Jump to content

UBUNTU FOR ANDROID


Recommended Posts

1329937160_0_1329849366.png

მარკ შატტლვორტმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი "Ubuntu for Android", რომელიც წარმოადგენს Ubuntu-ს სპეციალურ ვერსიას, განკუთვნილია Android-ზე ბაზირებულ ტელეფონებზე და შესაძლებლობას იძლევა სამუშაო მართვის სრულ სამუშაო-მაგიდაზე, რომელიც აქტიურდება კომპიუტერის მონიტორთან, თაგვთან და კლავიატურასთან მიერთებისას. Ubuntu-ზე ბაზირებული სისტემა არ ყენდება Android სისტემასთან ერთად, იგი ემატება სისტემას და მუშაობს მის პარალერულად, Ubuntu-ში ჩაშენებულია კონტაქტებთან, სანიშნეებთან, კალენდართან და სხვა Android პროგრამებთან წვდომის შესაძლებლობა.

1329937264_0_1329849273.png

ტელეფონის მონიტორთან დაკავშირებისას ხდება SD-ბარათზე მდებარე Ubuntu-ს "იმიჯი"-ს ჩატვირთვა Android სისტემის ბირთვის მართვის ქვეშ chroot-ის იზოლაციით, ამის გამო Android-ის სისტემა განაგრძობს მუშაობას როგორც ადრე, Ubuntu-ს პარალელურად. პროგრამების და სერვისების შეთავსებული მუშაობისთვის გამოიყენება მოდული Convergence API, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მობილური ტელეფონის და სამუშაო მაგიდის ერთმანეთთან სტაბილურ კავშირს, მაგალითად სამუშაო მაგიდიდან შესაძლებელი იქნება ტელეფონის ზარების მიღება და განხორციელება, Ubuntu-ს გამართული მუშაობისთვის იგი ებმევა პროცესორის ცალკე ბირთვს.

1329937411_0_1329892794.png

პროდუქტის "Ubuntu for Android"-ის ასამუშავებლად საჭიროა მინიმუმ Android 2.3 ვერსია, 2-ბირთვიანი პროცესორი, გრაფიკული პროცესორი OpenGL/ES/EGL, HDMI-გამოსასვლელის მხარდაჭერით, USB-ჰოსტის რეჟიმის მხარდაჭერა და 512მბ ოპერატიული მეხსიერება. პროდუქტი ჯერ ჯერობით გათვლილია მხოლოდ მწარმოებლებზე და არა ჩვეულებრივ მომხმარებლებზე.

Ubuntu for Android არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი უფრო გლობალური იდეის განსახორციელებლად - უნივერსალური მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკურ, მაგრამ სინქრონიზებულ გარემოს სხვადასხვა მოქმედებებისთვის. მთავარი რჩება ტელეფონი, რომელიც შტატურ რეჟიმში წარმოადგენს ტელეფონის ჩვეულებრივ ფუნქციებს და ფლობს ტელეფონისთვის განკუთვნილ თვისებებს, მისი მონიტორთან, კლავიატურასთან და თაგვთან დაკავშირებისას მომხმარებელი იღებს სრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო მაგიდის ფუნქციებით. ტელეფონთან სენსორული ეკრანის დაკავშირების შემთხვევაში მომხმარებელმა შესაძლებელია მიიღოს სპეციალური გარემო პლანშეტური კომპიუტერებისთვის. ტელეფონის ტელევიზორთან მიერთებისას მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მედია ცენტრი.

1329937160_0_1329849366.png

Ubuntu for Android-ის ზოგიერთი შესაძლებლობა:1. მუშაობის უნარი, როგორც კლიენტი.

2. სამუშაო მაგიდის რეჟიმზე გადასვლისას ტელეფონში გახსნილი ბროუზერის ყველა გვერდი ავტომატურად გაიხსნება მონიტორზე სრულყოფილ ბროუზერში, ისტორია და რჩეული მისამართები სინქრონიზებული იქნება.

3. მისამართების წიგნი: სამუშაო რეჟიმიდან შესაძლებელი იქნება კონტაქტების დამატება, შეცვლა, ზარების განხორციელება, SMS-ის და ელ.ფოსტის გაგზავნა.

4. კალენდარ-დამგეგმავის და მაღვიძარას სინქრონიზაცია.

5. ტელეფონის მართვის ხელსაწყოები: მაჩვენებელი SMS-ის მოსვლისას, ზარების მიღება და განხორციელება, ადრე მიღებული SMS-ების და ზარების ნახვა, ხმოვანი გზავნილების გაგზავნა.

6. ფოტოსურათების მართვა, ტელეფონზე შენახვა Ubuntu-ს პროგრამის გამოყენებით, მათ შორის შეცვლილი სურათებიც.

7. პროგრამების სტანდარტული ნაკრები: საოფისე პაკეტი Google Docs, დამგეგმავი Google Calendar, ვებ-ბროუზერი Chromium (იგივე Firefox), საფოსტო კლიენტი Thunderbird, მედია დამკვრელი VLC, სოციალურ ქსელებში სამუშაო კლიენტი Gwibber, ვიდეო რედაქტორი PiTiVi, მუსიკალური დამკვრელი Ubuntu Music Player, სურათების მმართველი Ubuntu Photo Gallery, Android dialler.

პ.ს. ჩემი აზრით საინტერესო რამ უნდა იყოს, იმედია ამის გამოსვლისას მეც მექნება ანდროიდ სისტემის ტელეფონი და "გავტესტავ" თავად :)

წყარო: 4android.in :P (By Me)

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

საინტერესო ნიუსია :) ანდროიდი რამდნეიმე თვეა მივატოვე ,თორე გამოვცდიდი...

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.