Search the Community
Showing results for tags 'zach griffin'.
-
Kartkraft Preview Screens Gallery კარტინგის სიმულატორის KartKraft-ის ადრეული წვდომის (early access) ვერსიის გამოსვლის თარიღი დღითიდღე ახლოვდება. იმისთვის, რომ ჩვენ ყველა აღფრთოვანებული ვიყოთ სიმულატორის მოლოდინში, Studio Black Delta-მ უკვე გაავრცელა ყველაზე დიდი KartKraft-ის ფოტო გალერია. ყველა სურათი გადაღებულია უკანასკნელ დახურულ (closed) beta სატესტო (Test build) თამაშის ვერსიიდან - (V0.1.0.433). სურათები გვიჩვენებს უაღრესად დეტალიზებულ კარტინგის (kart) მოდელებს მოქმედებაში, ვირტუალურ: Geelong Kart Club, GoKart Club Of Victoria და Paul Fletcher International კარტინგის გზებზე, როგორც მშრალ, ასევე სველ ამინდის პირობებში. KartKraft არის ჰიპერ რეალისტური კარტინგის სარბოლო თამაში, რეალური კარტინგის ფიზიკით და ლაზერთ დასკანირებული გზებით. თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც PC ასევე Console-ის პლატფორმისთვის. გამოსვლის შემდეგ KartKraft-ის ადრეულ წვდომის (Early Access) ვერსიაში შესული იქნება: 16 ოფიციალურად ლიცენზირებული კარტინგი (kart chassis): Arrow, CRG, Deadly, Formula K, Monaco, OK1, Praga და Sodi Kart 4 კარტინგის კლასი: 45hp KZ2, 32hp X30, 22hp KA100, 13hp KA100 შეზღუდული 4 ლაზერით დასკანირებული გზა: PFi, England | Geelong, Australia | Melbourne, Australia | Indoor Warehouse, Utah კარიერის რეჟიმის (Career Mode) პირველი თავი (Chapter 1) მრბოლელის (driver) და კარტინგის (kart) სრული დაკომფიგურება ოფიციალურად ლიცენზირებული ხელსაწყოებით: Alpinestars, Arai, Freem, Mir, Momo, OMP, Sparco ასინქრონული PvP გამოწვევები (Challenges) შეჯიბრები დროსთან (Time Trials) ოფიციალური ვებ-გვერდი: kartkraftgame.com Facebook-ის გვერდი: KartKraft Youtube-ის არხი: KartKraftGame Twitter-ის გვერდი: KartKraft KartKraft™ on Steam: KartKraft™ სურათები: ვიდეოები: