Jump to content

ჯინსის გამოგონება


Recommended Posts

დღეისათვის ამ პოპულარულ ტანისამოსს ყველა ხმარობს დაწყებული მებაღიდან პრეზიდენტით დამთავრებული.

ჯინსი გამოგონილი იქნა გერმანელი ებრაელის მიერ ამერიკაში,(რომელიც იაფფასიანი ნაჭერი იყო)ფრანგის მიერ შექმნილი ნაჭრისგან.

დაახლივებით 300 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით,საფრანგეთის ქალაქ ნიმ-ში დაამზადეს მატერია „serge de Nimes“,ხოლო 1500 წლის შემდეგ ამ ნაჭრისგან "de Nimes" დაიწყეს ჯინსების შეკერვა.

1492 წელს კრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციას თავიანთ ხომალდებზე Pinta და Santa Maria-ზე აფრების ადგილას ჰქონდათ სწორედ ეს მატერია „serge de Nimes“ ანუ "ჯინსების" ნაჭრის აფრებით აღმოაჩინეს ამერიკა .

1597 წელს ფრანგები Genoa-ს ეძახდნენ „ჯენოას“,მის მცხოვრებლებს კი „ჯენეს“.აქაურ იტალიელ მეზღვაურეებს აფრებისგან შკერილი შარვლები ეცვათ.ამის შედეგად კი აფრებისგან შეკერილ ნაჭერს „ჯენეს“,ან ამერიკულად ჯინსი ეწოდა.

1829 წელს ბუტენხაიმში,პატარა ქალაქში სამხრეთ ბავარიაში,დაიბადა ებრაელების ოჯახში უმცროსი ვაჟი ლეიბო(ლევი სტრაუს),რომელიც ყველაზე უმცროსი იყო 6 შვილს შორის.მისი მამა კი ყიდიდა ახლო სოფლებში ნემსებს,ძაფებს და სხვა ნივთებს.მამის სიკვდილის შემდეგ 1847 წელს,როცა ლეიბო 18 წლის იყო,ოჯახით გაემგზავრა ამერიკაში.

1853 წელს ახალგაზრდა ლეიბო მიიწვია მისმა დამ ფენიმ ,მისი ქმარი კი გაემგზავრა სანფრანცისკოში ოქროს ციებცხელების გამო.ლეიბო ადგილზე მისვლისას იმწუთასვე მიხვდა რომ ოქროს მომპოვებლებს პრობლემა ჰქონდათ შარვალთან.იგი სანფრანცისკოში გაემგზავრა „ბრიზენტით“ (ჯინსის ნაჭრით )კარვისთვის,რომელცისგანაც მან დაამზადა შარვალი,ანუ როგორც მან უწოდა“კომბინიზონი ზედატანის გარეშე“ და მან შეუკვეთა იგივე „ბრიზენტის“ ნაჭერი და დაამზადა პირველი გამოშვება ჯინსების.მაგრამ ნაჭერი არ გამოირჩეოდა გამძლეობით ჯიბეები ეხეოდა,მაშინ კი ლეიბომ ჯიბეების კიდეები რკინის სამაგრებით დაამაგრა.

6d9a4062ebf6aa794c69d31ce00a06d8.png

1872 წელს მკერავმა ნავადოდან ჯაკობ დევისმა,რომელიც ყიდულობდა ლევი სტრაუსისგან ნაჭერს,მისწერა წერილი,სადაც მიუთითა ჯინსების შეკერვის ორიგინალურ მეთოდზე,და რადგან მას თანხა არ ჰქონდა ამის განსაორციელებლად,თავისი იდეა ლევი სტრაუსს შესთავაზა,რომ მას დიდი ზეწოლის მქონე ადგილებში:ჯიბის კუთხეებში და ღილის ადგილას დაეყენებინა სპილენძის სამაგრები(ზაკლობკები).1873 წლის 20 მაისს სტრაუსი და დევისი პატენტის მფლობელები გახდნენ,მათმა ქმილებამ კი დღევანდელსმიმსგავსებული ფორმა მიიღო.

ასე 1873 წელს გამოჩნდა ორიგინალური ჯინსი მტკიცე მატერიისგან დამზადებული და ჯიბეებთან მეტალის „ზაკლობკებით“.

ჩვენთვის ტრადიციული ლურჯი ფერის ჯინსი შემთხვევით გამოჩნდა:უეცრად გამოილია კარვის ბრიზენტის მარაგი,ხოლო ეს დანაკარგი შეავსეს საფრანგეთის ქალაქი ნიმიდან მიღებული ნაჭრით,სწორედ ესე გამოჩნდა ლურჯი ფერის ჯინსი.

1238131476_post-14-1209054046.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.