Jump to content

Darksiders:Wrath of War - განხილვა


Recommended Posts

ჟანრი: Action-Hack and slash,adventure

შემქნელი:Vigil Games

გამომშვები: THQ

გამოშვების წელი: 2010 წლის 5 იანვარი

პლატფორმა: PC,XBOX360,PS3

darksiders-wallpaper.jpg

Darksiders არის hack and slash RPG,რომლის სიუჟეტი დაყრდნობილია კომიქსზე,თუმცა თვითონ კომიქსი გაკეთებულია "ახალი აღთქმის" მიხედვით.

დედამიწას აპოკალიფსი მოუახლოვდა,ანგელოზებმა და დემონებმა დედამიწაზე გაუმართეს ერთმანეთს ბრძოლა. "7ნიშანი",რომელიც მათ შორის თანხმობის გარანტია იყო,დანგრეულია.საბჭო, ნაადრევი აპოკალიფსის პროვოცირებაში ამ ოთხი მხედრიდან ერთ-ერთს- "ომს" სდებს ბრალს."ომი" საკუთარი ბრალეულობის გამოსასყიდად, საბჭოს სთავაზობს პრობლემის მოგვარებას და გაეშურება დედამიწაზე,რათა კვლავ აღადგინოს დარღვეული ბალანსი.დედამიწაზე უკვე დემონები ბატონობენ,მათ დაამარცხეს ანგელოზების დიდი ნაწილი და თან წაიყვანეს მათი ლიდერი-ავადონი.ადამიანების უმრავლესობა ან მოკლულია,ან ზომბებადაა ქცეული."ომს" საბჭომ,თვალყურის მიზნით მეთვალყურე სიმბიოტი დაუნიშნა. რიგით მეორე მხედარს დიდი ამოცანა აკისრია.მან უნდა მონახოს ხმალი-"არმაგედონის" 7ივე ნაწილი, დაიბრუნოს საბჭოსგან წართმეული ძალა და დასაჯოს ყველა,ვინც შემქმნელი ღმერთის ნებას აღუდგა წინ.

გარდა ამისა,თამაშში შევხვდებით ძველი და ახალი აღთქმის პერსონაჟებს,მთავარანგელოზებს:

ურილს-რომელსაც "ომი" მანდამაინც გულზე არ ეხატება,რადგან ცხენოსანი ანგელოზებსაც არ ინდობს.

აზრაელს-სიკვდილის ანგელოზს,რომელიც მთავარი დემონის-Destroyerის მიერ იქნა გამოწყვდეული სასახლეში.

სამაელს-ლეგენდარულ ჭკვიან დემონს,რომელიც თავისიანების მიერ იქნა დამწყვდეული. სამაელი "ომს" სასახლეში ტელეპორტაციის სანაცვლოდ,ოთხი რჩეული დემონის:სილიციას,ტიამატის,გრივერის და სტრაგას გულებს სთხოვს.

1.გეიმფლეი

Darksiders-ის გეიმფლეი განიცდის ისეთი ცნობილი სლეშერების გავლენას,როგორიცაა:DMC,GOW,POP.მართალია მსგავსება დიდია,მაგრამ ძალიან უხეშ პლაგიატიზმშიც არ გადადის.გოვ-შიც და აქაც ხმლით მიყენებული საკმარისი დაზიანების შემდეგ,მტრის თავზე გამოჩნდება ღილაკი,რომლის დაჭერის შემდეგ, პერსონაჟი Slow-motion მოქნევით მოუსწრაფებს მოწინააღმდეგეს სიცოცხლეს.როგორც Devil May Cry-ში,აქაც შეიძლება ერთ-ერთ იარაღად პისტოლეტის გამოყენება.თუმცა ძალიან არაეფექტურია.ასევე მათი მსგავსება ისაა,რომ შესაძლებელია მტრების სულები გამოიყენო რომელიმე კონკრეტული სქილის თუ იარაღის სიძლიერის გასაზრდელად.რაც უფრო დიდ და ძლიერ მტერს მოკლავს,მით უფრო უფრო მეტ სულს(ფულს)მიიღებს,ამ დაგროვებული სულებით კი,შეგიძლია გაზარდო იარაღის სიძლიერე,გახსნა ახალი მოძრაობები,ჯავშანი,ელექსირები სიცოცხლისთვის,დემონური ძალის მისაღებად და ა.შ. "ომს" სასურველი ნივთების შეძენაში დემონი-მოვაჭრე ვულგრიმი ეხმარება.

ცხენოსანის მთავარი იარაღი მისი გიგანტური ხმალი და Chaos mode-არის,რომლის დროსაც იგი გადაიქცევა დიდ,ცეცხლოვან ურჩხულად და ადვილად უმკლავდება ნებისმიერ მტერს.სიუჟეტის განვითარებასთან ერთად,მეომარ ცხენოსანს ეძლევა საშუალება სხვადასხვა იარაღები დაიმატოს არსენალში.

იარაღები:

Chaoseater-"ომის" მთავარი ხმალი

Crossblade-შურიკენის ტიპის იარაღი

Harvester-ცელი,აპოკალიფსის მხედარ-"სიკვდილის" იარაღი

Tremor Gauntlet-მუშტზე წამოცმული იარაღი,ზრდის დარტყმის ძალას.

ხმლის გარდა,"ომს" გონების მოქნევაც მოუწევს,თამაშის ძირითადი ნაწილი puzzle-ების და გამოცანებისგან შედგება.გეიმფლეის დრო დაახლოებით 15-16 საათს შეადგენს და ამ დროის დიდი ნაწილი,სწორედ ბოსებთან ბრძოლას და პაზზლების ამოხსნას მიაქვს.

9.0

2.სიუჟეტი/პერსონაჟები

რაც შეეხება სიუჟეტს,თამაშის ბოლომდე დინამიურად მიდის და მთავარი პერსონაჟიც,როგორც hack and slash RPG-ს ჩვევია,სიუჟეტის პროპორციულად ვითარდება.ასევე განსაკუთრებულია თითოეული პერსონაჟის ხასიათი,მათი ხმის ტემბრი(გახმოვანებაზე რომ,მართლაც კარგად აქვთ ნამუშევარი შემქნელებს).ამ ყველაფერს, მოთამაშე პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში გადაჰყავს.რაც შეეხება მთავარ გმირს-"ომს",ის ნამდვილი Baddas-ია,თავდაჯერებული და ძლიერი,რომელსაც არ აინტერესებს არც ადამიანები,არც დემონები და ანგელოზები.მისი მისია ბალანსის აღდგენაა და შემქნელის ნების შესრულება ნებისმიერ ფასად.ასეთი პერსონაჟით თამაში,მართლაც რომ განსაკუთრებულია.კარგად არის გაკეთებული დიალოგები,"ომსა" და სხვა პერსონაჟებს შორის.გრძელი და დაძაბული სცენებით დატვირთული სინემატიკები სიუჟეტს უფრო საინტერესოს ხდის და ასევე დასასრულიც საინტერესო აქვს.

9.0

3.გრაფიკა

გრაფიკა,შეიძლება ითქვას რომ კარგია,განსაკუთრებით წყლის და პერსონაჟის დეტალიზაცია მომეწონა.შეიძლებოდა უკეთესიც,თუმცა სლეშერისთვის ესეთი გრაფიკაც საკმარისია.

8.0

4.ოპტიმიზაცია

PC-ზე ოპტიმიზაციას რაც შეეხება,სუსტ კომპებსაც კარგად მიაქვს,მაგრამ თამაშს მაინც ეტყობა რომ პორტია და ჭედვები/ფრიზებიც იშვიათად,მაგრამ მაინც აქვს.

7.0

Overall- 8.0

პატივისცემით გიორგი შ.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ამ თემას რა ვუყო? შენ უფრო ბევრი გიწერია მაგრამ წერია უკვე და.. : /

აი ესეც გაითვალისწინე:

განხილვა იქნება თუ ისტორია გვერდზე დაუწერე.

ჩავამატებ წესებში ამასაც..

+1 : d

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.