Jump to content

უეცარი ლურჯი ეკრანი და რესტარტი

Recommended Posts

გაუმარჯოს! ამ ბოლო დროს ჩემს კომპიუტერს დასჩემდა ასეთი პრობლემა: როცა ვმუშაობ Opera-ში ან რაიმე სხვა პროგრამაში უცებ გაჭედავს ყველაფერი, ერთი 2 წუთი არის გაჭედილი შემდეგ უცებ გამოვა ლურჯი ეკრანი და დარესტარტდება ავტომატურად, ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი რომ წაკითხვას ვერ ვასწრებ რას მიწერს, მაგრამ მერე რომ ჩაირთვება გამოაქვს Don't Send და მიწერს Windows Has recovered from serious Problem-ო და შევყავარ მაიკროსოფტის საიტზე და იქ წერია რომ ეს შეცდომა ნიშნავს იმასო რომ შენი ბიოსი და პროცესორი ერთმანეთთან ვერ ჯდებაო. რესტარტის შემდეგ კომპი აგრძელებს მუშაობას უპრობლემოდ დაახლოებით 1-2 საათი(გააჩნია დატვირთვას) და შემდეგ პრობლემა ისევ მეორდება. ჩემი კონფიგი არის შემდეგი:

მაზერი: MSI G31M2 V1 (MS-7383)

CPU: Intel Pentium4 640

RAM: Zeppelin DDR2-800 1GB

HDD: ST3320620AS

OS: Windows XP Professional SP3 Original MSDN

Graphics: Asus EN8500GT+Cooler

PSU: 300w(შეიძლება ამაზე იეჭვოთ მაგრამ 2 წელი ისე ამუშავა ამ კვებამ რომ ბლუ სქრინი არ ვიცოდი რა იყო ეხლა ამის ბრალი ნაკლებად მგონია).

გავაკეთე შემდეგი:

1. ბიოსი განვაახლე ბოლო 1.4 ვერსიაზე.

2. ბიოსი დეფაულტზე დავაყენე ყველაფერი, არ მაქვს არაფერი დარაზგონებული.

3. შევამოწმე ოპერატიული memtest 86+ -ით და არანაირი პრობლემა არ აქვს.

4. შევამოწმე ვინჩესტერი HDTune-ით და არანაირი პრობლემა არ აქვს, გარდა იმისა რომ წერს 38 შეცდომა აქვსო კონტაქტისო და ეს შეიძლებაო გამოწვეული იყოსო დაზიანებული კაბელითო, კაბელი გამოვცვალე, მაგრამ არანაირი შედეგი, მოკლედ ამის ბრალი ნაკლებად მგონია იმიტომ რომ ამ პრობლემას თითქმის ყველას უწერს მაგრამ ყველასთან უპრობლემოდ მუშაობს და ამ შეცდომას ზოგი საერთოდ არ თვლის ხარვეზად :) მოკლედ ვინც იცით მიხვდებით რაზეც ვამბობ.

5. ვინდოუსი გადავაყენე სევენიც დავაყენე და XP-იც ორიგინალის ასლები, სხვადასხვა დისკებიდან, მაგრამ არანაირი შედეგი.

6. დრაივერები გადმოვწერე მწარმოებლის საიტებიდან.

7. ტემპერატურები შევამოწმე და ნორმაშია ყველაფერი.

8. ვირუსებზე შევამოწმე სხვადასხვა LiveCD-ებით(Kaspersky, DR.web) და არანაირი ვირუსი.

9. კვება დავტესტე და ყველაფერი ნორმალურად აქვს, სხვა კვებაც ჩავუყენე უფრო ძლიერი მაგრამ შედეგი იგივე.

რისი ბრალი უნდა იყოს თქვენი აზრით?

Link to comment
Share on other sites

რისი ბრალი უნდა იყოს თქვენი აზრით?

ამას შენ კითხულობ? :D

რა ვიცი ოპერები გამორიცხე

მემტესტს რომ გადის არ ნიშნავს რომ რიგზეა

Link to comment
Share on other sites

C:\Windows\Minidump > აქ შეიხედე და თუ არის დამპები ატვირთე სადმე.

ან ეს მოუხსენი და შემდეგ BSOD_ზე აღარ დაგირესტარტებს,

Capture107.jpg

Link to comment
Share on other sites

დავით ეგ ისევ ის პრობლემაა მე რომ მითხარი გადავლეშვის შემდეგ დაემართაო? :unsure:

Link to comment
Share on other sites

დავით ეგ ისევ ის პრობლემაა მე რომ მითხარი გადავლეშვის შემდეგ დაემართაო? :unsure:

არა გადაფლეშვის მერე მუშაობდა კარგა ხანი უპრობლემოდ და ერთი 2 თვეა რაც ესე დაეწყო. სოსო ანუ შეიძლება რომ ოპერების ბრალი იყოს? ახლებია თან და ეგ ნაკლებად მგონია.

Link to comment
Share on other sites

არა გადაფლეშვის მერე მუშაობდა კარგა ხანი უპრობლემოდ და ერთი 2 თვეა რაც ესე დაეწყო. სოსო ანუ შეიძლება რომ ოპერების ბრალი იყოს? ახლებია თან და ეგ ნაკლებად მგონია.

ანუ რაც ახალი ოპერები ჩასვი იმის მერე დაეწყო

Link to comment
Share on other sites

ანუ რაც ახალი ოპერები ჩასვი იმის მერე დაეწყო

არა მანამდეც შვებოდა, წინა ოპერებს რაღაც დაემართა Super Talent DDR2-800 2GB მქონდა და რომ ვრთავდი კომპს საერთოდ არ ირთვებოდა ანუ არც ბიოსი წრიპინებდა საერთოდ ჩუმად იყო და არ ირთვებოდა მოკლედ კომპი და იმის მერე ჩავუსვი ეს მაგრამ იმ ოპერებზეც იგივეს მიკეთებდა.

Link to comment
Share on other sites

ძალიან იცის ეგეთი რამე ოპერებმა

ან როცა ძაბვა არ ყოფნის რაზგონზე

მაინც ნახე იქნებ ბიოსიდან ხელით უნდა რაღაცეების მითითება

მაგალითად ტაიმინგები

სიხშირე ან ძაბვა

Link to comment
Share on other sites

ძალიან იცის ეგეთი რამე ოპერებმა

ან როცა ძაბვა არ ყოფნის რაზგონზე

მაინც ნახე იქნებ ბიოსიდან ხელით უნდა რაღაცეების მითითება

მაგალითად ტაიმინგები

სიხშირე ან ძაბვა

ვოლტაჟი ავტომატურზეა და ტაიმინგები აქ ნახე http://b.pix.ge/a/9yvps.jpg

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს :)

არ ვიცი მეტი იდეა არ მაქვს

სხვა სლოტში სცადე ოპერატიული

Link to comment
Share on other sites

მეც მქონდა იგივე პრობლემა. ქაუნთერზეც მირესტარტებდა ზოგჯერ (ვინდის ორიგინალის ასლი რო მეყენა მაშინ უფრო ხშირად ვიდრე ნაჩალიჩარზე). რამდენად განსხვავებულია შენი პრობლემა არ ვიცი მაგრამ ჩემსას სრული გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარე და იმის მერე აღარ უქნია. ტერმოპასტა მივახმარე და ქულერიდან მტვრის ბოლო ნაწილაკიც ამოვაგდე დავზეთე და მივასვარკე რასაც ქვია. იმის მერე კაი 6 თვე ჯანზეა. ეხლა ქნა კიდე ერთხელ და გახსნას ვაპირეფ ქულერის ვარიანტი მგონია...

Link to comment
Share on other sites

მაზერის პრობლემა უნდა იყოს დავით, მასე ბლუსქრინავდა ერთხელ და სანამ მაზერი სულ არ მოკვდა მანამდე ვერ გავიგე რა ჭირდა დეიდაშვილის კომპს, არმახსოვს იმასაც MSI ქონდა თუ არა მაგრამ ჩიპსეტი იგივე იყო ......

მემგონი მალე მოგიწევს იმ დაღუნულ სოკეტიანი P5ND2-ის შემოწმება.....

დღეს მოვხსენი ქულერი დასაზეთად და იქ დავაკვირდი მაზერზე რაღაც ესხა თითქოს და გამხმარი იყო შავი ფერის კონდენსატორებთან პროცესორთან, და ვითომ კონდენსატორებს გასდით? :D მივუტანო მაზერის ხელოსანს? ტუ მართლა ის დაღუნულ სოკეტიანი მაზერი მოვიყვანო მწყობრში? :D

კონდენსატორს თუ გასდის ჩაირთვებოდა ეგრე?

დაღუნული სოკეტი რას გიშლის თუ მუშაობს :)

Link to comment
Share on other sites

კონდენსატორს თუ გასდის ჩაირთვებოდა ეგრე?

დაღუნული სოკეტი რას გიშლის თუ მუშაობს :)

მეორე მაზერი მაქვს კიდევ 775-ზე P5ND2 SE და სოკეტის პინები აქვს დაღუნული 2-3 ცალი და მეშინია პროცესორი ჩავდო და რომ ჩავრთო ის პროცესორი არ დამიზიანოს თან ეს 1 პროცესორი ძლივს მაქვს ეგეც არ დამიზიანდეს თორე მერე ან 370 სოკეტზე ან 478 სოკეტზე დავრჩები :D

Link to comment
Share on other sites

დაღუნულ და მოტეხილ პინებზე არ არის საშიში პროცესორის ჩადება

ჩამიდია მე და ვიცი :D

Link to comment
Share on other sites

დაღუნულ და მოტეხილ პინებზე არ არის საშიში პროცესორის ჩადება

ჩამიდია მე და ვიცი :D

ის p5nd2 se დაბრედილიაო პოსტ კარტამ. და ჩემს მაზერზე კიდევ ველოდები აბა აზრებს, ჯერ ჯერობით აღარ გამოუტანია ბლუ სქრინი, სხვა სლოტში ჩავდე ოპერატიული და დაველოდოთ აბა შედეგს :)

Link to comment
Share on other sites

კონდენსატორს თუ გასდის ჩაირთვებოდა ეგრე?

დაღუნული სოკეტი რას გიშლის თუ მუშაობს :)

ჩემს მაზერზე ორი კონდესატორი სულ გაშავებულია მაგრამ მაინც ირთვება..

ვიდეო ფაილს გავხსნი და ესე 20 წუთში იფრიზება... ერთი ფილმის საყურებლად 3-4 ჯერ ვარესტარტებ :xelitavi:

ის p5nd2 se დაბრედილიაო პოსტ კარტამ. და ჩემს მაზერზე კიდევ ველოდები აბა აზრებს, ჯერ ჯერობით აღარ გამოუტანია ბლუ სქრინი, სხვა სლოტში ჩავდე ოპერატიული და დაველოდოთ აბა შედეგს :)

ის ხო გაწმინდე რაც ქონდა დასხმული? მაგ სითხე გამტარია მემგონი შეიძლება მაგის ბრალიც ყოფილიყო...

რომელიმე კონდესატორი გაბერილი თუა და თავზე სითხე აქვს დამხმარი გამოაცვლევინე და გამოჯამრთელდება...

დავით გამოგივლი მერე თუ არ გჭირდება ეგ P5ND2 მომეცი კონდესატორებს გადავიტან :spiteful:

დაღუნულ და მოტეხილ პინებზე არ არის საშიში პროცესორის ჩადება

ჩამიდია მე და ვიცი :D

მოტეხილზე არა მაგრამ გააჩნია მოღუნული პინი სად მიედება პროცესორს შეიძლება არასწორ ადგილზე გაუშვას ძაბვა და განგმიროს პროცესორი......

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.