Search the Community
Showing results for tags 'wifi router'.
-
ჰაი, კედლებში ჩასმულია უკვე ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები ყველა ოთახში როზეტებდან გამოდის კაბელის თავები და დღეს შეკვეთა გავაკეთე მაგთის ინტერნეტის და მითხრეს რომ შენ უნდა იყიდო Wifi როუტერიო და ჩვენ დაგიყენებთო, ჰოდა დღეს ბაზარზე რომელია შედარებით ნორმალური/კარგი ხარისხის როუტერი? რეკომენდაციას რომელი ფირმისას გაუწევდით ან რომელ მოდელს? რა კრიტერიუმებით უნდა ავარჩიო? რას უნდა მივაქციო ყურადღება და ა.შ. მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს... მადლობა წინასწარ...^^
- 54 replies
-
- wifi router
- wifi
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს ერთი ძალიან დიდი საერთო გვაქვს. ჩვენ ინტერნეტის ქსელში გახვეული ადამიანები ვართ და ჩვენი ცხოვრება მის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია. სადაც არ უნდა ვიყოთ: სახლში, ოფისსა თუ კაფე-ბარებში, ჩვენი პორტატული მოწყობილობები წყალივით ითხოვს ინტერნეტს, უფრო კონკრეტულად კი Wi-Fi-ს. ათეული წლის წინ ჩვენ სხვადასხვა სადენებით ინტერნეტს ვიყავით მიბმული, რადგან თითოეულს ინტერნეტთან საკუთარი დამაკავშირებელი სჭირდებოდა. დღეს კი ტექნოლოგიებმა მეტი მზუნველობა გამოიჩინა და ეს დისკომფორტი ნელ-ნელა გააქრო. ჩვენ დაგვრჩა Wi-Fi-ს გაშლილი ზონა, სადაც თავისუფლად ვმოძრაობთ ნოუთბუქებით, სმარტფონებით თუ სხვა მოწყობილობებით და ინტერნეტთან დასაკავშირებლად სადენები აღარავის სჭირდება. ამ კომფორტს Wi-Fi როუტერი ქმნის. როუტერი არის ის შეუმჩნეველი მოწყობილობა, რომელზეც ბევრს არავინ ფიქრობს. ჩვენ გვგონია, რომ მთავარია კარგი მონაცემების მქონე ტექნიკა და ინტერნეტთან დაკავშირება ამით შემოიფარგლება. სინამვილეში ეს ცოტა სადავოა. ყველა მოწყობილობის ინტერნეტში მუშაობას მარშრუტიზატორი ანუ როუტერი განაპირობებს. ის შიფრავს და გადასცემს ინფორმაციას. როუტერი უკავშირდება ქსელის პროვაიდერს და აწვდის ინტერნეტს კონკრეტულ მოწყობილობებს. ვეცდები, გასაგებად და ლაკონურად აგიხსნათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება როუტერის შერჩევის დროს. ისიც გასათვალისწინებელია, როგორი მოწყობილობა გვჭირდება - სახლის თუ პროფესიონალური. როუტერში რამდენიმე კომპიუტერისა და მოწყობილობის დაკავშირებაა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, როუტერი არის ისეთი ელექტრონული ყუთი, რომლის ერთი პორტი WAN უკავშირდება ინტერნეტს (შემომავალი ინტერფეისი), ხოლო LAN პორტი ყველა სხვა კომპიუტერს. ტიპი პირობითად, Wi-Fi როუტერი შესაძლებელია, რამდენიმე ტიპად დავყოთ: 1. ADSL WiFi-როუტერები: ეს არის უსადენო მარშრუტიზატორი. მისი პორტი WAN სატელფონო კონექტორით RJ11. 2. Ethernet(FTTB) WiFi-როუტერი: დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული უსადენო მარშრუტიზატორი, მისი პორტი WAN კი ჩვეულებრივი კონექტორით RJ45. 3. 3G/4G როუტერი: ინტერნეტს უკავშირდება Ethernet კაბელის გარეშე, სიმ-ბარათის საშუალებით და ფიჭურ სიგნალს გარდაქმნის უკაბელო ინტერნეტად. 4. ე. წ. უნივერსალური როუტერი: ამ "უნივერსალური როუტერის" შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე ტექნოლოგია უკავშირდება. მაგალითად, ADSL+Ethernet(FTTB) ან Ethernet(FTTB)+3G. Wi-Fi სტანდარტი რთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსია Wi-Fi. მისი სტანდარტია IEEE 802.11, რომელიც რამდენიმე სახისაა და დროსთან ერთად ბუნებრივად ახლდება. ჯერ იყო IEEE 802.11a, შემდეგ IEEE 802.11b, IEEE 802.11g და დღეისათვის ყველაზე გავრცელებული - IEEE 802.11n. თუმცა ბოლო სტანდარტია IEEE 802.11ac. ეს არის გაუმჯობესებული სიჩქარე წინამორბედებთან შედარებით. ბრენდი ამ დროისათვის ბაზარზე როუტერების რამდენიმე მწარმოებელია. მაგ: დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრენდია Tenda. მას აქვს მისაღები დაფარვის ზონა და იდიალურია სახლისთვის/მცირე ბიზნესისთვის. რაც შეეხება TP-Link-ს, ის გამოირჩევა მარტივი პარამეტრებით, ხოლო D-Link - მოდელების დიდი არჩევანით. ბაზარზე ასევე ვხვდებით Edimax-ისა და Linksys-ის როუტერებს. Linksys-ის მარშრუტიზატორებს შედარებით დიდი ზონის დასაფარად იყენებენ. ამჟამად ბევრი ონლაინ მაღაზია არსებობს სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ვაიფაი როუტერი, სასურველი მახასიათებლით. დასასრულისთვის მოკლედ ჩამოვწერ იმ მახასიათებლებს, რაც როუტერის შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: Wi-Fi სტანდარტი (IEEE 802.11a/b/g/n/ac) Wi-Fi სიჩქარე (450 Mbit/წმ; 600 Mbit/წმ) WAN-ის ტიპი (10 Mbit/წმ;100 Mbit/წმ და ა. შ.) LAN პორტების რაოდენობა და სიჩქარე სიხშირეების დიაპაზონი ანტენების რაოდენობა 3G/4G მხარდაჭერა ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა, როუტერები ატმოსფეროს შრეებშიც კი გამოკიდოს და დედამიწა ერთი მთლიანი Wi-Fi-ს უწყვეტი ველი გახდეს. ყველაფერი მოსალოდნელია, როგორც "ლაივ" ვიდეოები კოსმოსიდან, ისე - ევერესტი უმაღლესი წერტილიდან. დღეს არავის არაფერი უკვირს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ვისიამოვნოთ ტექნოლოგიის იმ შეთავაზებით, რომელსაც Wi-Fi როუტერი ჰქვია და შევარჩიოთ ის ჩვენთვის სასურველი მახასიათებლების გათვალისწინებით.
-
- 2
-
- wifi router
- wi-fi
-
(and 3 more)
Tagged with:
-
გამარჯობა, მაქვს WiFi Router რომელიც მუშაობს ორ სიხშირეზე 2.4 GHZ და 5 GHz. დავაკონპიგურირე ორივე სიხშირე და მობილური Samsung S4 ხედავს ორივე სიგშირეს, ანუ 1_WiFi_2.4 და 2_WiFi_5G ასევე მინდა დავაკავშირო კომპიუტერი და სმარტ ტელევიზორი 2_WiFi_5G სიხშირეზე, მაგრამ ორივე ხედავს მარტო 1_WiFi_2.4 შეიძლება ტელევიზორს და კომპიუტერს არ ჰქონდეს 5 GHz-ის მხარდაჩერა?