Search the Community
Showing results for tags 'Fxaa Injector Mod'.
-
ENB Series - უკეთესი გრაფიკა უფასოდ, ძველ და ახალ კომპიუტერულ თამაშებში Boris Vorontsov - ის ENB სერიების მოდის გამოყენებით, უამრავ თამაშში ვიღებთ შესამჩნევად მომატებულ და გაუმჯობესებულ გრაფიკას. ჩვენ უფრო ახლოს განვიხილავთ რუსი მოდელერის მიერ შექმნილ სამუშაოს და გამოვავლენთ, თუ რა სახის გრაფიკას შეგვიძლია ველოდოთ მისგან. ყველა ინფორმაცია აღებულია Boris Vorontsov's ვებ გვერდიდან, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ლინკზე გადასვლით : http://boris.vorontsov.usesthis.com/ ENB Series Mod - ( სურათი : ბორის ვორონცოვის ) [ წყარო : მისი გალერიიდან ] ENB სერიის მოდი : შესავალი რუსმა მოდერმა ბორის ვორონცოვმა შემოგვთავაზა საკუთარი ENB სერიების მოდი, უკვე რამოდენიმე წელია. მან შექმნა ის, სხვადასხვა თამაშების ძრავებისთვის ( ამ თამაშების უმრავლესობა საკმაოდ ძველია ) და ამ პროგრამის საშუალებით ის ანახლებს მათ გრაფიკას. სასურველი ეფექტის მისაღწევად ბორის ვორონცოვი ძირითადად იყნებს ახალ ეფექტებს, რომელიც მან ინტეგრირებულად შეიტანა თამაშებში როგორც ENB Series mod - ი, ან კომპლექტი რენდერის გზის ახალ დონეზე ( მაგალითისთვის DirectX 8 - დან DirectX 9 - მდე ). ამ ეფექტებთან ერთად ის იყენებს მრავალფეროვან Blur - ის ფილტრებს, SSAO (Screen Space Ambient Occlusion) და Indirect Lighting ( არაპირდაპირ განათებას ) - ორივე ტექნიკა უზრუნველყოფს უკეთეს განათებას და ჩრდილებს. გარდა ამისა, გამოყენებულია ანარეკლები და წყლის ეფექტები. ENB Series Mod: მოთხოვნები და დაყენება თამაშის და ENB Series Mod - ის გარდა, თქვენ გჭირდებათ Shader Model 2 გრაფიკული ვიდეო დაფა. Nvidia - იას ვიდეო დაფები Geforce FX series - იდან მოყოლებული ( თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბორისს უნდოდა, რომ ყოფილიყო სულ მცირე Geforce 6 ) და AMD ვიდეო დაფები, რომლებიც Radeon 9500 - თან არიან თავსებადები. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ვიდეოს უნდა ჰქონდეს 128 MiByte, რადგან ბორის ვორონცოვის ENB სერიის მოდები, არიან ან ძალიან მშივრები VRAM მიმართებაში ( FPS - ის ჭამაზეც არ ამობობენ უარს ). ამ მოდების გამოსაყენებლად, უბრალოდ ამოოარქივეთ ( არქივატორით ) ფაილები და გადაიტანეთ თამაშის მთავარ საქაღალდეში, რომელიც შეიცავს თამაშის გამშვებ exe ფაილს. დაყენების დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეწვიეთ ბორისის ვებ ვგერდს : http://enbdev.com/ ENB Series Mod: გადმოწერა ყველა ENB სერიის მოდი ხელმისაწვდომია გადმოსაწერად ( გადმოწერის სექციაში ) : download section ქვემოთ მოცემული თამაშის სურათები აღებულია ბორის ვორონცოვის ვებ გვერდიდან გამონაკლისებების და შესწორებების გარეშე ! ფიქრობთ, რომ კომპიუტერული თამაშები გამოიყურება უკეთესად ან უარესად ENB სერიების მოდით ? გამოიყენეთ კომენტარები, რადგან განამტკიცოთ თქვენი საკუთარი აზრი. Gallery - ENBDev ვიდეოები : http://www.youtube.com/watch?v=u8z_ojaDkR0 [media=] მე პირადად, თითქმის ყველა თამაშში ვიყენებ ENB - ს და ძალიან მომწონს. რაღაც - რაღაცეებში უკვე გავერკვიე, მაგრამ მაინც ბევრი რამ გასარკვევი დამრჩა. ნელ - ნლეა დავამატებ საინტერესო ინფორმაციას :)
- 2 replies
-
- ENB Series
- ENB
-
(and 3 more)
Tagged with: