Jump to content

Hitachi 1TB ერთ Platter-ზე


Recommended Posts

კომპანია Hitachi დაანონსა HDD ახალი მოდელები Deskstar 7K1000.D, Deskstar 5K1000.B, Cinemastar 7K1000.D და Cinemastar 5K1000.B. სიახლის მოცულობა 1 ტერაბაიტია, რაც სულაც არ არის დღეს გასაკვირი, თუმცა მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ეს ვინჩესტერები არის დამზადებული ერთი ფირფიტით (platter). აქამდე ფირფიტის მაქსიმალური მოცულობა 500GB იყო, ახალ HDD-ზე კი მონაცემების ჩაწერა ხდება 569GB კვადრატულ დიუმზე სიმჭიდროვით.

Hitachi.jpg

მყარი დისკები 3.5 დიუმიანი სტანდარტით არის დამზადებული, აქვთ Sata 600 ინტერფეისი და 32 მეგაბაიტიანი ბუფერის მოცულობა. მოდელებს შორის სხვაობა მხოლოდ ბრუნვის სიჩქარეა. Deskstar სერია გათვლილია რიგით მომხმარებლებზე და კომპანიამ უკვე დაიწყო პროდუქტის მაღაზიებისთვის მიწოდება, ხოლო Cinemastar მოწოდება მცირედ შეფერხდა და ეს სერია გათვლილია მზა ელექტრონულ მოწყობილობებში ინტეგრაციისთვის.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კარგია თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიებით HDD მემგონი უკვე ჩიხშია შესული... წინათ 2 გიგაბაიტიანი ვინჩესტერები რომ იყო მერე რომ გამოჩნდა 20,160,500 და ბოლოს 3 ტერაბაიტიანები რომ იყიდებოდა ასეთი სიჩქარით ვეღარ გააგრძელებენ განვითარებას ანუ უახლოეს მომავალში 10-15 ტერაბაიტიან HDD-ს ვერ ვიხილავთ რამე რადიკალური ცვლილება თუ არ მოხდება...

Link to comment
Share on other sites

კარგია თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიებით HDD მემგონი უკვე ჩიხშია შესული... წინათ 2 გიგაბაიტიანი ვინჩესტერები რომ იყო მერე რომ გამოჩნდა 20,160,500 და ბოლოს 3 ტერაბაიტიანები რომ იყიდებოდა ასეთი სიჩქარით ვეღარ გააგრძელებენ განვითარებას ანუ უახლოეს მომავალში 10-15 ტერაბაიტიან HDD-ს ვერ ვიხილავთ რამე რადიკალური ცვლილება თუ არ მოხდება...

სხვათაშორის არც საჭიროება იქნება დიდი რომ ეგეთი რამე შეიქმნას მალე

ეხლა სისწრაფეში წავა შეჯიბრი

და არა მოცულობაში

ყველაზე დიდ მოცულობას ვიდეო, აუდიო და სურათები იკავებენ და მაგათი ზომა ფაქტიურად ზღვრამდეა გაზრდილი

უფრო დიდი ზომის და უკეთესი ხარისხის ფაილები ადამიანის გრძნობათა ორგანოებისთვის აღქმადიც არ იქნება

ასე რომ არც მათი ზომის გაზრდა იქნება საჭირო IMHO

Link to comment
Share on other sites

მაგ 1-2-3 ტერაბაიტინებსაც ძირითადათ HD ვიდეობის კოლექციისთვის იყენებენ ხოლმე, ზოგს ასე 100-ზე მეტი BD ფილმი აქვს შენახული რამდენიმე ათეულ 1 ან მეტ ტერაბაიტიან მოცულობის დიდსკზე, ანუ მანდ სისწრაფე უფრო მეორედხარისხოვანია, გამძლეობა უფრო მნიშვნელოვანია მაგათვის, რაც შეეხება ამ მოდელს, სისწრაფე გაიზრდება კიდე და მემგონი უფრო იაფიც იქნებაო ეხლანდელ 1 ტერაბიატინებზე, მე ერთიც მყოფნის, იმიტომ რომ კოლექციას არ ვაკეთებ, ასე 40-მდე ფილმი და კონცერტი მაქვს გადმოწერილი DVD-BD-ზე და მაგდენივე თამაში ისო ობრაზში + პროგრამები და სისტემა, ხოდა კიდე მრჩება ხოლმე ასე 20GB-მდე რომ პასტაიანნა HD სპოტრული ტრანსლიაციები ვაკაჩავო, არც სისწრაფე მაწუხებს დიდათ, საკმაოთ სწრაფია ჩემი F3-იც, და საერთოდ ეგ უფრო ამართლებს ვიდრე სსდ ფასი-წარმადობა-მოცულობაში, ისე იგივე ხიტაჩი 4TB ვნეშნი HDD გამოშვებას აპირებს, ალბათ რამდენიმე დისკი იქნება მაგაში გაერთიანებული

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ერთი რაღაც მაინტერესებს, 1.5TBიან და 3TBიან მყარ დისკებს შორის არის რამე განსხვავება წარმადობაში ? მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა მოდელებს, ვთქვათ ერთი და იგივე მოდელი ავიღეთ ერთი 1.5TBიანი და მეორე 3TBიანი, სიჩქარე იგივე ექნებათ ? ანუ კითხვა-ჩაწერის სიჩქარე ...

Link to comment
Share on other sites

რამდენადაც ვიცი ტესტებიდან და აბზორებიდან გამომდინარე ყველაზე სწრაფ 1TB და უფრო დიდი მოცულების HDD-ში ფაქტიურათ არაა სხვაობა სისწრაფეში, ანუ თუ არ გჭირდება 1.5-3 ტერაბაიტიანი HDD რეალურათ შეგიძლია 1ტბ აიღო და სისწრაფეში არაფერს დაკარგავ დიდათ, თუმცა 500-750GB მოდელები 1 ტერაბაიტიანზე ნელებია ასე 15-20%-ით მგონი სადღაც, 1.5ტბ და 3ტბ შორისაც იგივე სიტუაცია იქნება, მგონი დაჟე 3ტბ ცოტა უფრო ნელიცაა გააჩნია მოდელს

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Hitachi 4TB HDD spotted in stores http://guru3d.com/news/hitachi-4tb-hdd-spotted-in-stores/ 4 ტერაბაიტიანი ხიტაჩის დისკები გამოჩნდა მაღაზიებში გაყიდვაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.