www.guru3d.com/news_story/benq_gw2760hs_ultra_slim_bezel_and_pwm_free.html ესენი უკვე აღარ ხუმრობენ, ახალი AMVA-ია 4მს რესპონსით და 3000:1 კონტრასტით

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

BenQ GW2760HS 27-Inch Full HD Monitor In April http://www.guru3d.com/news_story/benq_gw2760hs_27_inch_full_hd_monitor_in_april.html ისევ VA 4ms-ზე და 3000:1 კონტრასტით, კარგი რამეა ნამდვილათ გეიმინგისთვისაც კი

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

BenQ BL2411PT 24-Inch LCD Monitor http://www.guru3d.com/news_story/benq_bl2411pt_24_inch_lcd_monitor.html ამჯერათ იპს-ია და არა VA

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.