Jump to content

Recommended Posts

BIOS განიმარტება როგორც basic input/output system (ძირითადი შეტანა გამოტანის სისტემა),

რომელიც შედგება დაბალი დონის პროგრამული უზრუნველყოფისგან, რომელიც აკონტროლებს

სისტემის აპარატურულ ნაწილს და მოქმედებს როგორც ინტერფეისი - დამაკავშირებელი

ოპერაციულ სისტემას (OS) და არატურას შორის. ხალხის უმეტესობისთვის ცნობილია ბიოსის სხვა

სახელი - მოწყობილობათა დრაივერები, ან უბრალოდ დრაივერები.

BIOS შეიცავს პროგრამას, რომელიც აკავშირებს აპარატურას ოპერაციულ სისტემასთან.

ბიოსი უნიკალურია ჩვეულებრივ პროგრამებთან შედარებით იმით, რომ მისი ნაწილი წინასწარ

ჩაწერილია მხოლო წაკითხვის შესაძლებლობის Read Only ტიპის მეხსიერებაში, ხოლო ნაწილი

იტვირთება RAM მეხსიერებაში დისკიდან.

ჩართულ პერსონალურ კომპიუტერში ბიოსი იტვირთება სისტემის ჩართვისთანავე სამი შესაძლო

მდებარეობიდან:

 დედაპლატის ROM - მეხსიერება

 ადაპტერის ბარათების ROM მეხსიერება (მაგალითად ვიდეო ადაპტერი)

 იტვირთება დისკიდან ოპერატიულ მეხსიერებაში (მოწყობილობათა დრაივერები)

პერსონალური კომპიუტერების პირველ ვარიანტებში BIOS პროგრამა მოწყობილობის ყველა

დრაივერით ჩაპროგრამირებული იყო ერთ ან რამდენიმე ROM non-volatile ტიპის ჩიპში (Non-volatile

ნიშნავს, რომ ენერგიის შეწყვეტისას მასში შენახული ინფორმაცია არ იკარგება) და მოთავსებული

იყო დედაპლატაზე. დრაივერები წინასწარ იტვირთებოდა მეხსიერებაში და კომპიუტერიდან

ხელმისაწვდომი ხდებოდა ნებისმიერ დროს.

ROM ჩიპი აგრეთვე შეიცავდა Power-on self test - ჩართვისას თვითტესტირების (POST) პროგრამას და

ე.წ. bootstrap loader-ს (საწყის ჩამტვირთავს). Bootstrap პროგრამა შეიქმნა ოპერაციული სისტემის

ჩატვირთვის დასაწყებად, როდესაც ის ეძებს და ტვირთავს პირველ Boot sector-ს (ჩატვირთვის

სექტორს) ფლოპი დისკიდან, ხოლო მისი ფლოფი დისკზე არ არსებობის შემთხვევაში მყარი

დისკიდან. ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის შემდეგ მას შეეძლო დაბალი დონის

მოწყობილობათა დრაივერების გამოძახება ბიოსიდან სისტემის აპარატურასთან

ურთიერთქმედებისთვის. დედაპლატაზე მყოფ მეხსიერებაში ჩაწერილ BIOS-ი შეიცავდა

კლავიატურის, ვიდეო ადაპტერების, სერიული და პარალელური პორტების, ფლოფის

კონტროლერის, მყარი დისკის კონტრელერის, ჯოისტიკის და საათის დრაივერებს.44

შესაბამისად ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის შემდეგ ამ დრაივერების ჩატვირთვა აღნიშნულ

აპარატურასთან ურთიერთობისთვის საჭირო აღარ იყო. ეს ყველაფერი კარგად მუშაობდა იმ

დრომდე, სანამ საჭირო არ გახდებოდა ახალი პარატურული კომპონენტის ან დაფის დამატება.

ამ შემთხვევაში ჩნდებოდა 2 გზა: თუ ჩამატებული აპარატურა იყო დაფა, მას აგრეთვე ექნებოდა

საკუთარი ROM მეხსიერება ჩაწერილი საჭირო დრაივერებით. დედაპლატის ROM ასკანირებდა

წინასწარ განსაზღვრულ მეხსიერებას ასეთი ადაპტერის ROM-ების მოსაძებნად და პოვნის

შემთხვევაში იქ აღწერილი ფუნქციონალურობა ემატებოდა არსებულ BIOS-ს.

ამ მეთოდით დრაივერების დამატებას მოითხოვდა ვიდეო დაფები, რომელთა ფუნქციონალობა

საჭირო იყო პერსონალური კომპიუტერის ჩართვისთანავე.

მეორე გზის შემთხვევაში ოპერაციული სისტემის ჩატვირთვისას საჭირო დრაივერები

იტვირთებოდა მეხსიერებაში დისკიდან და უკავშირდებოდა დანარჩენ BIOS-ს.

ამ ეტაპზე ბიოსის ჩატვირთვა ხდებოდა სამი მდებარეობიდან რის შედეგადაც ის აგრძელებდა

მუშაობას როგორც ერთი მთლიანი. პროგრამები დაკავშირებული იყო აპარატურასთან ე.წ.

პროგრამის სისტემის წყვეტებით. ოპერაციული სისტემა ან რაიმე პროგრამა, რომელსაც სურდა

კონკრეტულ აპარატურასთან კავშირი ახდენდა სპეციალური პროგრამული წყვეტის გამოძახებას

და შესაბამისი წყვეტების ვექტორული ცხრილით უკავშირდებოდა BIOS-ის კონკრეტულ ნაწილს

(მოწყობილობის დრაივერს).

პერსონალური კომპიუტერების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ახალი

აპარატურული მოწყობილობები გამოჩნდა სისტემაში დასამატებლად. რაც შესაბამისად ნიშნავს

იმას, რომ უფრო და უფრო მეტი დრაივერის ჩატვირთვა გახდა საჭირო ამ აპარატურის

მხარდაჭერისთვის. ახალი დრაივერების დედაპლატის ან თვითონ ადაპტერის ROM მეხსიერებაში

ჩამატება შეუძლებელია, რადგან მათ აქვთ მოცულობის შეზღუდვა. ამის გამო აპარატურის

მწარმოებლებმა დაიწყეს დრაივერების წერა, რომლებიც ოპერატიულ მეხსიერებაში ჩაიტვირთებიან

ოპერაციულ სისტემასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დრაივერი ანაცვლებდა

დედაპლატის ROM-ში მყოფ დრაივერს.

თანამედრეოვე სისტემებში შესაბამისი 32 და 64 ბიტიანი დრაივერების ჩატვირთვა დისკიდან ხდება

და ისინი ანაცვლებენ დედაპლატის ROM-ში არსებულ ყველა დრაივერს. დედაპლატის ROM-ში

მყოფი 16 ბიტიანი კოდი გამოიყენება სისტემის იმ დონემდე ამუშავებისთვის, რომ მან მოახდინოს

ახალი დრაივერებისა და ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა.

პერსონალური კომპიუტერის სისტემა შეგვიძლია აღვწეროდ რამდენიმე დონის შრების სახით -

ზოგიერთი მათგანი პროგრამული დონეა, ზოგიერთი კი აპარატურული. ისინი ერთმანეთთან

ურთიერთქმედებენ. ზოგადად შეგვილია გამოყოთ 4 ძირითადი შრე (ნაჩვენებია ნახაზზე).

ასეთი დაყოფის დიზაინის საშუალებით მოცემულ ოპერაციულ სისტემას და პროგრამებს

საშუალება ეძლევათ იმუშაონ სხვადასხვა აპარატურაზე. ნახაზზე ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლიათ

ორ კომპიუტერს სხვადასხვა აპარატურული შემადგენლობით გამოიყენონ დრაივერების (BIOS) 45

სხვადასხვა ნაკრები რათა დააკავშირონ საკუთარი განსხვავებული აპარატურა ერთი და იგივე

ოპერაციულ სისტემას და პროგრამებს.

98676242717295424623.jpg

შესაბამისად ორ მანქანას სხვადასხვა პროცესორით, შენახვის მატარებლით, ვიდეო დისპლეის

მოწყობილობებითა და ასე შემდეგ შეუძლიათ საერთო პროგრამების და ოპერაციული სისტემების

ჩართვა. ამ შრეებიან არქიტექტურაში პროგრამები ესაუბრებიან ოპერაციულ სისტემას ეგრედ

წოდებული“ აპი“ ინტერფეისის - application programming interface (API) საშუალებით. API შედგება

მრავალი ბრძანებისა და ფუნქციისგან, რომლებიც ოპერაციულ სისტემას შეუძლია შეასრულოს

პროგრამისთვის. ამით დაწერილ პროგრამას აღარ სჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა

შეინახოს ფაილი მყარ დისკზე, ის უბრალოდ გამოიძახებს შესაბამის ფუნქციას ოპერაციულ

სისტემაში.

ოპერაციული სისტემა აპარატურასთან წვდომას ახდენს BIOS-ის ანუ დრაივერების გავლით.

დრაივერების მოწოდებაზე როგორც წესი პასუხს აგებს აპარატურის მწარმოებელი. იმის გამო, რომ

დრაივერები აკავშირებენ აპარატურას და ოპერაციულ სისტემას, ისინი როგორც წესი არიან

ოპერაციული სისტემის მიხედვით განსხვავებულები. შესაბამისად ყოველი ოპერაციული

სისტემისათვის აპარატურის მწარმოებელმა უნდა შექმნას ცალკე დრაივერი, მაგრამ ზოგიერთი

ოპერაციული სისტემის მიერ ერთნაირი შიდა ინტერფეისების გამოყენების გამო შესაძლებელია

დრაივერი მოერგოს რამდენიმე მსგავს სისტემასაც. Windows XP -ს დრაივერები როგორც წესი

მუშაობენ Windows 2000-ზე, Windows 7-ის დრაივერები კი Windows Vista-ზე.

გამოყენებულ იქნა "გიორგი ბასილაის" სახემძღვანელო.

მოკლედ bios-ს კომპიუტერი ყოველი ოპერციისას იყენებს, ამიტომ bios-ზე საკმაოდ დამოკიდებუილია კომპიუტერი სისწრაფე, ასე რომ bios-ის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ბოლო ვერსია უნდა გვეწეროს.

იმედია საინტერესო იყო და გამოსადეგი ვინმესთვის. თუ რამე შეკითხვა გაგიჩდებათ მზად ვარ გიპასუხოთ.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.