Jump to content

რენტგენის აპარატი


Recommended Posts

Roentgen2.jpg

ვილჰელმ კონრად რენდგენი( Wilhelm Conrad Röntgen)-პიროვნება რომელმაც შექმნა რენტგენის აპარატი,დაიბადა 1845 წლის 27 მარტს.იგი იყო გერმანელი ფიზიკოსი,რომელიც ბიურცბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.1875 წლიდან პროფესორი გოგენგეიმში,1876 წლიდან ფიზიკის პროფესორი

სტრასბურგში,1879 წლიდან -გისენში,1885 წელს -ბიურცბუგში,1899წლიდან-მიუნხენში.

როგორ აღმოაჩინა მან ეს სხივი:

ბიურცბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას,შრომისმოყვარე კონრად რენტგენი გვიანობამდე ატარებდა დროს ლაბორატორიაში,მთვარი აღმოჩენას მის ცხოვრებაში (X-გამოსხივება)მიაღწია,როცა იგი 50 წლის გახლდათ,ეს მოხდა 1895 წლის 8 ნოემბერს,როცა ყველა ასისტენტები წავიდნენ სახლში,მან ისევ მიაწოდა დენი კათოდის მილს,რომელიც ყველა მხრიდან დაფარული იყო სქელი,შავი ქაღალდით.მის გვერდით იდგა პლატინაციანიდისშემცველი ბარიუმი,როდესაც მან აამუშავა კათოდური მილი,ამ ნივთიერებამ ნათება დაიწყო ლურჯ ფრად.მან გამორთო დენი-კრისტალთა ნათება შეწყდა(ამ ნივთიერებაზე სპეციალურად რაიმე ზემოქმედება არ ხდებოდა,უბრალოდ რეგირება მოახდინა ამ გამოსხივებაზე),როდესაც ისევ განაახლა მილზე დენის მიწოდება, ისევ განახლდა ამ ნივთიერების ნათება.

შემდგომი გამოკვლევებით ,მეცნიერი მივიდა იმ აზრამდე,რომ ამ მილიდან ამოუცნობი სხივთა ნაკადი მოემართება,რომელსაც მან იქს გამოსხივება უწოდა.ექსპერიმენტებმა დაადგინა,რომ იქს-სხივები ჩნდება კათოდის სხივის შეჯახებით კათოდური მილის შიგნით,წინააღმდეგობაზე.მეცნიერმა დაამზადა მილი სპეციალური კონსტრუქციის,ანტიკათოდი იყო ბრტყელი,რომ იქს გამოსხივების ინტენსიურობა უზრუნველყო.ამ მილის დახმარებით მან აღწერა ამ სხივების ძირითდი თვისებები,რომელმაც მიიღო სახელწოდება-რენტგენის სხივები.როგორც აღმოჩნდა,იქს სხივს აქვს თვისება,გაიაროს გაუმჭვირვალე მატერიათა უმეტესობა.იგი არ აირეკლება და არ ხდება მისი გარდატეხა.რენტგენის სხივები ახდენენ გარშემომყოფი ჰაერის იონიზირებას.

გერმანელი ფიზიკოსის ამ აღმოჩენამ დიდი როლი ითამაშა მეცნიერების განვითარებაში.

რენტგენთან არაერთხელ მივიდნენ სხვადასხვა მწარმოებლები მისი გამოგონების გამოსაყენებლად,მაგრამ ვილგელმ კონრად რენტგენი მის აღმოჩენას შემოსავლისუუნაროდ თვლიდა.

1919 წლისათვის რენტგენის მილებმა მიიღეს ფართო გავრცელება .

ydernayfizikailifizikastroeniyyder-2.png

კონრად რენტგენს არ ჰყავდა შვილები,მისი ცოლი 1919 წელს გარდაიცვალა,მაგ დროისათვის მეცნიერი 74 წლის გახლდათ.

პირველად ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს რენტგენს 1901 წელს.

ბავარიის პრინცმა რეგენტმა მისი მიღწევების გამო მაღალი წოდების ორდენით დააჯილდოვა.

611668c926ef.jpg

კონრად რენტგენის მიერ გადაღბული რენტგენის სურათი(ალბერტ ფონ კიოლიკერის ხელი)

რენტგენი გარდაიცვალა 1923 წლის 10 თებერვალს

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

სხვათაშორის,ვილჰელ კონრად რენტგენს მიწერა წერილი პიროვნებამ,სადაც თხოვდა რომ ეს საოცარი სხივები გაეგზავნა მას მისთვის გულ-მკერდის მიდამოს გასაშუქებლად ,რის შემდეგაც მან ასე მიწერა: გაცილებით იოლი იქნება,თუ თქვენს გულ-მკერდს გამომიგზავნით :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის,ვილჰელ კონრად რენტგენს მიწერა წერილი პიროვნებამ,სადაც თხოვდა რომ ეს საოცარი სხივები გაეგზავნა მას მისთვის გულ-მკერდის მიდამოს გასაშუქებლად ,რის შემდეგაც მან ასე მიწერა: გაცილებით იოლი იქნება,თუ თქვენს გულ-მკერდს გამომიგზავნით :D

:D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.