X-treme user Posted November 4, 2011 Share Posted November 4, 2011 კომპანია Sapphire-ს, ბოლო დროს ყურადღება გამახვილებული აქვს ვიდეობარათ Radeon HD 6970-ის ასორტიმენტის განახლებაზე - ახალი მოდიფიკაციების ხარჯზე. როგორც ყოველთვის, ამ დროს, ის ცვლის გაგრილების სისტემის კონსტრუქციასაც, რაც თავის მხრივ, არ შეიძლება, რომ არ ახარებდეს ეტალონური ქულერების მოწინააღმდეგეებს. ამ კვირას, მან წარმოადგინა კიდევ ერთი ასეთი პროდუქტი, 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, სხვადასხვა დიამეტრის ხუთი სითბური მილაკითა და ხრახნების ოპტიმიზირებული მოყვანილობის მქონე, ორი ცალი 90 მმ-იანი ფენით, რომლებიც კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით, უზრუნველყოფენ იმავე რაოდენობის ჰაერის ნაკადის დამუშავებას, 10%-ით ნაკლები ხმაურის დონით და 25%-ით მეტი ეფექტურობით. ხოლო მათი საკისრები დაცულნი არიან მტვრის მოხვედრისგან, რაც ზრდის მათი მუშაობის ხანგრძლივობას. ნაწარმის მეორე თავისებურება გახლავთ BIOS-ის მეორე მიკროსქემის არსებობა, რომელზე გადართვითაც, მატულობს ბირთვზე ძაბვა - 1.2 ვ-მდე და ფენების ბრუნვის სისწრაფე. სტანდარტულ რეჟიმში, ის მუშაობს 880/5500 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო 'ოვერქლოქერული' პროფილი იძლევა ამ მაჩვენებლების აწევას - 1500/8000 მჰზ-მდე, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უტილიტა TriXX-ის მიერ დაწესებული თეორიული ზღვარი. უკანა პანელზე განთავსებულია ორი DVI-გასასვლელი, ამდენივე mini-DisplayPort და ერთი HDMI. ადგილი მოიძებნა ფართო სავენტილაციო ღრმულებისთვისაც. ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს ვერსია ხელმისაწვდომი იქნება იგივე ფასად, როგორიც ეტალონური და პერსპექტივაში, უნდა მოახდინოს მისი ჩანაცვლებაც. Overclockers.ru 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted November 4, 2011 Share Posted November 4, 2011 გამოუშვან ახალი ვიდეო დაფები თორე რამდენად ღა ატრიალონ აღარ იციან :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.