X-treme user Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 ეს თემა ვიცი პირველ რიგში George-ს მოეწონება, ჰა რას იტყვი? კომპანია Creative აპირებს PCI-Express ინტერფეისისთვის განკუთვნილი ხმის ბარათების გამოშვებას. ისინი აღჭურვილნი იქნებიან ტექნოლოგია Sound Core3D-თი, რომელიც X-Fi-ის შემცვლელად წარმოგვიდგება, ხოლო ძირითადი განსხვავება მათ შორის კი არის სპეციალიზირებული ციფრული სასიგნალო პროცესორების (DSP) გამოყენება ნაცვლად RISC-ისა, რომელიც საფუძვლად ედო CA20K სერიას. პროდუქტების აღწერისას, მწარმოებელი იყენებს ტერმინ 'ოთხბირთვიანს', რაც ფაქტობრივად გულისხმობს DSP-ს ოთხ ნაკრებს. მათგან ორი ახდენს ტექნოლოგია Creative CrystalVoice და THX TruStudio Pro-ს რეალიზებას, რომელთა მეშვეობითაც უმჯობესდება შეკუმშული ხმის ჟღერადობა, იქმნება მოცულობითი საუნდ-გამოსახულება, თანაბრდება Volume-ის დონე, იზრდება დიალოგების გაგების მაჩვენებელი და ივსება დაბალი სიხშირეების უკმარისობაც. გარდა ამისა, მატულობს ხმოვანი კავშირის ხარისხი და ჩნდება შესაძლებლობა ტემბრის შეცვლისა, მაგალითად მრავალმომხმარებლიან თამაშებში. ახალი ნაწარმების სია მოიცავს Sound Blaster Sound Core3D (ბაზური მოდელი), Sound Blaster Recon3D Fatal1ty Professional და Sound Blaster Recon3D Fatal1ty Champion. ბაზური მოდელი - ყველაზე უბრალოა, მაგრამ მას დამცავი საფარველიც კი გააჩნია. გარდა ამისა, პროდუქტები განსხვავდებიან გასასვლელების შემადგენლობითაც. Recon3D Fatal1ty Professional-ის კომპლექტში შესულია მიკროფონი, Recon3D Fatal1ty Champion-ისაში თქვენ იპოვით შეტანა-გამოტანის პანელს, რომელიც თავსდება 5,25 ან 3,5-დუიმ ზომის განყოფილებებში. IXBT 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 მშვენიერია ვითომ ძალიან ვიჩქარე ჩემი ფატალიტის შეძენა? მეორე სურათზე გამოსახული ალბათ სწორედ მის სერიას შეცვლის. დაახლოებითი ფასებიც ხომ არ არის ცნობილი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 3, 2011 Share Posted September 3, 2011 ალექსას რო ვკითხოთ რუსული ოვერკლოკერებიდან სხვაობა ფაქტიურათ არ ექნებაო ხმის ხარისხში, უბრალოთ მაგაზე რაც ფატალიტი HD-ს ქონდა დამატებული ეგ ეფექტებიც დაემატებაო სოფტში, აქ მიდიოდა მაგ კარტების განხილვა და კარგი რაღაცეები უწერია მაგ ტიპს სხვათაშორის http://forums.overclockers.ru/viewtopic.php?f=33&t=102696&start=14620, ცუდი ნამდვილათ არ იქნება ყოველ შემთხვევაში გურუ 3დ-ზეც დაიდო ეგ ინფო გუშინ და დამავიწყდა ლინკის დაგდება: Creative announces quad core sound cards http://guru3d.com/news/creative-announces-quad-core-sound-cards/ ხო X-FI აღარ ერქმევა მაგ ახლებს მაგრამ EAX Advanced HD 5.0 საპორტი მაგ კარტებსაც გააჩნია, ფასი არა მგონია ასუსის ტოპ კარტებისნაირი დაადონ მაგ სერიის საუკეთო კარტას, ეგეც ალბათ 160-180$ ფარგლებში ეღირება მაქს და უფრო იაფიანი მოდელი ასე 120-140$ სადღაც, კარგი რამე უნდა იყოს მთლიან ჯამში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted September 4, 2011 Share Posted September 4, 2011 2.1–იან ხმის სისტემაზე რო დავაყენო ხმის ბარათი საგრძნობ სხვაობას მომცემს ? დაახლოებით რა ეღირება აქ ნორმალური ხმის ბარათი ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 4, 2011 Share Posted September 4, 2011 კი მოგცემს თუ ნორმალური 2.1 სისტემაა 100$ ან ზევით, ეს ითვლება უკვე ნორმნალურ კარტათ და ჩვენთან 200 ლარი ღირს ალგორიტმში http://www.computershop.ge/product_info.php?cPath=43&products_id=968&osCsid=2335afcae7cee88149db99e12a45d740 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CHABAruxeli Posted September 4, 2011 Share Posted September 4, 2011 ვაჰ ჩემ მაზერის ხმის კარტას ამ THX რაღაც აცხია და ვერაფერი გავუგე ეს კაი რამე ჩანს creAtive მაგრად მომწონს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted September 4, 2011 Share Posted September 4, 2011 მარკეტინგია ნელნელა უკვე რა უნდა უქნას ასეთი საუნდს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.