Search the Community
Showing results for tags 'trailer'.
-
ბევრი Reiza-ს მოყვარული ელოდებოდა იმის გარკვევას თუ რა გაგრძელება მოყვებოდა პოპულარულ Automobilista-ს სარბოლო სიმულატორს. რამოდენიმე დღის წინ კი ეს ლოდინი დასრულდა. Reiza Studios ამაყად აცხადებს საკუთარ ახალ სარბოლო სიმულატორს სახელწოდებით - Automobilista 2, რომლის გამოსვლაც დაანონსდა 2019 წლის დეკემბერში. Automobilista 2 კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს ბრაზილიურ მოტორსპორტის სცენაზე, სადაც შესული იქნება ყველა ბრაზილიური სარბოლო: სერია, გზები და ავტომობილის მწარმოებლები. როგორც მისი წინამორბედში, აგრეთვე Automobilista 2-შიც შესული იქნება უფრო მეტი საერთაშორისო კონტენტი. ყველაზე დიდი სიურპრიზი არის სათამაშო ძრავის არჩევანი. მიუხედავად იმისა ბევრი წევრი ვარაუდობდა, რომ Reiza Studios ძრავი იქნებოდა ISI gMotor2-ი (rFactor 2-ის სათამაშო ძრავი), მათი და Studio 397-ის ერთმანეთთან ახლო თანამშრომლობის გამო, მაგრამ ბრაზილიელმა დეველოპერმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. Automobilista 2 მუშაობს Slightly Mad Studios MADNESS გრაფიკულ ძრავზე, რომელიც გამოიყენება Project CARS 2-ში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გასაოცარი ვიზუალის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ისეთ განვითარებულ ფუნქციებს, როგორიცაა დღე ღამის გადასვლები, დინამიური ამინდი, მოწინავე ფიზიკა, დირექტორ / მაუწყებლის ფუნქცია და გამორჩეული ვირტუალური რეალობის (VR) მხარდაჭერა. თუ ზემოთ ჩამოთვლის გავაერთიანებთ ავტომობილის ფიზიკასთან და Force Feedback-თან ერთად, რასაც გვთავაზობს Reiza Studios დეველოპერების გუნდი, ჩვენ დასასრულისვის მივიღებთ გასაოცარ სარბოლო სიმულატორს. სულმოუთმენლად ველოდებით AMS 2-ის გამოსვლას !
- 7 replies
-
- reiza studios
- teaser
-
(and 2 more)
Tagged with: