Jump to content

კიდევ ერთხელ გამარჯობათ :დ


Recommended Posts

მოკლედ ყველაზე აქტიური მპოსტავი ვარ ამ განყოფილებაში :D დღეს 560 ლარად შევიძინე I7 930, MSI X58 Pro-E და კიდე ესეთი ქულერი

435615.jpg

ეს ყველაფერი 560 ლარად :) ალბათ დამეთანხმებით რომ საკმაოდ იაფია თან ნახევარი საათი ვამოწმებდი. ყოველი სლოტი და USB სათითაოდ შევამოწმე :დ ხოდა მოკლედ ეხლა ნელ-ნელა მინდა ვიყიდო ოპერატიულები, კვება და ვიდეო კარტა :) როგორც ვიცი ეს მაზერი ოპერატიულს 24 გიგაბაიტს ქაჩავს და რაღაც არ მგონია რომ მაგდენი დამჭირდეს. ყველა სლოტი რომ შევავსო 2 გიგაბაიტიანებით, 12 გამომივა რაც სავსებით საკმარისია. ხოდა კიდევ, როდესაც ვყიდულობდი, პატრონმა მითხრა, რომ ოპერატიულის სიჩქარე 1033 იმიტომ არის რომ ზედმეტს არ იყენებსო. როდესაც ის ზედმეტი დასჭირდება 1600-მდე ავაო. ნუ ეგ არ ვიცი და ვენდე, იმედია მართლა ეგრეა რადგან ვიცი რომ პროცესორებზეც მასეა, სრული დაგრუზვის შემდეგ იყენებს ბოლო სიჩქარეს... ხოდა მოკლედ მინდა ნელ-ნელა გავაძლიერო, ვაპირებ SLI ან Crossfire-ს. რატომღაც ატის კარტები ძალიან მიზიდავს და იქნებ მირჩიოთ რომელი ჯობია. რადგან SLI-ს ვაპირებ რამდენიანი კვება ვიყიდო. ამ ბიჭმა მითხრა 650 ვატიან ქულერ მასტერს 130 ლარად მოგცემო და მგონი ცუდი ფასი არაა, უბრალოდ ეჭვი მეპარება SLI გაქაჩოს. არ მინდა 400-500 ლარიანი ვიდეო კარტები მირჩიოთ. მაქსიმუმ 300 ლარამდე :) ოპერებზეც მირჩიეთ რა ვქნა, 12-მდე შევავსო თუ 24-მდე (ძირითადად თამაშებისთვის მინდა). რატომღაც HD 6850 ძალიან მომწონს და GTX 460-ზეც გადაკიდებული ვარ :) ხო და კიდევ, რა არის APS (Active Phase Switching)?

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.