X-treme user Posted March 17, 2012 Share Posted March 17, 2012 კომპანია SAPPHIRE Technology-ის კატალოგი შეივსო ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის კიდევ ერთი ვერსიით. რეფერენსული ვერსიისგან ის განსხვავდება ქარხნულ პირობებში გაზრდილი ტაქტური სიხშირეებით და ორი ფენის, სპილენძის რამდენიმე სითბური მილაკის მქონე, გაგრილების არასტანდარტულ სისტემა Dual-X-ით. მოდელმა მიიღო დასახელება OC Edition და გააჩნია BIOS-ის ორი მიკროსქემა, რომელთაგანაც ერთში ჩადებულია 950/1425 მჰზ მაჩვენებლები - ბირთვისა და მეხსიერებისთვის, ხოლო მეორეში კი - 1 გჰზ /1450 მჰზ. დამოუკიდებელი აჩქარების ექსპერიმენტებისთვის, მწარმოებელი გვთავაზობს საფირმო უტილიტა TriXX-ს, რომელიც იძლევა არამხოლოდ სიხშირეების, არამედ გრაფიკული პროცესორის ძაბვის შეცვლის საშუალებას, ტემპერატურის მატებაზე თვალ-ყურის დევნას და საჭიროების შემთხვევაში, ხრახნების ბრუნვების გაზრდას. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ოთხი ვიდეოგასასვლელი (DVI, HDMI და ორი mDP), რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ექვსი მონიტორის ერთდროული დაკავშირება. კომპლექტში აგრეთვე შესულია რამდენიმე გადამყვანი: mDP-DVI, HDMI-DVI, DVI-D-Sub და mDP-DisplayPort, CrossFire-ხიდი, 1,8 მ სიგრძის HDMI 1.4a კაბელი. მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ღირებულება. IXBT 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 7, 2012 Share Posted April 7, 2012 OC Edition მაგარი მოდელია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.