Jump to content

პრობლემა ქსელის დრაივერზე


Recommended Posts

გაუმარჯოს ყველას! იმ დღეს წავაწყდი ასეთ შემთხვევას მოკლედ ერთ კომპიუტერზე Windows-ი არ ეყენა და დავაყენე Windows XP, მაზერის დისკები არ ჰქონდათ, ქსელის დრაივერის დაყენების დრო რომ მოვიდა გავუშვი ჩემი Driverpack-ები, ესენია: SamDrivers 11, DriversPack Solution, MCS Drivers, MaxSE Drivers pack, Best Drivers pack, ამ დრაივერპაკებიდან ვერცერთმა ვერ მოარგო დრაივერი ანუ ვერ იპოვა, მერე ბიოსი დაფეულტზე ჩამოვყარე, შედეგი იგივე, მერე სხვა კომპიუტერიც ჰქონდათ ოჯახში და შევედი ამ მაზერის მწარმოებლის საიტზე(მაზერს ჰქონდა ინტეგრირებული ქსელის კონტროლერი) იყო ეს მაზერი BIOSTAR AT690G AM2, ვიპოვე მწარმოებლის საიტზე ამ მაზერის ONBoard LAN-ის დრაივერი ჩავწერე ფლეშკაზე და გადავიტანე მოკლედ ამ კომპიუტერში და რომ გავუშვი საინსტალაციო მეთქი ვსო უკვე აყენებსთქო და გამომიგდო შეცდომა ვერ ვნახე ეს კონტროლერი შენს სისტემაშიო, მერე Device Manager-დან დავაკოპირე Device ID-ი და დავიწყე მეორე კომპიუტერით Devid.info-ზე ძებნა მაგრამ ვერ იპოვა, არადა ყველაფერი სწორად გადავაკოპირე მერე ჩავდე ჩემი ქსელის PCI ადაპტერი და იმის დატესტილი დრაივერი ფლეშკაზე მქონდა და დაყენდა ნორმალურად მაგრამ მერე Local Area Connection-ი წერდა ხან შეერთდა კაბელიო და მერე 2 წამში მიწერდა გამოძვრა კაბელიო, თან გამოძვრა კაბელიო იმ დროს მიწერდა როცა საიტზე შესვლას ვცდილობდი, ისე კი მიწერდა შეერთებულიაო და მოკლედ ისევ დავაბრუნე ინტეგრირებულზე. მერე ჩავრთე everest-ი და ვნახე ევერესტი ქსელის კონტროლერად რას აღიქვამდა და დამიწერა Realtek RTL8129 Fast Ethernet Adapter-ო, მეც ისევ მეორე კომპიუტერზე დავიწყე ამ დრაივერის ძებნა და ვიპოვე და როგორც იქნა დავაყენე, მერე Local Area Connection-ზე ყვითელი ძახილის ნიშანი გაიჩითა, გადავრეკე კავკასუსში და IP-ები გამაწერინეს, ეს ძახილის ნიშანი მოშორდა, მაგრამ საიტებზე რატომღაც მაინც არ შედიოდა, ეგ რო ვუთხრი კავკასუსის ოპერატორს მაგან მითხრა აქედან უპრობლემოდ მოგეწოდებათ ინტერნეტიო და ეგ ჩვენი საქმე არააო, ამის მიუხედავად ვინდოუსი ქსელის კონტროლერს აღიქვამდა ნორმალურად, მიწერდა კიდეც რომ კავშირი არისო ინტერნეტთანო. არადა მწარმოებლის საიტზე ამ მაზერს უწერია რომ აქვს ინტეგრირებული Realtek RTL8111B Gbe კონტროლერი და არა Realtek RTL8129-ი. წამოვედი მეც ვერ ვაკეთებთქო რაღაც საოცრება ჭირს შენს კომპს მეთქი. მერე დავურეკე 1-2 საათის მერე და ვიღაც მოვიყვანეთო და გაასწორაო ოღონდ არ ვიცი რა ქნაო. ვინმეს ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ან რისი ბრალი იყო ამ ინტერგრირებულ ქსელის კონტროლერზე რომ მწარმოებელი სხვას ამბობს და რეალურად სხვა დრაივერი ყენდება? ვითომ ჩიპია შეცვლილი? ან მერე როცა ეს დრაივერი ძლივს დავაყენე რატომ აღარ შედიოდა ინტერნეტში? ან მერე იმ ვიღაცამ როგორ გააკეთა ვითომ? გთხოვთ მიპასუხოთ ვინც ქსელებში და ასეთ რაღაცეებში ერკვევით.

Link to comment
Share on other sites

ეს მოდელი თუ არის ზუსტათ ესაა მაგის ბოლო დრაივერი http://www.realtek.com.tw/downloads/downloadsView.aspx?Langid=1&PNid=13&PFid=5&Level=5&Conn=4&DownTypeID=3&GetDown=false PCI-E ყოფილა როგორც ჩემი ლან კარტა და ზუსტათ ანალოგიური დრაივერი მაქვს P5B ინტეგრირებული ლან კარტისთვის გადმოწერილი, მანდ ჩანს რომ ბევრ მოდელებზე მიდის ეგ დრაივერი და გადაამოწმე მაინც სწორათ დააყენე თუ არა, თუ არა და განახლება მაქედან შეგიძლია, ეგ ბოლო ვერსიაა და მე ვინდოუს 7-ისთვის მიყენია და მშვენივრათ უბერავს, ნეტის მოსვლა წასვლის და ძახილის ნიშნის ამოგდება ბევრი რაღაცის გამო შეიძლება ქონდეს ძალიან, არასწორი ნასტროიკები, სადღაც კაბელია დაზიანებული, უბრალოთ გაუფუჭდათ გლობალი და მაგის გამო არ მოგეწოდება ნეტი, აგრეთვე სოფტი შეიძლება ურევდეს ან არასწორი კონფუგურაცია იყოს შეყვანილი, თუ სვიჩი ან როუტერი გიყენია მაგის გამოც ურევდეს შეიძლება და მაგათ შეცვლამ უშველოს, ასე რომ თუ გასწორდა არაფერია საგანგაშო, ჩემი ინეტიც ახურებდა ეს რამდენიმე საათია, კავკასუსის დსლ-ი მაქვს და თურმე სვიჩის ბრალი ყოფილა და არა კაბელის როგორც თავიდან მეგონდა, ძველი სვიჩი დავუყენე დროებით და აიწყვიტა იმენა, იმედია ეგ კავკასუსის ლინკი მალე მოვა რუსთავამდე, სიამოვნებით დავიდგამდი 50 ლარიანს

Link to comment
Share on other sites

ეგ დრაივერი რისი ლინკიც დადე არ წავიდა, მწარმოებლის საიტზე მაზერს ეწერა რომ აქვს RTL8111B კონტროლერი და ევერესტმა აჩვენა RTL8129 და როგორც ევერესტმა აჩვენა იმის დრაივერი წაიღო და მწარმოებლის არა, ეგ რისი ბრალი იქნება? ვითომ შეცვლილია ჩიპი მაზერზე?

Link to comment
Share on other sites

ალბათ ეგრე იქნება

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.