X-treme user Posted November 25, 2011 Share Posted November 25, 2011 ჩინეთში გამოჩნდა ვიდეობარათ GeForce GTX 550 Ti-ის ორიგინალური მოდიფიკაცია 999 იუანის (157$) ფასად, რომელსაც გააჩნია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე დისპლეიზე გამოტანის შესაძლებლობა. ეს კი რეალიზებულია სპეციალურ ჩიპ IDT VMM 1403-ის საშუალებით. Galaxy GTX 550 Ti Display 4 უზრუნველყოფს 1440 x 1080 გაფართოების სურათის გადაცემას ოთხ მონიტორზე ან 1920 x 1080 (Full HD)-ისას - სამზე. უკანა პანელზე განთავსებულია 4 DVI და ერთადერთი mini-HDMI გასასვლელი. პროდუქტი გრილდება ცენტრალური ფენის მქონე, აქტიური ქულერის მეშვეობით. Galaxy-ს ზოგიერთ სხვა ვიდეოადაპტერის მსგავსად, 'პროპელერი' ადვილად იხსნება - რადიატორის მტვრისგან გაწმენდის მიზნით. გარდა ამისა, მის არსენალში შესულია 192 ნაკადური პროცესორი, 192-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5. ნომინალური სიხშირეები რეკომენდირებელზე რამდენადმე მაღალია - 950/1900/4100 მჰზ - ბირთვის, შეიდერებისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. კვების ქვესისტემა წარმოდგენილია ოთხი ძალური ფაზით (3 - GPU-სთვის, 1 - მეხსიერებისთვის), 6-პინიან PCI-E Power-ით (ფოტოსურათზე) და Galaxy G-Engine კონტროლერით. ნაწარმი სპეციალურად აზიურ ბაზრისთვის იქნა შემუშავებული, თუმცა მისი გამოჩენა საკმაოდ შესაძლებელია KFA-ს MDT-სერიის ბარათების შემადგენლობაში. Expreview 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 25, 2011 Share Posted November 25, 2011 კარგი დიზაინიც აქვს და ფასიც მისაღებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 26, 2011 Share Posted November 26, 2011 Galaxy GeForce GTX 550 Ti Display4 Graphics Card Spotted http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-550-ti-display4-graphics-card-spotted/ კარგი რამეა მართლა ისე კი ჩემ კარტაზე სულ ოდნავ ძლიერია და დაჟე GTX275-საც კი ვერ უდგება პერფორმანსში FULL-HD-ზე DX9-10 რეჟიმში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.