Search the Community
Showing results for tags 'restart problem'.
-
გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ ახალი ვარ ამ საიტზე. ძალიან გამიხარდა ასეთი საიტი თურმე არსებობს საქართველოშიც ჩემი მონაცემები მგონი გვერძე ეწერება ამიტომ აქ აღარ დავწერ მოკლედ პრობლემა რაშია: რამდენიმე თვის წინ გაჭირვებით როგორც იქნა შევიძინე ნახმარი ლეპტოპი, რომელიც მჭირდებოდა სამუშაოდ. ნუ რენდერინგისთვის, მუსიკის შექმნისთვის, დიზაინისთვის. დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ლეპტოპზე. მეორე მესამე დღეს დაიწყო გადარესტარტება. ყოველ ჯერზე რესტარტდება როცა ლეპტოპი დაიტვირთება მაგალითად როგორიცაა: photoshop, adobe premiere, sketchup, 3d maya, fl studio და ასე შემდეგ. რათქმაუნდა თამაშებზეც რესტარტდება. ძალიან დავითრგუნე თვეებია ვეწვალები რომ პროგრამულად გავასწორო მაგრამ არაფერი არ გამოდის. 15-20 წუთის მუშაობის მერე მოულოდნელად წკაპ და გადარესტარტდება. უამრავი პროექტი და ნამუშევარი დამეკარგა. სამწუხაროდ იმის ფუფუნება არ გამაჩნია რომ დედაპლატა ან ელემენტი ან რამე შევუცვალო და ვეძებ ალტერნატივას. მინიმუმ ელემენტი შემიძლია შევუძინო. ისედაც უვიც პროგრამისტებთან ნატარები ისედაც ბევრი ფული დავახარჯე. კომპიუტერი უბრალოდ ქრება და თავიდან ირთვება. ბევრი ამბობს რომ კვების ბლოკის ბრალია, ზოგი ამბობს მყარი დისკის ბრალიაო. არ ვიცი მოკლედ დავიღალე. ცხელდება მაქსიმუმ 94 გრადუსზე დატვირთვის რეჟიმში. ვიდეო კარტა 98-99% მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. იქნებ ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი და დამეხმაროს. მე სამაგიეროდ რამე სასიკეთოს გაგიკეთებთ
- 51 replies
-
- რესტარტი
- რესტარტდება
- (and 4 more)