Jump to content

სისტემის მომზადება თამაშებისთვის


Recommended Posts

ჩემი ბლოგისთვის მინდა გამოვიყენო თქვენი ცოდნა და გამოცდილება. ჩემი ბლოგის პროფილი სიმულატორებია, ასე რომ თუნდაც სამოყვარულო დონეზე სისტემის ოპტიმიზაციის თამაშებთან შერწყმით კარგი იქნებოდა. სწორედ ჩემი ცოდნის უკმაყოფილების გამო გადავწყვიტე ამ თემის ფლეიმში გახსნა. es თუ გამდიდრდება სასარგებლო იდეებით ეს თემა, თამაშების განყოფილებაში გადატენასაც აზრი ექნება ალბათ. ეს ყველას წაგვადგება შემდეგში.

ეს რასაც ხედავთ ჩემი ვარიანტია, თუ ჩათვლით რამის ჩამატება შეიძლება, ან რა რამე აღმოაჩინეთ არა სწორად სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს და შენიშვნებს.

გმადლობთ!

სისტემის მომზადება თამაშებისთვის

amd-logo.jpg?w=640&h=91

1) დრაივერების განახლება: სისტემაში $#^#(|ადოთ რომ ყოველთვის იყოს ახალი ვიდეო-აუდიო დრაივერები. ეს ხელს უწყობს სტაბილურ მუშაობას ვიდეო თამაშებთან. გადმოწერა AMD Drivers და nVIDIA Drivers

*შენიშვნა! ახალი დრავიერის დაყენებამდე, უნდა სუფთად წაიშალოს ძველი. ამისთვის ვაკეთებთ შემდეგს, გადავდივართ Control Panel\Programs and Features ვპოულობთ დრაივერს და ვშლით მას. ვტვირთავთ სისტემას და შემდეგ ვასკანირებთ პროგრამა Driver Sweeper ამოგდებული ნარჩენებს მონიშნავთ და წაშლით. გაუშვით პროგრამა CCleaner მონიშნავთ Registry და ასუფთავებთ (თუ იქნება ასეთი) მხოლოდ ამ საფეხურების შემდეგ შეიძლება გამართულად დაყება და მუშაობა ახალი დრაივერის.

11.png?w=640&h=84

2) DirectX : ასევე ყოველთვის დავაყენოთ DirectX (DX) უახლესი ვერსია. DX საჭიროა როგორც თამაშებისთვის ასევე მულტიმედიის სამუშაოდ. როგორც წესი სისტემაში ინტეგრირებულია ძველი DX ამიტომ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ხელით. როგორც წესი თამაშებსაც მოყვება პაკეტში სხვა საჭირო პროგრამებთან ერთად. ეს ყურადსაღებია მათვისაც ვისი ვიდეო დაფები DX11 მხარდაჭერით არის. გადმოწერა, DirectX End-User Runtime Web Installer ან მეორე ვარიანტი რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ და რომელიც არ ითხოვს ინტერნეტ ჩართვას. – DirectX

nvidia-physx-logo-400x142.jpg?w=654&h=89

3) nvidi PhysX: დააყენეთ nvidi PhysX. მიუხედავათ იმისა ხართ თუ არა ამ ვიდეო დაფის მომხმარებელი. ვინაიდან საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვადასხვა თამაშებში ეს სათამაშო ძრავა. გადმოწერა- NVIDIA PhysX System Software

tweakwindows-wallpaper.jpg?w=640&h=99

4) დეფოლტე პროგრამების გათიშვა:

ა) სისტემაში არის რამოდენიმე პროგრამა თუ მხარდაჭერა სხვადასხვა იnვეტარებისთვის რომლებიც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი გეიმერისთვის. მაგალითისთვის შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე რომელიც სისტემის ჩართვასთან ერთად იტვირთება და თავის საჭირო მეხსიერების გარკვეული რაოდენობა მიაქვს. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეგვიძლია აქ დავზოგოთ ჩვენი სისტემის მახსოვრობის რაოდენობა. ამისთვის გადავდივართ Control Panel\Programs and Features და გახსნილ ფანჯარაში ზევითა მარცხენა კუტხეში ვაწვებით, Turn Windows features on or off და ველოდებით რამოდენიმე წამი, გამოდის ახალი ფანჯარა და ჩამონათვალში ვხსნით თოლიებს იმ ადგილას რომელ სერვისზეც ვუარს ვამბობთ. მაგალითად, Games, Windows Media Center, (media features-ში) Print and Documents Services, Windows Gadget Platform.

ბ) System Restore: ეს პარამეტრი საჭიროა როდესაც სისტემაში ხდება გადაუჭრელი პრობლემა. მაგ. ვირუსით დაინფექცირებისას, ან რომელიმე სისტემური ფაილის დაზიანების და სხვა გადაუჭრელი პრობლემის დროს შეგვიძლია დავაბრუნოთ წინა მდგომარეობაში თუნდაც კალენდრით და ამ გზით გადაიჭრება პრობლემაც. მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ის მუდამ იკეთებს “ბეკაპს” და ითხოვს გარკვეულ მოცულობასაც და მეხსიერებასაც. თანაც ყოველთვის შეიძლება არც გამოგვადგეს ეს გზა პრობლემის გადასაწყვეტად. ამიტომ ეს თქვენს ნება სურვილზე იყოს. პირადად მე ყოველთვის ვთიშავ და ამით შეიძლება შეუმჩნეველს მაგრამ მაინც სისტემას ვანთავისუფლებ ამ დატვირთვისგან.

გ) გაშვებული პროგრამების მართვა: ე.წ. Startup აქედან თქვენ შეძლებთ ამოირჩიოთ პროგრამები რომელი გაეშვას ვინდოუსის გაშვებისას და რომელი არა. ვაჭერთ Start დაბლა მარცხენა კუთხეში, ვხსნით Control Panel შემდეგ System and Security ვირჩევთ clicking Administrative Tools შემდეგ ორჯერ დაჭერით ვხსნით System Configuration გამოსულ ფანჯარაში ირჩევთ Startup და ვუხსნით თოლიებს იმ პროგრამებს რომელიც არ ვგჭირდება ყოველ ვინდოუსი ჩართვისას გაეშვას.

matrix_code.jpg?w=640&h=104

5) ინტერნეტი / ონლაინი:

ა) სტაბილური პინგი ონლაინში თამაშებისთვის ყოველთვის სასურველია რომ გვქონდეს დაბალი, სტაბილური PING-ი ამაზე როგორც წესი ლომის წილი თვითონ პროვაიდერზე მოდის და ასევე სისტემაში დაყენებული მთელი რიგი პროგრამებისა, მათ შორის დამცავი პროგრამები ანტი ვირუსები (ა.ვ.) ეს უკანასკნელი ზოგჯერ თვითონ ხდება პრობლემა! როდესაც მომხმარებელი აყენებს დაკრეკილ ა.ვ. და რა თქმა უნდა ირჩევს ყველაზე პოპულარულს და რეიტინგულ ა.ვ. მაგალითად კასპერსკის “Internet Security” (IS) რომელიც იდეაში კომპლეკსურ დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის სისტემის მთავარ დამცავ კომპონენტს როგორიც არის Firewall-ი. სწორედ აქ ხდება პინგის და ზოგადად ინტერნეტ ხარისხის გაუარესებაც. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ ორი სიტყვით მაინც მინდა ავხსნა ერთი ჭეშმარიტება! ყველა გატეხილი პროგრამის ავტორი არის ე.წ. ხაკერი, არ აქვს მნიშვნელობა თეთრი თუ შავი ხაკერი, ორივე შემთხვევაში ის ამას არ აკეთებს მისი კეთილშობილური განზრახვებით. ეს უკანასკნელი ყველანაირ ბერკეტს ფლობს იმისთვის რომ ათასობით და კიდევ უფრო მეტი კონპიუტერი აკონტროლოს მისი უშუალო ჩარევის გარეშეც. ეს კი მით უფრო საგანგაშოა როდესაც საქმე ეხება ა.ვ. და პლიუს “ფაირვოლს” ამიტომ მე გირჩევთ ან შეიძინოთ ლიცენზია ამა თუ იმ ა.ვ. ანდა უამრავი უფასო საშუალებაა იმისთვის რომ კომპლეკსურად და ხარისხიანად დაიცვათ თავი. და არ გექნებათ იმის შიში რომ ან ინფორმაცია დაკარგავთ უეცრად, ან სისტემა გამოვიდეს მწყობრიდან და ა.შ. მე შემიძლია შემოგთავაზოდ ვარიანტი რომლითაც უფასოდ დაიცავთ სისტემას არა ნაკლებ ფასიანი ა.ვ. .

დააყენეთ ა.ვ. AVAST! (free) და Comodo Firewall გადმოსაწერი ბმულები; Download avast! Free Antivirus და Download Comodo Firewall for Windows (მიუთითეთ თქვენი სისტემის BIT 32/64)

ბ) ონლაინში თამაშის დროს სასურველია ყველა იმ პროგრამის დახურვა რომელიც ინრნეტ რესურს მოითხოვს. მაგალითად, სკაიპი და სხვა მესინჯერები, ტორენტ კლიენტი და ა.შ. ეს კიდევ უფრო სტაბილურ და ხარისხიან შეერთებას მოგცემთ თამაშის სერვერთან. ასევე სასურველია დამცავ პროგრამებში ანტივირუსში, (ა.ვ.) ფაირვოლში, მიუთითოდ თამაშის ფოლდერი, exe ფაილი სანდოებში. ამით თამაშის გაშვების დროს შემცირდება ა.ვ. კონტროლი და ნაკლებად დაიტვირთება პროცესორიც. ასევე გაუთიშეთ ავტო-აპდეიტი რათა არ მოახდეს იმ დროს განახლება როდესაც ონლაინში ხართ. საერთოდ თუ თვლით თამშს სანდოდ ჯობია გამორთოდ ამ დროს ა.ვ.

გ) ასევე კარგი იქნება თუ პროგრამებს გაუთიშავთ ავტო-განახლებას. სხვადასხვა პროგრამების დაყენების წინ მოხსენით თოლია მაჩვენებელზე პროგრამის ავტომატურ რეჟიმში! პირადად პროგრამებთან ერთად ბრაუზერის ავტო-აპდეიტიც კი გამორთული მაქვს.

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.