X-treme user Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 Cooler Master Silent Pro hybrid კვების ბლოკების სერიაში მწარმოებელმა გადაწყვიტა მაღალი სიმძლავრისა და უხმაურო მუშაობის რეჟიმის გაერთიანება, ანუ იმ პარამეტრებისა, რომლებიც იშვიათად გვხვდება ერთ მოწყობილობაში. წარმოდგენილ იქნა სამი მოდელი - 850, 1050 და 1350 ვ-ით. ისინი შეესაბამებიან 80Plus Gold სტანდარტის მოთხოვნილებებს, ხოლო მათი ეფექტურობის დონე კი აჭარბებს 90%-ს - უკვე ნახევარი დატვირთვის დროს. პროდუქტების გაგრილებაზე ზრუნავს 135 მმ-იანი ფენი, მაგრამ 200 ვ-ზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, ის გაჩერებულია. მათთან ერთად, კომპლექტს ერთვის გაფართოების მოდული, რომელიც ყენდება 5-დუიმიან განყოფილებაში. მისი საშუალებით მოხდება აღნიშნული და კიდევ სამი სისტემური ხრახნის ბრუნვების რეგულირება; გადამრთველის საშუალებით კი, ეს მოქმედება შესაძლებელია განხორციელებულ იქნას როგორც სამომხმარებლო, ისევე ავტომატურ პირობებშიც. ტექნოლოგია Hybrid Transformer გულისხმობს ტრანსფორმატორისა და რადიატორის ერთობლივ მონტაჟს, რითაც მეოთხედით მცირდება საერთო გაბარიტები და უმჯობესდება სითბოს მოცილება. ამ მხრივ კი, ბლოკები აღჭურვილნი არიან აქტიური PFC-თი. დენის ძალამ ერთადერთ 12 ვ-იან ხაზე შეიძლება მიაღწიოს 70, 82 და 105 ამპერს - 850, 1050 და 1350 მოდელებისთვის. ნაწარმები შეესაბამებიან ATX12V V2.3 და EPS12V V2.92 სტანდარტებს, სქემაში კი გამოყენებულია იაპონური კონდენსატორები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სრული მოდულური კონსტრუქცია, 12 კაბელი - SATA-დისკების დასაკავშირებლად და 6 ცალი 8-პინიანი - ვიდეობარათებისთვის. გარანტია მოქმედებს 5 წლის განმავლობაში, ფასები რა თქმა უნდა, თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია და შეადგენს 200, 250 და 300$-ს შესაბამისად. Cooler Master, IXBT 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 ოჰო კაი რარაც ჩანს 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
snord Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 ოჰო კაი რარაც ჩანს 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით კი მართლაც კაი კვება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted October 11, 2011 Share Posted October 11, 2011 ოჰო,რა კარგი კვებააააა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Davide Posted October 15, 2011 Share Posted October 15, 2011 შესანიშნავია სიმძლავირთაც და ვიდზეც ძალიან ლამაზია............................... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 31, 2011 Share Posted December 31, 2011 Cooler Master Silent Pro Hybrid 850 Watt PSU review http://www.guru3d.com/article/cooler-master-silent-pro-hybrid-850-watt-psu-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 Cooler Master Silent Pro M2 1000W PSU review http://www.guru3d.com/article/cooler-master-silent-pro-m2-1000w-psu-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 ოჰო კაი რარაც ჩანს 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით ხე ხე ჩემი კვება გაიჩითა ნუ მართალია ჯერ გზაშია მაგრამ ჩამოვა მაქსიმუმ 10 დღეში ვნახავთ რეალურად როგორია და რისი მაქნისია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 ხე ხე ჩემი კვება გაიჩითა ნუ მართალია ჯერ გზაშია მაგრამ ჩამოვა მაქსიმუმ 10 დღეში ვნახავთ რეალურად როგორია და რისი მაქნისია ხო რო ჩამოვა დაწერე აბა როგორი იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 აუცილებლად სურათებსაც ავტვირთავ კომპისასაც და კვებისასაც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 საილენთ პრო მაგარი ვერსიებია.. ძველი საილენთ პრო მაქვს რასაც ხედავთ და გიჟი რამეა.. სულ მაქსიმალურად ვწურავ ხოლმე რაზგონზე სისტემას და არც კვნესის არც ხურდება. 4.76 ზე პროცესორი და ვიდეოც პოლნად დარაზგონებული.და რაც მე მაგაზე კარტები მაქვს ჩართული კიდევ 200სერიის SLI-საც გაქაჩავს მემგონი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.