Search the Community
Showing results for tags 'run'.
-
@Abnormalia-ს ჩვენთან ყველა იცნობთ და ბევრმა მისი საქმიანობის შესახებაც იცის. ირაკლი წლებია ქართულ საქმეს ემსახურება - ავითარებს გეიმ დეველოპმენტს საქართველოში. მასვე ეკუთვნის ქართული თამაშების სტუდია StormBringer Studios-ს, რომელსაც უკვე საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტები დაუგროვდა. 2017 წლის 19 მაისი მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ თამაშების ინდუსტრიაში - ამ დღიდან StormBringer Studios-ის თამაში VRZ: Torment ოფიციალურად იყიდება Steam-ზე. თანაც, თამაში სპეციალურად შექმნილია ვირტუალური რეალობისთვის. VRZ: Torment ესაა Zombie Shooter/Survival/Puzzle თამაში, ე.წ. ღია სამყაროთი (open world). თამაშისთვის აუცილებელია ვირტუალური რეალობის ჰედსეტის (HTC Vive, Oculus Rift) ქონა. VRZ: Torment-ში ხელმისაწვდომია როგორც იარაღების ფართო არსენალი, ასევე ზომბების ბევრი ნაირსახეობაც. მოკლედ, არ მოიწყენთ. აღსანიშნავია, რომ VRZ-ზე მუშაობა საკმაო ხანია მიმდინარეობს და 19 მაისამდე ის Steam-ზე საცდელი ვერსიის სახით იყო წარმოდგენილი, თანაც პოპულარობა არც მაშინ აკლდა, ჯერ კიდევ დასახვეწ თამაშს. VRZ: Torment-ს არც საერთაშორისო აღიარება აკლია. 12 აპრილს მას ტალინში გამართულ Tallinn GameDev Days-ზე მეორე ადგილი ერგო. დადებითი გამოხმაურებაა უცხოურ პრესაშიც: "Survive Purgatory In VRZ: Torment" - Review on VRZ: Torment Early Access, vrthegamers.com "10 Best Oculus Rift Zombie Games" - VRZ being appreciated, vudream.com თამაშის Press Kit აქაა ხელმისაწვდომი; მწარმოებელი: StormBringer Studios თამაშის საიტი: http://www.vrzgame.com/ ყიდვის გვერდი: http://www.vrzgame.com/Purchase.html თამაში Steam-ზე VRZ: Torment-ის ოფიციალური ფასი 19.99$-ია, თუმცა Steam-ზე ახლა 12.59$-ადაა ხელმისაწვდომი. ჩვენ დიდ წარმატებას ვუსურვებთ StormBringer Studio-სა და მის გუნდს იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული თამაშების ექსპორტი ჰქვია, თქვენ კი VRZ: Torment-ის თრეილერს გიტოვებთ:
-
მოკლედ დავაყენე რაღაც პროგრამა კეილოგერი და ყოველი ჩართვისას მეკითხება გავუშვა თუ არა ეს პროგრამაო და მინდა რო არ შემეკითხოს და ისე გაუშვას ხოლმე შეუკითხავად და როგორ გავაკეთო ესე რო ჩუმად იყოს და ხმა არ ამოიღოს..