Search the Community
Showing results for tags 'ubuntu phone'.
-
მოგესალმებით. ესეც კიდევ ერთი UBUNTU phone-ბის ოჯახის წარმომადგენელი. შესანიშნავი მოდელი meizu-სგან Meizu MX4 Ubuntu Edition. ალბათ გაგიგიათ ამ მოდელის შესახებ რადგან მისი andorid-ვარიანტიც არსებობს. მისი დიზაინი მოგვაგონებს iPhone 6-ს. მომრგვალებული კიდეები, მომრგვალებული კუთხეები, მრგვალი home ღილაკი. meizu-მ დაიმსახურა სახელი როგორც ჩინური კლონირების კომპანია თუმცა როდესაც საქმე ჰარდთან გვაქ აქ უკვე სულ სხვა სიტუაციაა. რვაბირთვიანი Mediatek 6595 CPU და 2GB RAM საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ფურცელზე იგივე iphone 6-თან შედარებით. მას ასევე გააჩნია 5.36-inch-იანი IPS LCD ეკრანი 1920 x 1152 გაფართოებითა და 418 ppi-თ. მისი სიკაშკაშის მაჩვენებელია 486cd/m2 რომელიც უფრო ნათელია ვიდრე HTC One M9 და LG G4. ეკრანის contrast ratio არის 1,361:1 რაც საკმაოდ იშვიათია და მისი ფერების სიზუსტეც შესანიშნავია. მას ნაკაწრებისგან იცავს Gorilla Glass. მარცხენა ზედა კუთხეში განლაგებულია headphone jack და power button. მარცხენა მხარეს არის ხმის აწევა-დაწევის ღილაკები, დაბლა კი micro USB port მიკროფონთან და დინამიკთან ერთად ტელეფონის ზომებია 144 x 75.2 x 8.9 mm ხოლო წონა 147g. ის შესანიშნავად გამოიყურება და ხელშიც ძალზედ კომფორტულია. გააჩნია შესანიშნავი build quality. დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან. მისი უკანა ხუფი, რომელიც იხსნება არ იტყობს თითის ანაბეჭდებს. მისი დიდი ბატარეაა რომელიც 3100mAh-იანია და იოლად გაგიძლებთ მთელ დღეს. ტელეფონი გამოდის 3 სხვადასხვა ვერსიით ესენია: 16GB, 32GB და 64GB. მას არ გააჩნია microSD-ბარათის წამკითხავი. კავშირის საშუალებებია 4G SIM card support და 802.11ac Wi-FI. მისი მთავარი ღირსება არის კამერა. ტელეფონს აქვს 20.7MP-იანი Sony-ს სენსორი რომელსაც აქვს 4K რეჟიმში ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა. Ubuntu Phone-ს კამერის აპლიკაცია საკმაოდ მარტივია და საკმაოდ გაქვს android-ს სტოკ კამერის აპლიკაციას. აქვს HDR, დროისა და გადაღებული კადრის კომპოზიციის საშუალება, შეგიძლიათ აირჩიოთ fine, normal და basic ხარისხის სეთინგებიდან. ეკრანზე ხელის შეხებით ხდება ფოკუსის გასწორება და ასევე ეკრანზე განლაგებული დიდი ღილაკით შეძლებთ სურათის გადაღებას. ტელეფონს არ გააჩნია კამერისთვის ცალკე ღილაკები. წინა კამერად წარმოდგენილია 2MP-იანი სენსორი რომელიც თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს. ფასი შეადგენს 300 ევროს. მისი და სხვა Ubuntu OS-ზე მომუშავე სმარტფონების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ UBuntu-ს გვერდიდან. http://www.ubuntu.com/phone/devices იხილეთ review და unboxing
-
გამარჯობა, დღეს წარმოგიდგენთ უძლიერეს სმარტფონს რომელიც მუშაობს ubuntu touch ოპერაციულ სისტემაზე. ესაა Meizu PRO 5 Ubuntu Edition. ეს ტელეფონი ყველანაერი სტანდარტებით წარმოადგენს ubuntu flagship-ს. MX5-თან შედარებით მას აქვს უფრო დიდი 5.7 ინჩიანი ეკრანი და უკეთესი კამერის სენსორი. მისი მონაცემებია: ზომები - 156.7 x 78 x 7.5 mm წონა - 168g 5.7" იანი AMOLED 1080p ეკრანი 386 ppi CPU - Samsung exynos 7420 octa-core CPU 4 x 2.1 GHZ Cortex-A57 და 4 x 1.5 GHZ Cortex-A53 GPU - Mali T760MP8 RAM - 3 GB მთავარი Camera - 21.16 MP Sony Exmor RS230 2 LED flash-თ იღებს 4k-ს 30 fps-ში. აქვს PDAF ფზური ლაზერული ფოქუსი და LARGAN 6P lense-ბი გაუმჯობესებული გარჩევადობისთვის. წინა Camera - 5 MP 1080p/30 FPS ვიდეო გადაღებით შიდა მეხსიერება - UFS 2.0 32/64 GB და ასევე ედეგა microSD card 128 GB-მდე Battery - 3,050mAh 24W mCharge 2.0 (იტენება 65% 30min-ში) თუმცა ამ კონკრეტულ სმარტფონს ამის მხარდაჭერა არ აქვს ჩინეთს მიღმა აქვს Cat. 6 LTE (300/50Mbps) Dual SIM მეორე ჩასადებში შეგიძლიათ ჩადოთ Sim ბარათი ან microSD card Wi-Fi a/b/g/n/ac Bluetooth 4.1 GPS/GLONASS/Beidou USB Type-C port USB On-The-Go mTouch Home ღილაკი ჩაშენებული fingerprint scanner-თ ასევე მას ამშვენებს ალუმინის კორპუსი 2.5D ეკრანით ჩემი შეფასებით ერთადერთ მინუსად ამ ტელეფონისთვის ისაა რომ მას არ აქვს FM radio. თუმცა ეს feature დღეს რატომღაც ბევრ სხვა ტელეფონსაც არ აქვს. Samsung-ს შესანიშნავი პროცესორისა და AMOLED ეკრანის წყალობით ამ ტელეფონს აქვს შესანიშნავი battery life. GSMarena-ს ბატარეის ტესტში მას 95 საათი უწერია ერთი SIM ბარათის ხოლო 2 SIM ბარათის შემთხვევაში 88 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტელეფონმა საშუალო მოხმარების პირობებში 2 დღე უნდა გაძლოს. მისი ფასი შეადგენს მხოლოდ $369.99