Jump to content

უფასო ონლაინ თამაშები


Recommended Posts

მოკლედ, დღეს მინდა შევეხო უფასო ონალინ თამაშებს. იყო დრო როცა ვარკრაფტი კათეტერით მედგა, მაგრამ დროის უკმარისობის გამო შევეშვი, თან რავი ცოტათი მიყვარს ჩემი თავიც )) ამის შემდეგ გადავწყვიტე სხვა ონლაინ თამაში მეცადა, მაგრამ ვოვის მერე სხვა თამაშში სააბონენტოს გადახდა მეთაკილა. ასე რომ როცა დრო მაქ უფასო პროექტებით ვერთობიხოლმე. მაშ ასე, მოვრჩეთ ჩემზე საუბარს და საქმეზე გადავიდეთ. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე თამაში, რომელიც ყოველთვიურ გადასახადს არ ითხოვს, გადახდა სჭირდება მხოლოდ დამატებით ფუნქციონალს; ასევე დღეს გაგაცნობთ მომავლის პროექტებს, ონლაინ თამაშებს, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, თუმცა გამოსვლის დღიდან უფასო იქნება:

თამაშები, რომლებიც უკვე გამოსულია:

1) MMORPG ჟანრის თამაში City of Heroes: სტუდია Paragon–ის პროდუქტი. უზარმაზარი ონლაინ სამყარო ათასობით გმირისათვის. მომხმარებელს მოუწევს კრიმინალის, უცხოპლანეტელების, ბანდიტებისა და სხვა მსგავსი პერსონაჟების წინააღდეგ ბრძოლა. გარდა ამისა თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეუერთდეთ სხვა მოთამაშეს, ჩამოაყალიბოთ საკუთარი დანაყოფი, შექმნათ საიდუმლო შტაბი და აიღოთ სრული კონტროლი ქალაქზე.

თამაშის თრეილერი:

2) მორიგი თამაში ისევ MMORPG ჟანრის წარმომადგენელია: Funcom-ის პროდუქტი Age of Conan: Hyborian Adventures. ბნელი ციხესიმაგრე და აკვილონის მეფე კონანი მშვიდობაზე და ჰარმონიულ ცხოვრებაზე აშკარად არ მიუთითებენ. მოხმარებელს საშუალება ეძლევა გაერთოს PVP-ის რამდენიმე სახეობით, ფაიტინგის ელემენტები -- ახლო ორთაბრძოლის სამი სახე: ზემოდან, მარჯვნიდან მარცხნიდა. თუ სისხლის ღვრა მოგბეზრდათ რა პრობლემაა, დაიწყეთ ვაჭრობა.

თამაშის თრეილერი:

3) ყველას გვინახავს ბეტმენი, სპაიდერმენი, ადამიანი ობობა და კიდევ მრავალი მსგავსი პერსონაჟი, მაგრამ რამდენ უნახავს ისინი ერთად? წარმოგიდგენთ გლობალური მულტიფლეიერ–თამაშს, DC Universe Online-ს, რომლის დამუშავებაზე კომპანია Sony Online Entertainment-მა იზრუნა. თამაშს დიდი აღწერა არ ჭირდება: რადგან ოკვე ,,არ არსებობს,, კრიმინალი, ტერორიზმი, ძალადობა და სხვა მსგავსი მამაძაღლობები, ბავშვობაში ჩვენთვის საოცნებო და მისაბაძი გმირები უკვე ერთმანეის წინააღმდეგ იბრძვიან

თამაშის თრეილერი:

4) მოდი დროებით შევეშვათ MMORPG-ს და ქსელურ შუთერზე, Team Fortress 2-ზე გადავიდეთ: კომპანია Valve-ს პროექტი მოგვითხრობს შეშლილ სამყაროზე, სადაც ერთ-ერთი მედიკი სასწაულებს ჩადის. თუ მოგბეზრდათ თამაში რომელიც ნერვებს პირდაპირი გაგებით ჭამს, მაგრამ არც ფლეშ თამაშებისკენ მიგიწევთ გული მაშინ Team Fortress 2 ზუსტად თქვენთვისაა.

თამაშის თრეილერი:

5) ეს სტატია სტრატეგიის მოყვარულთათვისაც რომ საინტერესო გახდეს, End of Nations-იც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. სტუდია Petroglyph Games-ის მიერ დამუშავებული თამაში თანამედროვე საბრძოლო ტექიკას ეხება. თქვენს წინაშეა ტანკები, ვერტმფრენები, საბრძოლო რობოტები... ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი დანაყოფი და იბრძოლოს ლულის გაცხელებამდე.

თამაშის თრეილერი:

ეხლა კი დროა მომავლის პროექტებსაც შევეხოთ

1) Beijing Perfect World-ის დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ MMO-თამაში, Star Trek Online უფასო გახდეს. დასახელებიდან ალბათ მიხვდებოდით, რომ თამაში კოსმოსურ ხომალდებზე, უცხოპლანეტელ რასებზე და ვარსკვლავურ ომებზე მოგვითხრობს. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად თამაში უფასო 2012 წლის 17 იანვარს გახდება.

თამაშის თრეილერი:

2) ყველას გავგვიგია Valve-ს თამაშის, Dota 2-ის შესახებ. თუმცა აქ საქმე Valve-ს არ ეხება, საუბარია თავად Blizzard-ის მიერ დამუშავებულ Dota-ზე, რომელიც როგორც იუწყებიან ძალიან გავს მის წინამორბედს. მოკლედ არტასი, სრაალი, ნოვა და ვოვისა და სტარკრაფტის სხვა პერსონაჟები, ოდნავი მოდიფიკაციის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდებიან.

თამაშის თრეილერი:

3) არ მინდა ექშენისა და საბრძოლო რობოტების გულშემატკივრებიც გამომრჩეს და მოდი MechWarrior Online-საც შევეხოთ. Piranha Games-ის პროექტის სიიჟეტი 3049 წელს ვითარდება სადაც ჩვენ, საბრძოლო რობოტის პილოტი, მონაწილეობას მივიღებთ პლანეტათაშორისო ომებში. შესაძლებელია შევუერთდეთ ან შევქმნათ საკუთარი ქვედანაყოფი, ავირჩიოთ ხუთიდან ერთ–ერთი მხარე და დავიწყოთ ომი პლანეტებს შორის. თამაშის გამოსვლა 2012 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.

თამაშის თრეილერი:

მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, ვისაც გაქვთ ინფორმაცია სხვა საინტერესო ონლაინ თამაშების შესახებ კომენტებში დაწერა არ დაიზაროთ, მეც ეტაპობრივად განვავრცობ ჩემს თემას.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Dota 2 უფასოა? O.o

მანდ წერია, რომ დოტა, რომელსაც ბლიზარდი გამოუშვებს უფასო იქნება, ანუ ფულის გადახდა მარტო დამატებით ფუნქციონალში იქნება საჭირო ;)

:thumbsup:

კარგია კოლეგა :P

მეც მაგის იმედი მაქ ;)

Link to comment
Share on other sites

მართლაც კარგი თემაა და მე Tem Fortress 2_ს გამოვარჩევდი, შედევრია...

Link to comment
Share on other sites

საჭირო თემაა +1

მაგრამ ეს რატომ გამომიტოვეთ ?

Battlefield play 4 free

battlefield_play4free.jpg

ვისაც არ გაქვთ BF3 ნაყიდი ან Bad company 2 ეს ითამაშედ cod ის mp ებს კი ჯობია :sleep:

Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა

კიდევ უფასოა Age Of Empires Online კარგი სტატეგიაა კარგიო გრაფიკით

Need For Speed World

ასევე gameranger ის დახმარებიტ უფასოა სხვა ძველი NFS ები და FIFA 11 იც

Link to comment
Share on other sites

ბფ 2 უფასოა? ხმებია შეცვლილი და გრაფიკა ცოტა გაუმჯობესებული ხო? თუ მომეჩვენა

Link to comment
Share on other sites

ზემოთ ჩამოთვლიებიდან, ერთს კი არა ყველას გაერთიანებულად არ ეყოლება იმდენი მომხმარებელი რაც ამ ერთ თამაშსს

league of legends

Link to comment
Share on other sites

ხალხო ბფ2 Play4free ისგადმოწერა საიდან არის შესაძლებელი?

ბფ3 ფული არ მაქ და :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

ხალხო ბფ2 Play4free ისგადმოწერა საიდან არის შესაძლებელი?

ბფ3 ფული არ მაქ და :miyvarxar:

http://battlefield.play4free.com/en/

დარეგისტრირდი და გადმოგაწერინებს :)

Link to comment
Share on other sites

ოკ გაიხარე :thumbsup: და რა მაინტერებს რეგისტრაციისთვის მარჩევინებს კლას ამ კლასის შეცვლა არ იქნება შესაძლებელი მერე?

Link to comment
Share on other sites

ლაინეიჯი 2 ყველაზე მაგარი თამაშიიიი ამ წამს ვთამაშობ კომპს ვერ ვცილდები

predator.ge

Reborn

არ ინანებთ ;D

Link to comment
Share on other sites

ოკ გაიხარე :thumbsup: და რა მაინტერებს რეგისტრაციისთვის მარჩევინებს კლას ამ კლასის შეცვლა არ იქნება შესაძლებელი მერე?

კი, ახალ ჯარისკაცებს გააკეთებ თითო კლასში და ჩართვის წინ აირჩევხოლმე, თუ სწორად მახსოვს მასეა.

Link to comment
Share on other sites

არ მცემოთ და :::D

CS 1.6

DOD Source

CS Source

ოხ ლევან :D

ესეც უფასოა http://worldoftanks.ru/

Link to comment
Share on other sites

კიდევ არის რეზერვში რამდენიმე თამაში, რო მოვიცლი დავწერ მიმოხილვიანად ))

Link to comment
Share on other sites

ლაინეიჯი 2 ყველაზე მაგარი თამაშიიიი ამ წამს ვთამაშობ კომპს ვერ ვცილდები

predator.ge

Reborn

არ ინანებთ ;D

317749.jpg

Link to comment
Share on other sites

317749.jpg

ვიცოდი რომ ასეთ რაღაცას დამიწერდით <_<

როგორც ეფლის გადაეკიდა ხალხი ისე გადაეკიდა ლაინეიჯს :vikingi:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.