Jump to content

სად იწარმოება Intel-ის პროცესორები


Recommended Posts

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Intel, დღეისათვის, ტექნოლოგიური თვალსაზრიზით, მსოფლიოში უმსხვილესი ქარხნების მფლობელია. რითი განსხვავდებიან ისინი ქუთაისის საავტომობილო ქარხნისგან? მოდი ერთად ვნახოთ.

ეს სტატია, პირველ რიგში დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ გახსნან საკუთარი ქარხანა, პროცესორების საწარმოებლად — თუ მსგავსი იდეა, თუნდაც ერთხელ, გაგჩენიათ, მაშინ კომფორტულად მოკალათდით თქვენს სავარძელზე და მოინიშნეთ საინტერესო ცნობები თქვენს სანიშნეებში

Sandy-Bridge.jpg

ყველასათვის ნათელია, რომ ქარხნების გარეშე მწარმოებლობა შეუძლებელია. დღეისათვის Intel-ს 4 ქარხანა გააჩნია, რომელთაც შეუძლიათ 32 ნანომეტრული პროცესორების წარმოება: D1D და D1C ორეგონის შტატში, Fab 32 არიზონას შტატში და Fab 11X ნიუ-მეხიკოში.

fab.png

ქარხნების მოწყობილობა

Intel-ის თითოეული ქარხნის სიმაღლე, რომლებიც აწარმოებენ პროცესორებს 300 მილიმეტრიან კრემნიუმის ფირფიტებზე, 21 მეტრს შესადგენს, ხოლო ფართობი — 100 ათას კვადრატულ მეტრს. ქარხნის შენობა შეიძლება 4 ძირითად სექტორად დაიყოს:

სავენტილაციო სისტემების დონე

მიკროპროცესორი მილიონობით ტრანზისტორისგან შედგება — ყველაზე პატარა მტვრის ნაწილაკს, რომელიც მოხვდება კრემნიუმის ფირფიტაზე, ათასობით ტრანზისტორის განადგირება შეუძლია. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ოთახი სტერილურად სუფთა იყოს. სავენტილაციო სისტემის დონე შენობის ზედა ნაწილზეა განთავსებული — სპეციალური სისტემები, ჰაერის 100%-ით გაფილტვრას, ტემპერატურის რეგულირებასა და ტენიანობის კონტროლს უზრუნველყოფენ. ე.წ. «სუფთა ოთახები» იყოფა კლასებად: ოთახები, რომლებშიც მტვრის რაოდენობის მოცულობა ერთეულებამდეა დაყვანილი და ოთახები, რომლებიც საოპერაციო დარბაზთან შედარებით 1000-ჯერ სუფთაა. სუფთა ოთახებში, ვიბრაციის ჩასახშობად, გამოყენებულია სპეციალური ვიბროსაწინააღმდეგო საძირკველი.

«სუფთა ოთახების» დონე

მისი მოცულობა რამდენიმე საფეხბურთო მოედნის ფართობს აღემატება — აქ ამზადებენ მიკროპროცესორებს. სპეციალური ავტომატიზირებული სისტემა ფირფიტების ერთი საწარმოო სადგურიდან მეორეზე გადატანას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა მომსახურე პერსონალის «სისუფთავე»— სპეციალისტებს აცვიათ სპეციალური კოსტიუმები, რომლებიც ფირფიტებს მტვრის ნაწილაკებისგან, თმებისგან და კანის ნაწილებისგან იცავენ. ასეთ კოსტიუმს «Bunny suit» ეწოდება — მის ჩასაცმელად 30-დან 40 წუთამდეა საჭირო.

Bunny-suit.png

ქვედა დონე

აქ ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელი სისტემებია განთავსებული (ტუმბოები, ტრანსფორმატორები და სხვ.) დიდი მილების (არხები) საშუალებით სხვადასხვა ტექნიკური აირები, სითხეები და დამუშავებული ჰაერი გამოიყოფა. ამ განყოფილების თანამშრომლის სპეცტანსაცმელს შეადგენს: ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, ხელთათმანი და სპეციალური ფეხსაცმელი.

საინჟინრო დონე

ეს დონე ქვედა დონის გაგრძელებას წარმოადგენს. აქ მდებარეობს ელექტრო პანელები, რომლებიც ქარხნისთვის საჭირო ელექტრი ენერგიას გამოიმუშავებენ; მილსადენები და საჰაერო მილები, ასევე კონდიციონერები და კომპრესორები.

ასეთი სიმძლავრის ქარხნის ასაშენებლად საჭიროა, დაახლოებით, სამი წელი და $5 მლრდ. თუ ამ ციფრებმა თქვენში გაოცება ვერ გამოიწვია, მაშინ აი კიდევ მიახლოებითი სტატისტიკა:

— 19 000 ტონაზე მეტი ფოლადი

— 112 000 კუბური მეტრზე მეტი ბეტონი

— 900 კმ-ზე მეტი სადენი

კომპანიის ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის პროცესი:

Intel Copy Exactly

ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აღჭურვილობა და მუშაობის პროცესი განსხვავდება იმით, თუ რა მასალა გამოიყენება კონკრეტული პროდუქციის დასამზადებლად. პილოტ წარმოებიდან სერიულზე გადასვლისას, ხშირად ჩნდება გაუთვალისწინებელი სიტუაციები და მსგავსი შეფერხებები, რომლებიც ტექნოლოგიური პროცესების ადაფტირებისა და დახვეწის აუცილებლობით არის გამოწვეული. გარდა ამისა, სერიული წარმოებით გამოწვეულ შეფერხებას კიდევ ერთ დაბრკოლებასთან შეუძლია მიგვიყვანოს — ტექპროცესის დანიშნულების პარამეტრების ცვლილება.

კომპანია Intel-ს ასეთ სიტუაციებთან საკუთარი მიდგომა გააჩნია, რომელსაც Copy Exactly ჰქვია. ამ ტექნოლოგიის არსი: ლაბორატორიული პირობების აბსოლიტური კოპირება, ნებისმიერ, ასაშენებელ ქარხანაში. მუშავდება ყველა დეტალი — არა მხოლოდ შენობა (კონსტრუქცია, აღჭურვილობა, მილსედენების სისტემა, ოთახების ადგილმდებარეობა, კედლების შეფერილობა), არამედ შესასვლელ-გამოსასვლელი სისტემების პარამეტრები (რომლებიც 500-ზე მეტი აქვს), ასაშენებელი ნედლეულის მიმწოდებელი და პერსონალის მომზადების მეთოდიც კი. ეს ყველაფერი, სამშენებლო კომპანიას მთელი დატვირთვით მუშაობის საშუალებას აძლევს, თუმცა ეს არ არის მთავარი პლიუსი. ასეთი მიდგომის წყალობით ქარხანა უფრო მოქნილი ხდება — ფირფიტების მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხნის მწყობრიდან გამოსვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი მეორე ქარხანაში სწრაფი და უსაფრთხო გადატანა. მსგავსი მიდგომა ყველა კონკურენტმა კომპანიამ დადებითად შეაფასა, თუმცა, რატომღაც არცერთი არ იყენებს მას.

მოგზაურობა Intel-ის სამყაროში:

წყარო http://hi-tech.ge/2010/12/06/intel-fab/

  • Upvote 6
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა და პირდაპირი ბილიკი ნიუსჰანტერობისკენ ასე რომ გააგრძელებ!

კრემნიუმის
-ეს კაჟმიწა,ანუ სილიციუმია.
Link to comment
Share on other sites

გასაგებია

თუ თავისი დაწერილია მაშინ პირიქით მადლობა რომ აფასებს ჩვენს საიტის :)

+1 მადლობა

Link to comment
Share on other sites

ოფ ტოპიკი წავშალე

ფაქტიურად მთელი თემა წამიშლია ეგრე გამოვიდა :D

ავტორს კიდევ ერთხელ მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.