Search the Community
Showing results for tags 'brain-like CPU'.
-
მოგესალმებით, IBM-მა შექმნა სრულიად ახალი თაობის ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე პროცესორი მისი სახელია TrueNorth. იგი დაფუძნებულია samsung-ს 28 nm ტექპროცესზე და მისი მახასიათებლები ასეთია. 4096 ნეიროსინაპსური ბირთვი, 1 მილიონი პროგრამირებადი ნეირონი (შედარებისთვის ადამიანს ტავის ტვინში აქვს 86,000,000,000 ნეირონი, ხოლო ტარაკანას აქვს 1.000.000), 256 მილიონი პროგრამირებადი სინაპსი. სულ შედგება 5,4 მილიარდი ტრანზისტორისგან, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ჩიპს, ამავდროულად ყველაზე განვითარებულს, ყველაზე ძლიერს და ის მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 72 მილივატს (დიახ მილივატს) მაქსიმუმ დატვირთვაზე, რაც ნიშნავს 400 მილიარდ სინაპსურ ოპერაციას 1 watt-ში. ანუ დაახლოებით 176 000-ჯერ ენერგოეფექტურია ვიდრე თანამედროვე CPU თუ იგივე ოპერაციებს გავუშვებთ მასზე და 769-ჯერ ენერგოეფექტური ვიდრე დღეს არსებული სხვა მისი მსგავსი მოწყობილობები. ცხოველების (მათ შორის ადამიანის) ტვინი არის ძალზედ ენერგოეფექტური. ის მოიხმარს დაახლოებით 20 w-ს. მისი "მუშაობის სიხშირე" (ნეირონების მიერ გაშვებული მიკროელექტროსიგნალების სიხშირე) იზომება 10-ობით hz-ებში. დაბლა გრაფაში თქვენ ხედავთ თუ რამდენად ენერგოეფექტურია ტვინი ეს კი IBM-ს მიერ შექმნილი პროცესორი ამ ტექნოლოგიას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და პირველი IBM-ს პროცესორი აგებული იყო 45 nm ტექპროცესზე. მას მხოლოდ 256 ნეირონი ჰქონდა რომლებიც 10 mhz-ზე მუშაობდნენ, ასევე გააჩნდა 256,144 პროგრამირებადი სინაპსი, რაც მას ამსგავსებდა FPGA-ს (ამის სესახებ ახლახანს გავიგე. ასეთ პროცესორს სწორად დაპროგრამებისას შეუძლია ერთიდაიგივე საქმეში ფეხები გააფშეკინოს ჩემს i7-ს თუნდაც 500 mhz-ზე ისე ცნობისთვის Nvidia G-sync სწორედ FPGA-ზე დაფუძნებული პლატაა. რატქმაუნდა არაფერი საერთო ტვინთან არ აქვს. ეგეთი პლატები ყველას შეუძლია იყიდოს, ოღონდ მერე უნდა დააპროგრამოთ, რომ ის აკეთოს რაც გსურთ.) მოკლედ სულ ეს იყო. როცა სუპერადამიანკომპიუტერკიბორგს შექმნიან შეგატყობინებთ მადლობთ ყურადღებისთვის. by matusala