Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ubuntu'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop

Found 7 results

  1. დღესდღეობით მობილური ოპერაციულ სისტემის ბაზარზე დომინირებს კომპანიაGoogle-ს გახსნილი OS Android რომელიც კონკურენციას უწევს iOS, BlackBerry, Windows Phone და სხვებს, მალე ასევე მათ რიცხვს შეემატება Mozilla Firefox და olla Sailfish. Ubuntu ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღია კოდის მქონდე ოპერაციული სისტემაა Linux-ის ბაზაზე რომელიც მზად არის ძალები მობილურ ბაზარზეც მოსინჯოს. დეველოპმერებს გაუმართლათ იმაში რომ სმარტფონი Ubuntu-ს ბაზაზე იყენებს იგივე დრაივერებს რასაც ანდროიდზე მომუშავე აპარატები იყენებენ. როგროც Canonical აცხადებს პლატფორმა კარგად იმუშავებს სუსტ აპარატებზეც კი. უბუნტუ თავს არიდებს Java-ს და ამჯობინებს HTML 5-სა და საკუთარ კოდს. ძირითად ფსონს როგროც ბევრი ახლანდელი კომპანია აკეთებს HTML5-აპლიკაციებზე რომელიც ძალიან ადვილად პორტირდება სხვა პლატფორმებიდან. Ubuntu C/C++-ს დეველოპერებს სთავაზობს OpenGL-ის სრულფასოვნად გამოყენების საშუალებას. ოპერაციული სისტემის ინტერფეისში აქტიურად იქნება გამოყენებული ჟესტების გამოყენების საშაულება ოთხივე კუთხეში, დასაწყისისთვის OS-ს ექნება ხუთი ინტეგრირებული აპლიკაცია:Facebook, Google Maps, Gmail და Spotify. მწარმოებლის განცხადებით პირველ ეტაპზე ყველაზე რთული იქნება დაარწმუნოს მომხმარებელი რო გადმოვიდეს ახალ ოპერაციულ სისტემაზე რომელიც უფრო განვითარებულია(როგროცც ამბობენ) ვიდრე Android, iOS და Windows Phone. იანვრის შუა რიცხვებში გამოჩნდება უბუნტუს ბეტა ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Nexus აპარატებისათვსი-მსურველებს შეეძლებათ თვითონ დააყენენონ OS(როგორც ჩანს ბეტა ვერსია მოითხოვს რისკ), შედმეგ კი შესაძლებელი იქნება მისი დაყენება სხვა აპარატებზეც. მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ერთბირთვიანი 1გჰზ სიხშირის პროცესორი Cortex A9; 512Mb ოეპრატიული მეხსიერება; 4-8Gb ფლეშ მეხსიერება; მულტისენსორული დისპლეი; ასევე უფრო ძლიერ მოწყობილობებს რომლებსაც ეს OS ეყენება შესაძლებლობა ექნებატ შეუერთო საკუთარ PC-ების მონიტორებს და გაუშვან სისტემა, ესეთ მოწყობილობის მინიმალური სისტემური მოთხოვნილებებია: 4 ბირთვიანი პროცესორი Cortex A9 ან Intel Atom; 1GB-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება; 32GB ფლეშ მეხსიერება+Micro SD კარტის მხადაჭერა; ულტისენსორული დისპლეი; პირველი სმარტფონები რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან UBUNTU OS-ით 2014 წელს გამოვა, საიტის ცნობით ოპერაციული სისტემა გამოსასვლელად მზად იქნება 2013 წლის მე-4 კვარტლისთვის. ესეც Ubuntu OS-ის დემონსტირირება Galaxy Nexus-ზე ესეც ოფიციალური საიტი საიდანაც მიიღებთ ინფორმაციებს
  2. Unknown Display და ეკრანის გაფართოების ( რეზოლუციის ) პრობლემა ლინუქსის დისტრიბუტივებზე არახალია და ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხიცაა. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემთვის, რადგან ლინუქსთან პირველი შეხება მქონდა დაახლოებით 2011-2012 წლებში და მას შემდეგ რამდენი დისტროს რამდენი ვერსია გამოვიცვალე ( Ubuntu, fedora, Opensuse, Manjaro, Linux Mint, Sparky linux, Debian ) , მაგრამ ხანგრძლივად ვერცერთი ვერ ვიგუე, რადგან თითოეულ მათგანზე გამოსახულება უჩვეულოდ დიდი და მეტად უსიამოვნო შესახედაობის იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში მონიტორის ტექნიკური პრობლემა მეგონა ( გარკვეულწილად ასეცაა ). პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: როგორც ახლად დაყენებულ, ასევე ბოლომდე და უახლესი დრაივერებით განახლებულ სისტემაზე მონიტორის ძირითადი გაფართოება იყო 1024 x 768 ( 4:3 ) და კიდევ ორიოდ სხვა რეზოლუცია, რომლებიც ერთმანეთზე უარეს გამოსახულებას იძლეოდა. ეს მაშინ, როცა მონიტორის ( ჩემ შემთხვევაში LG FLATRON W2243S ) ნორმალური რეზოლუციაა 1920 x 1080 ( 16:9 ) უფრო თვალსაჩინო რომ იყოს შედარებისთვის არასწორი და ნორმალური რეზოლუციის სქრინები ასე გამოიყურება: აღნიშნული პრობლემა უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული ან ზოგადად ჩვეულებრივი მუშა VGA კაბელი, მონიტორის ტექნიკური პრობლემა, არასწორი დრაივერი და ა.შ. ხშირად გრაფიკის უახლესი დრაივერის დაყენება მარტივად აგვარებს საკითხს და პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ არის შემთხვევები ( როგორც ჩემ შემთხვევაში ) , როდესაც VGA კაბელის გამოცვლა არ შველის. DVI ან HDMI პორტები კი ძველ მონიტორებს ( მათ შორის არც ჩემ W2243S-ს ) არ აქვს. დრაივერის განახლებაც არ შველის, Custom Resolution-ის დამატების არცერთი მეთოდი არ მუშაობს, ხოლო ახალი მონიტორის შეძენა კი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებად ესეც შეიძლება განვიხილოთ . მეც სწორედ ეს რჩევა მომცეს, როცა არაფერმა შედეგედი არ გამოიღო... მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს თუ გამოსვლა გინდაო და თურმე საკმაოდ მარტივიც ყოფილა. ამ თემას ვხსნი იმ მიზნით და იმედით, რომ ჩემნაირი პრობლემით ლინუქსის დამწყები ქართველი მომხმარებლებიდან სხვებიც იქნებიან ( ერთი ვიცი ახალი მონიტორი უყიდია ამ მიზეზით) და იქნებ ტეგების საშუალებით მოაგნონ... ეს მეთოდი დატესტილი მაქვს შემდეგ ნაწილებსა და დისტრიბუტივებზე: GPU: Nvidia GTS-450 Monitor: LG FLATRON W2246S OS: Fedora, Ubuntu, Debian, Linux Mint პირველ რიგში აუცილებელია გვეყენოს ჩვენი ვიდეო კარტისთვის განკუთვნილი უახლესი დრაივერი. უბუნტუს და მინიტის შემთხვევაში nouveau დრაივერის ნაცვლად Nvidia-ს დრაივერის დაყენება უმარტივესია Software & Updates -დან Additional Drivers-ის საშუალებით. ფედორას შემთხვევაში გრაფიკის დრაივერის დასაინსტალირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ [ ეს მეთოდი ] ან სხვა თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები მეთოდი. მე პირადად ზემოთ აღნიშნული მეთოდი რამდენჯერმე დავტესტე და უპრობლემოდ დაყენდა. 1) გრაფიკის დრაივერის წარმატებით დაყენების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი ბრძანება root ( root-დან და არა sudo-ს გამოყენებით ) უფლებით nvidia-xconfig რის შედეგადაც შეიქმნება xorg.conf ფაილი /etc/X11 დირექტორიაში ანუ /etc/X11/xorg.conf 2) რომელიმე ტექსტური რედაქტორით ისევ root-დან ვარედაქტირებთ /etc/X11/xorg.conf ფაილს შემდეგი ბრძანებით: gedit /etc/X11/xorg.conf ან nano /etc/X11/xorg.conf. ან ნებისმიერი სხვა ტექსტური რედაქტორით. მე პირადად nano-ს gedit მირჩევნია, რადგან უფრო მეიოლება. გაიხსნება ტექსტური ფაილი, რომელშიც უნდა დავარედაქტიროთ Section "Monitor" -ში HorizSync და VertRefresh 21 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში, რომლის ნორმალური გაფართოებაც 1920X1080 -ია ( თუმცა სხვებზეც უნდა იმუშაოს ან სხვა რიცხვებს ცდით ) HorizSync და VertRefresh -ის გასწვრინ უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი მონაცემებით: HorizSync 30.0 - 82.0 VertRefresh 56.0 - 76.0 3) აღნიშნულ ცვლილებას ვინახავთ და ვარესტარტებთ X server-ს Ubuntu Unity-ის შემთხვევაში შემდეგი ბრძანებით: sudo systemctl restart lightdm.service 4) ვამატებთ სასუველ გაფართოებას. ამ შემთხვევაში 1920X1080 ტერმინალში ვწერთ: cvt 1920 1080 60 მივიღებთ ასეთ შედეგს: 1920x1080 59.96 Hz (CVT 2.07M9) hsync: 67.16 kHz; pclk: 173.00 MHz Modeline "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync ამის შემდეგ ტერმინალში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: xrandr --newmode "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync 5) სანამ ბოლო ბრძანებას გავუშვებთ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი მონიტორის ID ამიტომ ტერმინალში ვწერთ ამ ბრძანებას xrandr და მიღებულ შედეგში ვამოწმებთ როემლზე გვიწერს, რომ დაკავშირებულია. ჩემ შემთხვევაში არის DVI-I-0 disconnected და VGA-0 connected, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს. ანუ ჩემი მონიტორის ID არის VGA-0 , მაგრამ სხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს DVI-I-0 შესაბამისად ჩემ შემთხვევაში ფინალური ბრძანება, რომელიც ტერმინალით უნდა გავუშვათ ასეთია: xrandr --addmode VGA-0 "1920x1080_60.00" მაგრამ DVI-I-0 -ის შემთხვევაში იქნება ასეთი: xrandr --addmode DVI-I-0 "1920x1080_60.00" ამის შემდეგ უკვე NVIDIA X SERVER Settings -ის აპლიკაციაში ან თუნდაც Display-ში სხვა რამდენიმე რეზოლუცია, მათ შორის ჩვენი მონიტორის ნორმალური რეზოლუციაც გამოჩნდება და შევძლებთ ავარჩიოთ. თუმცა ყოველ ჯერზე ხელახლა რომ არ შევიდეთ Display -ში ნორმალური გაფართოების ასარჩევად საჭიროა, რომ ეს ცვლილებები შევინახოთ. შენახვის მეთოდი სხვადასხვა დისტროზე განსხვავებულია.
  3. ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო: 1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი. 2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით 3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა, გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა ) ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან. ამისთვის გვჭირდება: ა) პროგრამა UNetbootin ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი გ) დრო, სურვილი და მონდომება მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და პროგრამა UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება ) Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk Drive: ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია ) და ბოლოს OK. Unetbootin საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე ) როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall ყურადღება! * აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს. * უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.
  4. გამარჯობა, მოკლედ განწირული ვარ დახმარების ძიებაში. საქმე შემდეგშია, ჩემს ლეპტოპში (Asus X552C, Ubuntu 17.10) ყველაფერი წესრიგში იყო როცა ვიყავი საქართველოში და ვუერთდებოდი ჩემი სახლის ინტერნეტს. მაგრამ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მომიწია ჩამოსვლა და როცა ვცდილობ უნივერსიტეტის ინტერნეტთან დაკავშირებას, 1 წუთში ერორებით მაგდებს, შემდეგ მიწევს sudo service network-manager restart რომ აღვადგინო კავშირი ისევ 1 წუთით, და იგივე ხდება ისევ. მოკლედ, ერორ ლოგები არის ესენი რაც მგონია რომ კავშირშია Wifi-სთან: ieee80211 phy0: rt2x00queue_write_tx_frame: Error - Dropping frame due to full tx queue 0 nl80211: Unexpected encryption algorithm 5 dbus: Failed to construct signal dbus: wpa_dbus_get_object_properties: failed to get object properties: (none) none ((src/devices/nm-device.c:1452)): assertion '' failed უნივერსიტეტის Wifi-სთან კავშირი რომ დამემყარებინა მაკ ადრესის ჩაწერა მომთხოვეს თავიანთ საიტზე ინტერნეტის გამშვებ ფეიჯზე თუ რაღაც მსგავსზე, და შემდეგ გადმოვწერე ფაილი, რასაც წესით ყველაფერი უნდა დაეკონფიგურინებინა. ამ ფაილის (SecureW2_JoinNow.run) შიგთავსს დავდებ ამ პოსტის ბოლოში. უკვე 4 დღეა წესიერად არ მძინავს ღამეებს ვათენებ მაგრამ ვერ ვაკეთებ, უცხოურ ფორუმებზეც დავპოსტე მაგრამ არავინ მეხმაურება... მოკლედ, ჩემით გავარკვიე და მემგონი wpa_supplicant 2.4-ის ბრალია, ანუ არ იღებს ჩემი უნივერსიტეტის სერტიფიკატს, რომელიც არის ან სუსტი, ან უცნაური და ან არარსებული. ჯერ კიდევ დამწყები ვარ ლინუქსზე და რა ინფორმაციაც დაგჭირდებათ მითხარით და დაგიწერთ თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას. dpkg -l network-manager-ი წერს ამას: $ dpkg -l network-manager Desired=Unknown/Install/Remove/Purge/Hold | Status=Not/Inst/Conf-files/Unpacked/halF-conf/Half-inst/trig-aWait/Trig-pend |/ Err?=(none)/Reinst-required (Status,Err: uppercase=bad) ||/ Name Version Architecture Description +++-============================-===================-===================-============================================================== ii network-manager 1.8.4-1ubuntu3 amd64 network management framework (daemon and userspace tools) dpkg -l wpasupplicant-ი წერს ამას: ~$ dpkg -l wpasupplicant Desired=Unknown/Install/Remove/Purge/Hold | Status=Not/Inst/Conf-files/Unpacked/halF-conf/Half-inst/trig-aWait/Trig-pend |/ Err?=(none)/Reinst-required (Status,Err: uppercase=bad) ||/ Name Version Architecture Description +++-============================-===================-===================-============================================================== ii wpasupplicant 2.4-0ubuntu10 amd64 client support for WPA and WPA2 (IEEE 802.11i) ამ wpa_supplicant-ს თითქმის ვერაფერი გავუგე, მაგრამ როგორც ინტერნეტში წავიკითხე ზოგს მზგავს პრობლემაზე 2.6 ვერსიაზე აწევამ უშველა, მეც ვცადე გადმოვიწერე .tar ფაილი ამ საიტიდან: https://w1.fi/wpa_supplicant/ და მივყევი ინსტრუქციას Compilation & Installation ამ საიტიდან: https://thangamaniarun.wordpress.com/2014/03/16/how-to-compile-wpa_supplicant-wit-wi-fi-direct-support-on-ubuntu-android/ თავიდან ერორებს მიგდებდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვასწორე ყველაფერი და ჩემი აზრით ნორმალურად ჩაიარა ინსტალაციამ, make && make install-ით მაგრამ სინაპტიკში და dpkg ში მაინც 2.4 ვერსიას აჩვენებს. თუმცა, wpa_supplicant-ს რომ ვწერ ტერმინალში მიჩვენებს რომ 2.6 ვერსიაა... უცნაურია... lspci-ს მესიჯი network adapters-ზე. 03:00.0 Network controller: MEDIATEK Corp. MT7630e 802.11bgn Wireless Network Adapter 04:00.2 Ethernet controller: Realtek Semiconductor Co., Ltd. RTL8111/8168/8411 PCI Express Gigabit Ethernet Controller (rev 0a) /etc/NetworkManager/system-connections/-=SSID=- ფაილის შიგთავსი ასე გამოიყურება: (სენსიტიური ინფორმაცია დაფარულია) [connection] id=-=ID=- uuid=-=UUID=- type=wifi autoconnect-priority=20 permissions= [wifi] mac-address-blacklist= mode=infrastructure ssid=-=SSID=- [wifi-security] auth-alg=open key-mgmt=wpa-eap [802-1x] eap=peap; [email protected]=- password=-=myPassword=- phase2-auth=mschapv2 [ipv4] dns-search= method=auto [ipv6] dns-search= method=auto მოკლედ, იმედია ვინმე რამეს მირჩევს, მიმითითებს, ან თუნდაც მორალურად გამამხნევებს, თორემ ვინდოუსზე დაბრუნება არ მინდა ლინუქსი ძაან მომეწონა და მინდა რომ გავაგრძელო სწავლა. მადლობა! ესეც იმ ფაილის შიგთავსი რაც უნივერსიტეტის ინტერნეტის გამშვები გვერდიდან ავტომატურად გადმოიწერა: #!/bin/sh die () { [ ! -z "$1" ] && echo "Fatal: $1" [ ! -z "$tmpdir" -a -d "$tmpdir" ] && ${RM} -Rf "$tmpdir" exit 1 } missing () { echo 'Executable `'$1'` seems to be missing, not executable or cannot be located with `which`.' echo '' echo 'Please install this program using your distribution-specific package manager (e.g. `apt-get` or `yum`).' echo 'If this does not solve the issue, you can try editing this script by hand to provide the proper' echo 'executable locations, or request your network administrator to contact SecureW2 Support.' die } findutil () { for u in "[email protected]"; do \ p="$("${WHICH}" "$u" 2> /dev/null)" [ ! -z "$p" ] && break done [ -z "$p" ] && missing "$1" return 0 } which --skip-alias which > /dev/null 2>&1 if [ $? -eq 0 ]; then \ WHICH="$(which --skip-alias which)" else WHICH="$(which which)" fi [ ! -x "${WHICH}" ] && missing which findutil mkdir && MKDIR="$p" findutil rm && RM="$p" findutil tar && TAR="$p" findutil gzip && GZIP="$p" findutil pwd && PWD="$p" findutil sed && SED="$p" findutil readlink && READLINK="$p" findutil python \ python2 \ python3 && PYTHON="$p" tmpdir="/tmp/securew2-joinnow-$$.tmp" archive="$(${READLINK} -f "$0")" ${MKDIR} -p "$tmpdir" || die "Error creating temporary directory $tmpdir" cd $tmpdir || die "Error switching working directory to $tmpdir" ${SED} '0,/^#ARCHIVE#$/d' "$archive" | ${GZIP} -d | ${TAR} x || die "Error extracting embedded archive" ${PYTHON} main.py "[email protected]" retval=$? ${RM} -Rf "$tmpdir" exit $retval #ARCHIVE# <<და ბევრი სიმბოლო და ასო.>> (იმედია მაპატიებთ კოდები რომ ვერ ჩავსვი კოდების სახით, რადგან მაგას ინტერნეტი ჭირდება და დიდი წვალება მომიწევს უნდა ფარეფრეშო და ასე შემდეგ.)
  5. განახლება მომდის და თანხმობას რო ვაძლევ Requires Installation Of Untrusted Packages ამას მიწერს, გუგლში ვეძებე რაღაცეები მარა არ ეშველა, any ideas?
  6. ubuntu 12.04 ინსტალაციის შემდეგ არ იბუთება. ახლა რა მოხდა, ვრცლად: გადმოვწერე ოფიციალური საიტიდან ისო იმიჯი, მერე პროგრამით Universal-USB-Installer (თავიანთ საიტზე აქვს რეკომენდაცია გაწეული) გავაკეეთე ჩამტვირთავი უსბ. დავიწყე ინსტალაცია, როცა ვინ 8ს ჩანაცვლება ავირჩიე უბუნტუთი hdd აჩვენა მხოლოდ ერთ მთლიან ნაწილად ანუ ჩემს შემთხვევაში 500 გბ, მიუხედავად იმისა რომ დაყოფილი მქონდა. ეს არ მაწყობდა. დავბრუნდი უკან და ავირჩიე something else სადაც ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც საჭიროდა და ასევე როგორც ამ ვიდეოშია ნაჩვენები. როცა ინსტლაცია დასრულდა მომთხოვა დარესტარტება და მორჩა მერე აღარ იბუთება. any ideas?
  7. მაკი და ლინუქსი ჩვეულებრივ დესკტოპზე იმუშავებს? ჩემ სისტემაზე რო დავაყენო შეიძლება? რამე პარადოქსს ხომ არ გამოიწვევს? საერთოდ ვინდოუსის გარდა სხვა ოპერაციული სისტემის დაყენება შეიძლება ჩვეულებრივ დესკტოპეპზე?
×
×
  • Create New...