Jump to content

BIOS-ის პრობლემა


Recommended Posts

ამას წინად კომპი რომ ჩავრთე რაღაც წარწერები ამოყარა, ნუ თავიდან არ მივაქციე ყურადღება, გადავტვირთე და მერე ჩვეულებრივად ჩაირთო. მერე ერთი 2 დღე იმუშავა და დღეს რომ ჩავრთე იგივენაირად გამიკეთა. ტექსტის დამახსოვრება ვერ მოვასწარი, ვერც ფოტო გადავიღე... მარა როგორც მივხვდი ბიოსის პრობლემა უნდა იყოს მგონი. რაღაც ფაილი მაკლიაო მგონი წერდა და CD/DVD ან USB Drive-ს ითხოვდა. რა გავაკეთო ეხლა? იმედია არ მომკვდარა მაზერი. P.S მაზერის ლოგოს გამოჩენამდე ხდება ეგ ყველაფერი. და წინ ვეღარ მიდის

Link to comment
Share on other sites

დაახლოებით ესე წერს. კიარა მგონი ეგაა:

სალამი ყველას!!!..

ესეიგი მოკლედ ასეთი მდგომარეობაა...

ჩემს ძმაკაცს აქვს მაზერბორდი Asus P4SP-MX [socket 478] და ზედ ეყენა ძველი ბიოსი(1004 ვერსია), სავარაუდოდ Award ბიოსი იყო(რავიცი ევერესტიც ასე წერს და რომ ირთვება თავშიც ასე აწერია ---> Award BootBlock Bios v1.0)

თვითონ იმდენად კარგად ვერ ერკვევა და რატომღაც გადაწყვიტა რომ შეეძლო თავად დაეფლეშა თავისი ძველი ბიოსი და დაეაბდეითებინა 1006 ვერსიაზე რომელიც ასუსის საიტზე დევს...

ამისათვის მოძებნა მარტივი გზა გადმოიწერა რა პროგრამა "Asus Update" და რომ დაიწყო იმ პროგრამამ დაფლეშვა ჯერ თავისთავად ძველი ბიოსის წაშლას შეუდგა, ხოლო ამ უკანასკნელს რომ მორჩა ახალი ბიოსის დაყენებაზე უარი განაცხადა(ერორი ამოაგდო ანუ) და მან(ჩემმა ძმაკაცმა) რომ დაარესტარტა კომპიუტერი აღარ ჩაირთო...

k_bootblock.jpg

აი ასეთი რაღაცა ამოუგდო!!!..

მე მივედი და მივხვდი რომ ბიოსი აორთქლებული იყო და ახლის დაყენება რომ დავაპირე მაშინვე მივხვდი რომ ამას ფლეშკით ვერ შევძლებდი იმიტომ რომ ერორს აგდებს და ითხოვს მხოლოდ Bootable Floppy დისკს...

რაღა მეტი გზა იყო, შევაერთე ჩემს კომპიუტერში Floppy დრაივი, გავაკეთე Bootable Floppy დისკი და ასევე მეორე Floppy დისკზე ჩავწერე 2 ფაილი, ესენი იყო: 1. Awd890.EXE 2. 1006pmx.bin (ამ უკანასკნელს თავიდან 1006pmx.002 ერქვა მაგრამ როგორც სოსო ექიმმა ბრძანა "თუ სახელი სხვა გაფართოებით არის უნდა გადავარქვათ სახელი შესაბამისად"-ო და მეც ამიტომ გადავარქვი და მივუწერე ბოლოში .002-ის ნაცვლად .bin)

შემდეგ რა გაიშვა Bootable Floppy დისკმა და დამიწერა A:\> ამოვიღე Bootable Floppy, ჩავდე დრაივში მეორე Floppy დისკი სადაც ზემოთ ნახსენები ორი საჭირო პროგრამა იყო(Awd890.EXE და 1006pmx.bin) და დავწერე ასევე როგორც გაიდში იყო მითითებული Awd890 1006pmx.bin /py /sn /cd /cp /cc /cks /r ხოლო Enter-ს რომ დავაჭირე კი გამოვიდა ის პროგრამა მარგამ ქნა ასეთი რაღაცა, არ დაეწერა Date და Flash Type, მხოლოდ "File Name to Program" გრაფის გვერდით ეწერა ბიოს ფაილის სახელი "1006pmx.bin" და ცოტა ხნის შემდეგ ამ გრაფის ქვეშ გაჩნდა ასეთი წარწერა: "Checksum" და მის გასწვრივ ეწერა რაღაც გაუგებარი დაახლოებით ექვსნიშნა კოდი, ქვემოთ განუწყვეტლივ ციმციმებდა "Please Wait!" და ცოტახანში Floppy დრაივმა მოძრაობა შეწყვიტა, ამის ნიშნად Floppy დრაივის LED შუქიც ჩაქრა, "Please Wait!" ციმციმებდა და ციმციმებდა უსასრულოდ, ნახევარი საათი რომ დაველოდე "მაინც რა იცი რა ხდება"-ს პრინციპით მივხვდი რომ ბიოსის დაფლეშვა არ არის ის პროცესი რასაც ამდენი ხანი უნდა სჭირდებოდეს მაგრამ ასევე "მაინც რა იცი რა ხდება"-ს პრინციპით ეს პროცედურა გავიმეორე რამოდენიმეჯერ და თანაც AwardBIOS Flash Utility-ს სხვადასხვა ვერსიებით(Awd890.EXE; Awd882.EXE; Awd877.EXE და Awd865.EXE) მაგრამ შედეგი მაინც ყოველ ჯერზე ერთიდაიგივე იყო... :(

აბა რას მეტყვით? რისი ბრალი შეიძლება იყოს? ნუთუ საერთოდ წაშლილი რომ არის ბიოსი მაზერიდან ამის გამო არ კეთდება? რამე გზა მაინც ხომ უნდა არსებობდეს?

P.S. Floppy დრაივის და Floppy დისკების გაფუჭებულობა ან/და უვარგისობა გამოვრიცხე, ორი Floppy დრაივით ვცადე და ერთიდაიგივე პროგრამას 2-3 სხვადასხვა Floppy დისკზე ვწერდი რომ ვაიდა დისკია დაზიანებულითქო... ასერომ Floppy დრაივის და Floppy დისკების გაფუჭებულობის ვარიანტი არის 0%!!!..

აბა ეხლა ერთი განულებას ვცდი იქნებ რამე ეშველოს... :(

Link to comment
Share on other sites

მოკლედ თუ ამას გიწერს ბიოსის ფაილი არ მოერგო რატომღაც სისტემას დაფლეშვის დროს. მოკლედ მოხდა ასე, დაიწყო დაფლეშვა, წაშალა ძველი ბიოსი და ახლის ჩაწერა რომ დაიწყო რაღაც პრობლემა წარმოიშვა, მაგრამ საბედნიეროდ ამ მაზერს აქვს Crashfree BIOs-ი, ანუ ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ამ დაზიანებული ბიოსის აღდგენა ან მაზერის საინსტალაციო დისკით ან ფლოპიზე მყოფი ორიგინალი ბიოსის ფაილი.

თუ ეს პრობლემაა, სერიოზულია და ჯობია მომიტანო შენი მაზერი სახლში და 90% გავაკეთებ. თუ სხვა პრობლემაა მაშინ დაწერე ზუსტად რას გიწერს.

Link to comment
Share on other sites

ბიოსის დაფლეშვა საერთოდ არც მომსვლია აზრად. არასოდეს დამიფლეშავს ეს ბიოსი. თავისით დაემართა

Link to comment
Share on other sites

BootBlock არის ნახსენები?

კი კი ზუსტად ეგრე ეწერა

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.